ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენცია მნიშვნელოვანია მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის, რომელიც მოიაზრებს საქართველოში, კონკრეტულად ბოხუას სახელობის კარდიოვასკუალურ ცენტრში და პირველად ამიერკავკასიაში, გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას (ხელოვნური პარკუჭის გზით), რომელიც გულის გადანერგვის ალტერნატივას წარმოადგენს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კონფერენციაზე,ძირითადად, განხილული იქნება კლინიკური მართვის საკითხები,ისეთი
„ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს, საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება. ცენტრი "ვივო მედიქალ ჯგუფის" წევრი კლინიკაა. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, - ნათქვამია ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.