ალპორტის სინდრომი - დაზიანებული თირკემელები, დაქვეითებული სმენა და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალპორტის სინდრომი - დაზიანებული თირკემელები, დაქვეითებული სმენა და მხედველობა

- კაპილარებისგან შემდგარ წარმონაქმნებს, რომლებიც სისხლს ფილტრავს და მომწამლავი ნივთიერებებისგან წმენდს.

დაავადების მიზეზია გენების მუტაცია, რომლის შედეგადაც ზიანდება მეოთხე ტიპის კოლაგენი - თირკმლის გორგლების სიჯანსაღისა და ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ცილა. დაავადების ადრეული სიმპტომია შარდში სისხლის არსებობა - ჰემატურია.

დაავადების სიმპტომები

ალპორტის სინდრომის დროს უწინარესად თირკმელები ზიანდება, თუმცა ამ სინდრომის მქონე მრავალ პაციენტს უქვეითდება სმენა და მხედველობაც.

საქმე ის არის, რომ მეოთხე ტიპის კოლაგენი, რომელიც ცვლილებას განიცდის ალპორტის სინდრომის დროს, მნიშვნელოვანია არა მარტო თირკმლის, არამედ თვალისა და შიგნითა ყურის ფუნქციობისთვისაც.

ალპორტის სინდრომის სიმპტომებია:

  • ჰემატურია - სისხლიანი შარდი, რომელიც უმეტესად დაავადების პირველი სიმპტომია;
  • პროტეინურია - შარდში ცილის არსებობა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ქვედა კიდურების შეშუპება, შეშუპება თვალების ირგვლივ.

ეს სიმპტომები სხვადასხვა ხარისხით ვლინდება და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქესსა და დაავადების გენეტიკურ ტიპზე. მაგალითად, სმენისა და მხედველობის პრობლემებს უფრო ხშირად უჩივიან მამაკაცები, მაღალი არტერიული წნევა კი მათთან უფრო გვიან გამოვლინდება.

წაიკითხეთ სრულად