კარდიოქირურგია

იტალიაში მოღვაწე ქართველი კარდიოქირურგი გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

იტალიაში მოღვაწე ქართველი კარდიოქირურგი გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს
20, 21, 22 და 24 ნოემბერს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იტალიის ბამბინო ჯეზუს (Bambino Gesu) ჰოსპიტალის კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე გულის თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს.

4 დღის განმავლობაში კარდიოქირურგი გეგმურ რეჟიმში განახორციელებს გულის კომბინირებულ თანდაყოლილ მანკებზე ურთულეს ოპერაციებს.

უფასო კონსულტაციები 10:00-14:00 საათმდე გაგრძელდება. წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომრებზე: 255 05 05 ან *05 05.

ცნობისთის, ბამბინო ჯეზუს ბავშვთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამსახურია, რომელიც წლის განმავლობაში ბავშვებში 1000-ზე მეტ კარდიოქირურგიულ ინტერვენციას ახორციელებს.


რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2