რა დაავადებაა ნეფროპტოზი - თირკმლის ფუნქციური დარღვევა, რომელიც ინფექციის სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებაა ნეფროპტოზი - თირკმლის ფუნქციური დარღვევა, რომელიც ინფექციის სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს

ნეფროპტოზი (იგივე თირკმლის პროლაფსი, თირკმლის დაწევა, ცთომილი თირკმელი) ორივე სქესის პირებს შეიძლება აღმოაჩნდეთ, თუმცა ქალებთან უფრო ხშირია. მარჯვენა თირკმელი მარცხენაზე ხშირად ზიანდება.

ნეფროპტოზის კლინიკური გამოვლენა

დადგენილია, რომ შემთხვევათა 80%-ში ნეფროპტოზი უსიმპტომოა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს კლინიკური გამოხატულება არ აწუხებს. ამ თავისებურების გამო განსაზღვრულ პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა ნეფროპტოზის - თირკმლის დაწევის, მოძრავი თირკმლის - დაავადებად კლასიფიცირების და ამ კუთხით მისი განხილვის მართებულობა.

რეალურად, მოძრავი თირკმლის სიმპტომების გამოვლენა ხშირად ფასდება როგორც თირკმლის სხვა დაავადება ან ნაღვლის ბუშტის, ნაწლავის, საკვერცხის პათოლოგია, სწორ დიაგნოზს კი მოგვიანებით სვამენ.

ტკივილი

ნეფროპტოზის ყველაზე ხშირი სიმპტომი ტკივილია. მას უმეტესად აღწერენ როგორც ტკივილს წელის არეში ან ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში. ჩვეულებრივ, ტკივილი აღმოცენდება ან ძლიერდება წამოდგომისას და სუსტდება ან ქრება წოლის დროს. მას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს აგრეთვე მძიმე ფიზიკურმა დატვირთვამ.

შარდვისა და შარდის ცვლილებები

ნეფროპტოზის დროს მოსალოდნელია შარდვისა და შარდის შემდეგი ცვლილებები:

  • შარდის რაოდენობის შემცირება. მისი გამოყოფა მთლიანად, წესისამებრ, არ წყდება, რადგან მეორე თირკმელი ნორმალურად ფუნქციობს;
  • ჰემატურია – შარდში სისხლის არსებობა;
  • პროტეინურია – შარდში ცილის არსებობა.

ნაწლავური ინფექციის მსგავსი სიმპტომები

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა თავი იჩინოს ინფექციის სიმპტომებმა, მიუხედავად იმისა, რომ ნეფროპტოზი არ არის ინფექცია. ასეთი სიმპტომატიკა დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან და მოიცავს:

  • გულისრევას;
  • ღებინებას;
  • შემცივნებას;
  • ტაქიკარდიას - გულისცემის აჩქარებას.

ნეფროპტოზის ეს მძიმე გამოხატულება დიეტლის კრიზისის სახელწოდებითაა ცნობილი. დიეტლის კრიზისი არის თირკმლის მენჯთან შარდსაწვეთის გარდამავალი ობსტრუქცია (დახშობა), რომელსაც თან ახლავს გარდამავალი ჰიდრონეფროზი (თირკმლის გადიდება მასში შარდის შეფერხების გამო)