თირკმლისმიერი ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლისმიერი ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები

არსებობს სიმპტომები, რომლებიც თირკმლისმიერი ანუ რენული ჰიპერტენზიის საკმაოდ მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.

ეს სიმპტომებია:

  • არტერიული წნევის მომატების პირველი ეპიზოდი 25 წლამდე ან 50 (მეტადრე - 60) წლის შემდეგ;
  • არტერიული ჰიპერტენზიის რეზისტენტობა მკურნალობის მიმართ - მდგომარეობა, როცა სათანადოდ შერჩეული მედიკამენტებით წნევის მაჩვენებლების ნორმამდე დაწევა შეუძლებელია
  • ;არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ადრე კონტროლირებადი იყო, ახლა კი მედიკამენტურ მკურნალობას აღარ ემორჩილება;
  • მძიმე არტერიული ჰიპერტენზია - არტერიული წნევის ისეთი მომატება, როცა დიასტოლური წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 110 მილიმეტრს აღემატება;
  • არტერიული ჰიპერტენზიის ავთვისებიანი მიმდინარეობა. ამ დროს დიასტოლური წნევა მკვეთრად არის მომატებული - აღემატება ვერცხლისწყლის სვეტის 110 მილიმეტრს. შეინიშნება რეზისტენტობა მკურნალობის მიმართ.
  • ავთვისებიანი ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება, მხედველობის დაქვეითება, ქოშინი, უმადობა, ხშირი კრიზი.
  • ეს ნიშნები გარკვეულწილად დაავადების სწრაფ პროგრესირებასა და არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოების ადრეულ ეტაპზევე დაზიანებას უკავშირდება.

წაიკითხეთ სრულად