"ფარული საფრთხე" - კარდიომიოპათია - რა დაავადებაა და როგორ ხდება დიაგნოსტირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ფარული საფრთხე" - კარდიომიოპათია - რა დაავადებაა და როგორ ხდება დიაგნოსტირება

გამომწვევი მიზეზის ანუ ეტიოლოგიის მიხედვით კარდიომიოპათია ორგვარია - პირველადი, როცა მიზეზი ამოუცნობია და მეორეული, როდესაც გულის კუნთი ამა თუ იმ დაავადების დროს ზიანდება. კარდიომიოპათია არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება გული, თუმცაღა ავადმყოფს არც არტერიული ჰიპერტენზია ჰქონია, არც გულის შეძენილი ან თანდაყოლილი მანკი, არც გულის იშემიური დაავადება თუ პერიკარდიუმის პათოლოგია.

განსაზღვრულ ეტაპამდე კარდიომიოპათია შესაძლოა ყოველგვარი ნიშნის გარეშე მიმდინარეობდეს, მერე კი ერთბაშად გამოვლინდეს გულის უკმარისობით ან გულის რიტმის დარღვევით, რომელიც ზოგჯერ უეცარი სიკვდილის მიზეზადაც კი იქცევა. გულის უკმარისობას, რომელიც კარდიომიოპათიის გამო ვითარდება, შეუპოვარი მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობას ნაკლებად ემორჩილება.

კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკა

პირველი ეჭვი კარდიომიოპათიის არსებობის შესახებ მაშინ ჩნდება, როდესაც გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ერთბაშად და მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იჩენს თავს.

ექიმის ვარაუდის პირველი დასტური ელექტროკარდიოგრამაზე აღმოჩენილი ცვლილებებია. მათ შესახებ დეტალური საუბარი არამედიკოსთათვის ნაკლებად საინტერესო იქნება. უბრალოდ, დავძენთ, რომ ელექტროკარდიოგრამა კარდიომიოპათიის დროს თითქმის ყოველთვის ავლენს ნორმიდან გადახრას.

თუ პაციენტს, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია აქვს, რენტგენოგრაფიას ჩავუტარებთ, გამოვლინდება გულის ჩრდილის ზომების მატება ყველა მიმართულებით, ხოლო გულისა და გულმკერდის სიგანის თანაფარდობა გაზრდილი იქნება.

რესტრიქციული კარდიომიოპათიის დროს გულის მარჯვენა ნაწილების გადიდება იპყრობს ყურადღებას. დაავადების დიაგნოსტიკის უმთავრესი მეთოდი ექოკარდიოსკოპიაა. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ის გულის ღრუების ზომების მატებასა და გულის შეკუმშვის უნარის დაქვეითებას ავლენს. ჰიპერტროფიის შემთხვევაში შესაძლებელია ზუსტად დავადგინოთ ძგიდის ჰიპერტროფიისა და ობსტრუქციის ხარისხი, დიასტოლური ფუნქციის დარღვევა.

რესტრიქციული კარდიომიოპათიისას ვლინდება გულის შიგნითა გარსის გასქელება. ზოგიერთ შემთხვევაში ტარდება სპეციალური კვლევები - სცინტიგრაფია (გულის კუნთის გამოკვლევა რადიოიზოტოპური პრეპარატის მეშვეობით), მიოკარდიუმის ბიოფსია, ანგიოკარდიოგრაფია. მათი შედეგები დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება.

წაიკითხეთ სრულად