ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

ნეფროლოგია

ადამიანი ძალზე რთული სისტემაა. ერთი მხრივ, ის გარე სამყაროში ცხოვრობს, მეორე მხრივ კი - შინაგანში. ჩვენი მოთხოვნილებები, სურვილები, მიზნები, მისწრაფებები ამ ორი სამყაროს ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება. თირკმელი, წყვილი ანატომიური წარმონაქმნი, ადამიანის ძირითადი გამომყოფი ორგანოა, რომელიც შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. იქ ის იფილტრება, მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება და თირკმლის ვენით გამოდის. ფილტრატი შარდია, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში ჩადის, გროვდება და შემდეგ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და უფრო დაბლა მდებარეობს.
უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ერთიანი სისტემაა, რომლის ნაწილები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ერთი მათგანის ცვლილებაც კი მსგავს მოვლენებს იწვევს მეორის განვითარებაში. ადამიანი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრება უშუალოდ უკავშირდება გარე სამყაროს განვითარებასა და ცვლილებას. წუთით დავფიქრდეთ, რა გავლენას ახდენს ადამიანზე მეგაპოლისში ცხოვრება: ავტომობილი (შესაბამისად, მისი გამონაბოლქვი), კომპიუტერი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ვიდეო, ქსეროქსი, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, მტვერსასრუტი, მაცივარი (შესაბამისი გამოსხივებით), უამრავი საოჯახო ტექნიკა, ათასგვარი საღებავი, ლაქი და ა.შ. - ყოველივე ის, რითაც გარემოცულია თანამედროვე ადამიანი, გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს. ყოველი მათგანი, ცალკე აღებული, მავნეა, ხოლო ყველა ერთად - საშინელება. ეს კოქტეილი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის დამღუპველია.
თურმე ჩვენი თირკმელები ტიტანურ შრომას ეწევიან. თავად განსაჯეთ: 1,5 ლ შარდის (ეს დღიური ნორმაა) წარმოსაქმნელად აუცილებელია, თირკმლის გორგლებმა სისხლიდან 170 ლ პირველადი შარდი გამოფილტრონ, საიდანაც 168,5 ლიტრი უკან, სისხლშივე ბრუნდება. ამ ფილტრატის წარმოსაქმნელად თირკმელებში დღე-ღამეში ორმა ტონა სისხლმა უნდა გაიაროს. შარდკენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი) ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება. ამის შედეგად თირკმელებსა და შარდგამომტან გზებში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური თვისების, ფორმისა და ზომის კენჭები.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 7 - დან
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად