საქართველოში ურთულესი ოპერაციები ჩატარდა - სისხლძარღვთა ქირურგი გიგი ბრეგაძე ოპერაციის დეტალებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში ურთულესი ოპერაციები ჩატარდა - სისხლძარღვთა ქირურგი გიგი ბრეგაძე ოპერაციის დეტალებზე

ოპერაციები „ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ ჩაატარა. ორივე შემთხვევის უნიკალურობა დაზიანების სირთულეში მდგომარეობდა. ეს გახლდათგულმკერდის და მუცლის აორტის სტენტირება TEVAR და EVAR პროცედურებით, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, თუმცა ამ ტიპისა და სირთულის დაზიანებებზე მსგავსი პროცედურა ადრე არ ჩატარებულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი პაციენტი კარდიოქირურგიული პროცედურის ჩასატარებლად სპეციალურად უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. ამჟამად კი წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ პოსტოპერაციულ კონტროლს ადგილზე, უკრაინაში ახორციელებს.

უნიკალური ოპერაციებისა და ზოგადად სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობასა და პრევენციაზე თავად გიგი ბრეგაძე გვესაუბრება.

- რაში მდგომარეობს ქირურგიული ჩარევის უნიკალურობა?

- პაციენტს, რომელსაც აორტის ანევრიზმა აღენიშნებოდა. მას გულმკერდის და მუცლის აორტის სტენტირება TEVAR და EVAR პროცედურებით ჩაუტარა.ოპერაციის დროს განხორციელდა ენდოვასკულური ჩარევა მთავარ სისხლძარღვზე - სანათურის მთლიანობის აღდგენა, რადგან მომხდარი იყო სისხლძარღვის შიდა შრის აშრევება და მისგან გამომავალი მნიშვნელოვანი ტოტების დახშობა სხვადასხვა ვარიაციებით. აღნიშნული ოპერაციის ჩატარება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო პაციენტისთვის, რამდენადაც მას აღენიშნებოდა სისხლის მიმოქცევის და მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა. შემთხვევა გართულებული იყო ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევით. თეძოს არტერიების გამავლობის დარღვევის გამო ქვედა კიდურებში მაგისტრალური სისხლის მიმოქცევა ნაწილობრივ შეწყვეტილი იყო. ეს გამოიხატებოდა ქვედა კიდურების ტემპერატურის დაქვეითებითა და სიარულის გაძნელებით. დაგვიანებული ან არასწორი ჩარევის შემთხვევაში ქვედა კიდურების დაკარგვის ან გარდაცვალების მაღალი რისკის წინაშე იდგა პაციენტი. წინასწარი კვლევებისა და მომზადების შემდეგ პაციენტთან აორტის რემოდელირება მოვახდინეთ და ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევა აღდგა.

აორტის აშრევების ჩარევები ჩვენს კლინიკაში დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება. ამ შემთხვევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტს ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის აღდგენა სჭირდებოდა.

აღნიშნული კარდიოქირურგიული ჩარევის შემდეგ მთავარი საშიშროება ის არის ხოლმე, რომ შეიძლება ზურგის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა მოხდეს, რაც ქვედა კიდურებში მგრძნობელობისა და მოძრაობის სრული მოშლით დასრულდეს. ჩვენ ამ გართულების პოსტოპერაციული მართვაც წარმატებით შევძელით, რაშიც მთელი კლინიკა იყო ჩართული. პაციენტი უკვე უკრაინაშია და მონიტორინგს იქ აგრძელებს.

- უკრაინელმა პაციენტმა რატომ გადაწყვიტა ოპერაციის საქართველოში გაკეთება?

- პაციენტი თავადაც ექიმია. როდესაც დაავადების შესახებ შეიტყო, მოიკვლია ინფორმაცია, კოლეგებისგან რეკომენდაციებიმიიღო და კლინიკის საქმიანობის შესახებ მიღებული ამომწურავი ინფორმაციის შემდეგ მან ქირურგიული ჩარევის ჩატარება სწორედ „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაწყვიტა.

- მოგვიყევით კიდევ ერთი რთული უნიკალური ქირურგიული ჩარევის შესახებ, რომელიც ასევე „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაატარეთ

- ამ შემთხვევაში დიაგნოზი გვქონდა მუცლის აორტის ანევრიზმა. ეს გახლავთ ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელსაც მწირი სიმპტომატიკა აქვს და უმეტესად შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე გეგმური ან სხვა დაავადების გამო ჩატარებული ექოსკოპიის დროს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

პაციენტი არითმოლოგთან მკურნალობდა გულის დაავადებას და დამატებით დანიშნული კვლევების დროს მუცლის აორტის ტომრისებური ანევრიზმა აღმოაჩნდა. ანევრიზმა არსებობს თითისტარისებრი და ტომრისებური. ეს უკანასკნელი უფრო ხშირად ხასიათდება გასკდომით. ანევრიზმის გასკდომა კი უმეტესად ფატალური შედეგით სრულდება. საბედნიეროდ, ჩვენ გასკდომამდე აღმოვაჩინეთ ანევრიზმა და ის ისე გამოვთიშეთ სისხლის მიმოქცევის წრიდან, რომ მაგისტრალური სისხლძარღვების გამავლობა შევინარჩუნოთ. პროცედურის ჩასატარებლად აორტაში შესვლა ბარძაყიდან ხდება. ამ ტიპის ოპერაციებიც რამდენიმე წელია ჩვენს კლინიკაში ტარდება, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა უნიკალური და ძალიან რთული იყო მისი ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი თირკმლის არტერიას ახასიათებდა გარკვეული თავისებურება, რომელიც მას ფუნქციურად არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე აყენებდა. ჩვენ ამ სირთულის გადალახვაც შევძელით. ოპერაცია ტექნიკური თვალსაზრისითაც რთული გამოდგა, რადგან პაციენტს თეძოს არტერიების პათოლოგიური დაკლაკნილობა ჰქონდა. ის ორმაგ მარყუჟს აკეთებდა. დაგრეხილ სისხლძარღვებში გასვლა და პროცედურის ჩატარება რიგ შემთხვევაში შეუძლებელია. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი წარმატებით დასრულდა და პაციენტი ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ ბინაზე გაეწერა.

- ორივე შემთხვევაში პაციენტის დიაგნოზი ანევრიზმა იყო. რა იწვევს ანევრიზმას?

- ანევრიზმა სისხლძარღვის ლოკალური გაგანიერებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ათეროსკლეროზული ცვლილებებია. აღნიშნული ცვლილებები სისხლძარღვის სიმტკიცეს აქვეითებს და წნევის ზემოქმედების ქვეშ ლოკალურად სისხლძარღვი შეიძლება გაგანიერდეს, მისი კედელი გათხელდეს და საბოლოოდ, გასკდეს. ეს ყველაფერი საბოლოოდ ხშირად სავალალოდ მთავრდება.

- ვინ არიან სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკჯგუფში?

- რისკჯგუფში არიან შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები. სწორედ ეს დაავადებებია რისკფაქტორები იმისა, რომ სისხლძარღვთა პათოლოგიები განვითარდეს.

რისკჯგუფის წარმომადგენლებისა და არა მხოლოდ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროულად აღმოჩენა და მისი სწორი მართვა. ყველას ვურჩევ, დროულად ჩაიტარონ გეგმური კვლევები და პირველადი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს. დაავადების პრევენცია ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე მისი მკურნალობა. მისი საწყის ეტაპზე აღმოჩენა კი გართულებული და ფატალური შედეგის მიღებისგან გიცავთ.