შარდკენჭოვანი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდკენჭოვანი დაავადება

ანალიზებით ანთებითი პროცესის არსებობა არ ჩანს. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ განვიკურნო.სახსრებსა და თირკმელებში მაქვს ძალზე შემაწუხებელი მარილოვანი წარმონაქმნები. დიეტამ, მასაჟებმა და სითხეების მიღებამ ვერ მიშველა - მარილები არ ქრება, პირიქით, იმატებს. შეიძლება თუ არა არაქირურგიული გზით ამ პრობლემის მოგვარება?

სიმპტომები

შარდკენჭოვანი დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტების ფორმაზე, ზომებზე, რაოდენობასა და ლოკალიზაციაზე. წამყვან სიმპტომებად მიიჩნევა ტკივილი და შარდში სისხლის მინარევის არსებობა.

  • ტკივილი იწყება წელის ან მუცლის არეში, შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ, პერიოდული ან მუდმივი. შარდსაწვეთის ქვები იწვევს ტკივილის მწვავე შეტევებს (თირკმლის კოლიკა) საზარდულის მიდამოში, სასქესო ორგანოებსა და ბარძაყში ირადიაციით (გადაცემით). შარდის ბუშტში არსებული ქვები შესაძლოა იყოს ბოქვენის მიდამოში არსებული ტკივილის მიზეზიც.
  • ჰემატურია (სისხლი შარდში) შარდკენჭოვანი დაავადების მქონე ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნება. ძლიერდება სიარულის დროს.

გარდა უძლიერესი ტკივილებისა, შარდკენჭოვანი დაავადება იშვიათად მიმდინარეობს გართულებების გარეშე. შედარებით ხშირად გვხვდება ქრონიკული პიელონეფრიტის გამწვავება. შარდის გამოყოფის დარღვევის გამო ვითარდება ჰიდრონეფროზი, რაც მკვეთრად არღვევს თირკმელის ფუნქციას. ყველაზე საშიშ გართულებად თირკმლის უკმარისობა მიიჩნევა.

თირკმელებში ქვების ხანგრძლივი არსებობით გამოწვეული ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების შედეგად აღმოცენდება თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება). შარდკენჭოვანი დაავადების სიმპტომი, მოშარდვის მკვეთრი უმიზეზო მოთხოვნილება, ჩნდება სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, რყევის დროს. შარდვისას შეინიშნება ერთგვარი ჩავარდნის სიმპტომი - მოულოდნელად შარდის ნაკადი წყდება, თუმცა ავადმყოფი გრძნობს, რომ შარდის ბუშტი ბოლომდე არ არის დაცლილი, და შარდვა მხოლოდ სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ განახლდება. მძიმე შემთხვევებში, ძალიან დიდი ზომის ქვის არსებობისას, ავადმყოფს მოშარდვა მხოლოდ დაწოლილს შეუძლია.

შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ავადმყოფის სრულყოფილი გამოკვლევა საშარდე სისტემის ორგანოებში ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების გამოსავლენად, ქვების ლოკალიზაციის, რაოდენობისა და ზომების გასარკვევად. აუცილებელია გართულებებისა და თანამდევი დაავადებების დადგენაც, რაც მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევას უზრუნველყოფს.

დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებად მიიჩნევა სისხლისა და შარდის კომპლექსური გამოკვლევა, დიაგნოსტიკის სხივური მეთოდები (ექოსკოპია, რენტგენოგრაფია-რენტგენოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა).

თირკმლის მცირე ზომის (1,5-2 სანტიმეტრამდე) ქვების მკურნალობის ძირითად მეთოდად დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია მიიჩნევა. ვენური ანესთეზიის, ექოსკოპიური ან რენტგენული კონტროლის თანხლებით ხდება ქვების დაშლა, დამსხვრევა. ჩარევა შეიძლება შესრულდეს ამბულატორიულ პირობებში. დისტანციური ლითოტრიფსიის ნაკლად მიიჩნევა მისი შეზღუდული შესაძლებლობა - 2 სანტიმეტრზე დიდი ზომის ქვების დაშლა ამ გზით ძნელია.


ზოგ შემთხვევაში, მაღალი სიმკვრივის და/ან შედარებით დიდი ზომის ქვების არსებობისას, საჭირო ხდება ლითოტრიფსიის გამეორება. დაშლილი ქვის ნაწილები შარსაწვეთების გავლით თავისით გადადის შარდის ბუშტში, იქიდან კი გარეთ გამოიყოფა.

მაღალი სიმკვრივის და/ან დიდი ზომის (2 სანტიმეტრი და მეტი) ქვების არსებობისას ნაჩვენებია თირკმლის ქვების პერკუტანური კონტაქტური ლითოტრიფსია. ამ მეთოდის არსი ასეთია: რენტგენული ან ექოსკოპიური კონტროლით თირკმელში კანის განაკვეთიდან შეჰყავთ ნეფროსკოპი და ლითოტრიპტორის (ქვის დამშლელი ხელსაწყოს) ზონდი. ამ მეთოდით ხდება არა მარტო ქვების დაშლა, არამედ მათი დაშლილი ნაწილების გამოტანაც. ოპერაცია ტარდება სტაციონარში ზოგადი ან სპინალური ანესთეზიით. ამ მეთოდის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მისი საშუალებით თირკმლიდან პრაქტიკულად ნებისმიერი ზომისა და რაოდენობის ქვის გამოტანა შეიძლება. საქართველოში ამ ტიპის ჯერ სულ რამდენიმე ოპერაციაა გაკეთებული. იმედია, უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა მოიმატებს.

ზოგ შემთხვევაში დიდი და რთული (მაგალითად, მარჯნისებრი) ქვების მოსაცილებლად ნაჩვენებია ღია ოპერაცია - პიელოლითოტომია. თირკმლის მენჯში არსებული დიდი ზომის ერთეული ქვების მოსაცილებლად ლაპაროსკოპიული მეთოდიც გამოიყენება, რომელიც ღია წესით ჩატარებული ოპერაციის ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს.

შარდსაწვეთის ქვები

შარდსაწვეთში მცირე ზომის (5-6 მმ-ზე ნაკლები) კონკრემენტების არსებობისას კონსერვატიული ანუ მედიკამენტური მკურნალობით შესაძლებელია მათი 80%-ის გამოძევება. დიდი (7-დან 20 მმ-მდე) ზომის ქვების არსებობისას ნაჩვენებია დისტანციური ლითოტრიფსია, რომლის ეფექტურობა ქვების ლოკალიზაციაზე, მათ ზომასა და სიმკვრივეზეა დამოკიდებული.

შარდსაწვეთის ქვების მკურნალობის არანაკლებ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ურეთროსკოპია და კონტაქტური ლითოტრიფსია. ზოგადი ნარკოზის ქვეშ შარდსაწვეთში შეჰყავთ ურეთროსკოპი, რომლის საშუალებითაც ათვალიერებენ შიდა სივრცეს. შემდეგ პნევმატური, ულტრაბგერითი ან ლაზერული ლითოტრიპტორით კონკრემენტს ნაწილებად შლიან. მსხვილი ნაწილები სპეციალური იარაღით გამოაქვთ, დანარჩენი კი თავისით გამოდის. ამ ოპერაციის ეფექტურობა 60-95%-ია. რაც უფრო მაღლაა შარდსაწვეთში ქვა, მით უფრო ნაკლებია კონტაქტური ურეთეროლითოტრიფსიის ეფექტი.

დისტანციური და კონტაქტური ლითოტრიფსიის შეთხვევაში, თუ შარდსასქესო სისტემაში დიდი ზომის (2 სანტიმეტრი და მეტი) ქვა აღმოჩნდა, მიმართავენ ლაპაროსკოპიულ ოპერაციას, რომელიც ღია წესით ჩატარებული ოპერაციის ალტერნატივად მიიჩნევა, ხოლო როცა ამა თუ იმ მიზეზით (გამოხატული ანთებითი პროცესი ან შეხორცებები საოპერაციო ადგილზე) ამ მეთოდის გამოყენებაც შეუძლებელია, კეთდება ღია ოპერაცია - ურეთეროლითოტომია.

კვება

ცხოველური ცილის (ხორცის, თევზის) უხვი მიღება ხელს უწყობს კალციუმის დაკარგვას, რომელიც თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ეს კი ნიშნავს შარდში კალციუმის ოდენობის მომატებას, რაც შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს ეფექტი ნაწილობრივ მცირდება, როდესაც რაციონი მდიდარია კალიუმითა და ვიტამინ ბ6-ით, რომლებიც აუცილებელია მჟაუნმჟავას გასახლეჩად. თუ განწყობა გაქვთ ქვების წარმოქნისადმი, ეცადეთ, არ მიეძალოთ ცილოვან საკვებს. მცენარეული პროდუქტები, ჩვეულებრივ, არ შეიცავს ყველა საჭირო, შეუცვლელ ამინომჟავას, მაგრამ სოიის ცილა ამ კუთხით ორგანიზმის მოთხოვნას ნამდვილად შეესაბამება.

თუ ვეგეტარიანულად კვებას გადაწყვეტთ, - შარდკენჭოვანი დაავადების ხშირმა რეციდივმა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილებაც მიგაღებინოთ, - აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეუცვლელი ამინომჟავების ყოველდღიურ მოთხოვნილებას დაგიკმაყოფილებთ. მცენარეული საკვები, უფრო სწორად, მცენარეული ბოჭკოვანი ნივთიერება, ყოველდღიურად 40-50 გრამი, აქვეითებს კალციუმის ათვისების ინტენსიურობას და დაავადების განვითარების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

2-2,5 ლიტრი სითხის რეგულარული მიღება თირკმელების მუდმივ "გამორეცხვას" უზრუნველყოფს. დიდი ოდენობით ნატრიუმის მიღება (უპირველეს ყოვლისა - სუფრის მარილის სახით) ხელს უწყობს შარდთან ერთად კალციუმის დაკარგვას, შარდში კალციუმის მაღალ შემცველობას კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა თირკმელებში კალციუმშემცველი ქვების წარმოქმნა მოჰყვეს. თუ ამ დაავადებასთან უკვე არაერთხელ გქონიათ შეხება, ნუ დაამლაშებთ საკვებს; ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ჩიფსები, შაშხი და ლორი, თევზი და მჟავე კომბოსტო.

ოქსალატებით მდიდარი საკვები კალციუმთან შეერთებისას მყარ ნალექებს ანუ ქვებს წარმოქმნის. ერიდეთ პარკოსნებს, კაკაოს, ხსნად ყავას, ოხრახუშს, რევანდს, ისპანახს, ჩაის, სტაფილოს, ჭარხალს, შოკოლადს, ქაშაყს, კიტრს, გრეიპფრუტს, კომბოსტოს, ტკბილ კარტოფილს, ბარდას, წიწაკას - ყველა ეს პროდუქტი ოქსალატებით არის მდიდარი.

შაქრით მდიდარი რაციონი (ჩვეულებრივი შაქარი, სიმინდის ბადაგი, დიდი ოდენობის ფრუქტოზის შეცველი სიროფი) ასევე ხელს უწყობს შარდში კალციუმის დონის მომატებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის თირკმელებში ქვების წარმოსაქმნელად. გარდა ამისა, შაქარი ასტიმულირებს ოქსალატებისა და შარდმჟავას (კიდევ ერთი ტიპის ქვების კომპონენტი) შეცველობის მომატებას.

კოფეინისა და ალკოჰოლის გავლენით სტიმულირდება შარდით კალციუმის დაკარგვის პროცესი, რაც ზრდის კალციუმშემცველი ქვების წარმოქმნის ალბათობას. კალციუმის შარდით დაკარგვა იმატებს, როდესაც ქალი ესტროგენებს იღებს. ვინაიდან ც ვიტამინის გახლეჩისას ორგანიზმში ოქსალატი ან მჟაუნმჟავა წარმოიქმნება, ამ ვიტამინის მაღალმა დონემაც შეიძლება კალციუმის ოქსალატის შემცველი ქვების წარმოქმნას შეუწყოს ხელი, თუმცა დადგენილია, რომ შარდში ოქსალატების შეცველობა მაინცდამაინც არ იმატებს, თუ ადამიანმა დღეში 6 გრამზე მეტი ც ვიტამინი არ მიიღო და მაშინაც კი რისკი სავარაუდოდ მხოლოდ იმ ადამიანებს ემუქრებათ, რომლებიც შარდკენჭოვანი დაავადებისადმი გენეტიკურად არიან განწყობილნი. სხვათა შორის, ვიტამინ ბ6-ის მიღებით შარდში ოქსალატების შესამჩნევი მომატება შეიძლება თავიდან ავიცილოთ.

დაბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ საშარდე სისტემიდან ქვების მოშორება არ გახლავთ გამოჯანმრთელების კრიტერიუმი, რადგან უმეტესად ქვები ისევ წარმოიქმნება.

შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა ოპერაციული ჩარევით არ მთავრდება. აუცილებელია ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობა გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობით წყალმარილოვანი ცვლის საკორექციოდ და ქვების ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

შარდკენჭოვანი დაავადება თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. თირკმელებსა და შარდსადენი სისტემის სხვა ორგანოებში ქვები ან შარდსადენი მილაკების კალციფიკაციის შედეგად ყალიბდება, ან კალციუმის მარილების, შარდმჟავას, ცისტინის, ფოსფატების ან მაგნიუმ-კალციუმ-ფოსფატის მარილების კრისტალების შარდში დალექვით. შარდკენჭოვანი დაავადება გვხვდება ყველა ასაკის ადამიანებში, ბავშვებიდან ხანდაზმულებამდე.

ამ დაავადების მკურნალობა მოითხოვს თანამედროვე დიაგნოსტიკის, შარდკენჭოვანი დაავადების რაციონალური მკურნალობის მეთოდებისა და ქვების მოცილების თანამედროვე პრინციპების ფართო ცოდნას.

მიზეზები

შარდკენჭოვანი დაავადების ძირითადი მიზეზი თანდაყოლილია - ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელიც უხსნადი მარილების წარმოქმნას იწვევს. სწორედ ამ უკანასკნელთაგან ყალიბდება ქვები. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს აქვს შარდკენჭოვანი დაავადებისადმი თანდაყოლილი განწყობა, მაგრამ არ არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები და დაავადება არ ვითარდება. ეს ფაქტორებია:

  • კლიმატი. თუ ცხელ რეგიონში ცხოვრობთ, გაცილებით მეტ ოფლს გამოყოფთ, ვიდრე საშუალო კლიმატური ზონის მკვიდრი. შედეგად ორგანიზმში იზრდება ზოგიერთი მარილის კონცენტრაცია და შესაძლოა, ქვების ჩამოყალიბება დაიწყოს;
  • საცხოვრებელი ადგილი. აქ მთავარ როლს ასრულებს წყლის შემადგენლობა (ხისტი წყალი, რომელშიც კალციუმის მარილების შემცველობა დიდია, უროლითიაზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს), საკვები (მწარე და მჟავე საკვები შარდის მჟავიანობას ზრდის, ამიტომ ქვები უფრო ადვილად წარმოიქმნება), ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა და ვიტამინებით ღარიბი საკვები;
  • ტრავმები და ძვლის დაავადებები - ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი;
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება;
  • ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება, რომელიც მოწამვლის ან ინფექციური დაავადების დროს შეიძლება განვითარდეს;
  • თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის სხვა ორგანოების დაავადებები - პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, ჰეფროპტოზი, ცისტიტი, პროსტატის ადენომა, პროსტატიტი და სხვა.