"ფარული საფრთხე" - კარდიომიოპათია - რა დაავადებაა და როგორ ხდება დიაგნოსტირება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

"ფარული საფრთხე" - კარდიომიოპათია - რა დაავადებაა და როგორ ხდება დიაგნოსტირება

"ფარული საფრთხე" - კარდიომიოპათია - რა დაავადებაა და როგორ ხდება დიაგნოსტირება
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება? გამომწვევი მიზეზის ანუ ეტიოლოგიის მიხედვით კარდიომიოპათია ორგვარია - პირველადი, როცა მიზეზი ამოუცნობია და მეორეული, როდესაც გულის კუნთი ამა თუ იმ დაავადების დროს ზიანდება. კარდიომიოპათია არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება გული, თუმცაღა ავადმყოფს არც არტერიული ჰიპერტენზია ჰქონია, არც გულის შეძენილი ან თანდაყოლილი მანკი, არც გულის იშემიური დაავადება თუ პერიკარდიუმის პათოლოგია. 


განსაზღვრულ ეტაპამდე კარდიომიოპათია შესაძლოა ყოველგვარი ნიშნის გარეშე მიმდინარეობდეს, მერე კი ერთბაშად გამოვლინდეს გულის უკმარისობით ან გულის რიტმის დარღვევით, რომელიც ზოგჯერ უეცარი
სიკვდილის მიზეზადაც კი იქცევა. გულის უკმარისობას, რომელიც კარდიომიოპათიის გამო ვითარდება, შეუპოვარი მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობას ნაკლებად ემორჩილება. 

კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკა

პირველი ეჭვი კარდიომიოპათიის არსებობის შესახებ მაშინ ჩნდება, როდესაც გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ერთბაშად და მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იჩენს თავს.


ექიმის ვარაუდის პირველი დასტური ელექტროკარდიოგრამაზე აღმოჩენილი
ცვლილებებია. მათ შესახებ დეტალური საუბარი არამედიკოსთათვის ნაკლებად საინტერესო იქნება. უბრალოდ, დავძენთ, რომ ელექტროკარდიოგრამა კარდიომიოპათიის დროს თითქმის ყოველთვის ავლენს ნორმიდან გადახრას.


თუ პაციენტს, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია აქვს, რენტგენოგრაფიას ჩავუტარებთ, გამოვლინდება გულის ჩრდილის ზომების მატება ყველა მიმართულებით, ხოლო გულისა და გულმკერდის სიგანის თანაფარდობა გაზრდილი იქნება.

რესტრიქციული კარდიომიოპათიის დროს გულის მარჯვენა ნაწილების გადიდება იპყრობს ყურადღებას. დაავადების დიაგნოსტიკის უმთავრესი მეთოდი ექოკარდიოსკოპიაა. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ის გულის ღრუების ზომების მატებასა და გულის შეკუმშვის უნარის დაქვეითებას ავლენს. ჰიპერტროფიის შემთხვევაში შესაძლებელია ზუსტად დავადგინოთ ძგიდის ჰიპერტროფიისა და ობსტრუქციის ხარისხი, დიასტოლური ფუნქციის დარღვევა.

რესტრიქციული კარდიომიოპათიისას ვლინდება გულის შიგნითა გარსის გასქელება. ზოგიერთ შემთხვევაში ტარდება სპეციალური კვლევები - სცინტიგრაფია (გულის კუნთის გამოკვლევა რადიოიზოტოპური პრეპარატის მეშვეობით), მიოკარდიუმის ბიოფსია, ანგიოკარდიოგრაფია. მათი შედეგები დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება.


წაიკითხეთ სრულად

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
გულის სარქვლოვან პათოლოგიებზე გევსაურება ლევან აროშიძე - კლინიკა ჰელსიკორის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გადაცემაში "თქვენი კლინიკა" გულის ანატომიასა და მის დაავადებებზე კარდიოქირურგი
გული წუთში საშუალოდ 60-100-ჯერ იკუმშება. კუმშვითი აქტივობა უფრო მაღალია
ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩიმ თავის დროზე გვამების გაკვეთის ნებართვა მიიღო და ადამიანის ცალკეულ
საქართველოში, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად