სისხლძარღვთა პათოლოგიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლძარღვთა პათოლოგიები

სისხლძარღვთა პათოლოგიები უმეტესწილად აზიანებენ თავის ტვინსა და გულს და იწვევენ ყველასთვის კარგად ნაცნობ მიოკარდიუმის ინფარქტს, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაზიანებით კი სისხლის მიმოქცევის მოშლას - ინსულტს.

სისხლძარღვოვან დაავადებათა განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

სისხლძარღვოვან დაავადებათა განვითარებას ყველაზე ხშირად იწვევს რამდენიმე რისკფაქტორის ორგანიზმზე ერთობლივი მოქმედება, მათ შორის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ცხოვრების დაძაბული ტემპი;
  • ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა;
  • ხშირი სტრესი;
  • თამბაქოს წევა;
  • ნარკოტიკები;
  • ფარმაკოლოგიურ საშუალებათა გაუმართლებელი გამოყენება;
  • არარაციონალური კვება და გაცხიმოვნება, ჭარბი წონა;
  • ჰიპოდინამია - ფიზიკური აქტივობის უქონლობა;
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერლიპიდემია - სისხლში მავნე ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი.

სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ეპიდემიური ფაქტორები:

დადგენილია სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ეპიდემიური ფაქტორები, რომლებიც მეტ-ნაკლებად საერთოა მსოფლიოსთვის, ესენია:

  • მოსახლეობის დაბერების ტემპის აჩქარება;
  • გაცხიმოვნების ფართოდ გავრცელება;
  • სუფრის მარილის გაზრდილი რაოდენობით გამოყენება;
  • არსებობს კიდევ ერთი - დამატებითი გამომწვევი მიზეზი - ასაკი, ჰიპერტონიული დაავადება უპირატესად 50-55 წლის შემდეგ ვითარდება:

საგულისხმო ციფრები

  • სადღეისო მონაცემთა თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობის წილი ევროპაში 48 %-ია და უმეტესად ეს გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტებით გამოწვეული სავალალო შედეგია.
  • მის პირველ გამომწვევ მიზეზად სახელდება არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლი, პრობლემა საკმაოდ მწვავეა, რამდენადაც ჰიპერტონია და ჰიპოტონია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია.
  • დასავლეთევროპელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ პაციენტთა ნახევარს არ გააჩნია ჰიპერტენზიის დადგენილი დიაგნოზი და არც კი ეჭვობენ, რომ მომატებული არტერიული წნევის მაჩვენებელი აქვთ.
  • არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა მხოლოდ 15 % ახორციელებს დამაკმაყოფილებელ დონეზე არტერიული წნევის კონტროლს;
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა დაზიანებით გამოწვეული სიკვდილიანობა მამაკაცებთან გაცილებით მაღალია, ამასთან, ტვინის იშემიური დაზიანებით გამოწვეული ინსულტები მეტად ხშირია, ვიდრე სისხლჩაქცევით გამოწვეული და კიდევ უფრო მცირეა არატრავმული მიზეზებით გამოწვეული სისხლჩაქცევების შემთხვევები.
  • მსოფლიოში ზოგადი გავრცელების მხრივ ყოველ 100 ათას ადამიანზე ცერებრული ინსულტის 100-დან 300 შემთხვევამდე რეგისტრირდება, წელიწადში ეს დაახლოებით 6 მილიონია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გაცილებით მაღალია;
  • ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომლებშიც მწვავე პერიოდში დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს. ინსულტის განვითარებიდან პირველ 30 დღეში იღუპება პაციენტთა 35%, წლის განმავლობაში - 50%, სტაციონარის პირობებში სიკვდილიანობა არ აღემატება 25%-ს, სახლის პირობებში კი ეს მაჩვენებელი 43%-მდე იზრდება.
  • ყოველწლიურად 70 წლამდე ასაკის ადამიანების არაინფექციური დაავადებებით გამოწვეული 16 მილიონი სასიკვდილო შემთხვევიდან 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის და ამასთან 37%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეადგენს;
  • საბედნიეროდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების თუ პროგრესირების პროფილაქტიკა შესაძლებელია, თუ ადამიანები მათი გამომწვევი ძირითადი რისკფაქტორების არიდებას ისწავლიან, უკუაგდებენ თამბაქოსა და ნარკოტიკებს, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, მოიცილებენ ჭარბ წონას, შეუდგებიან აქტიური ფიზიკური ცხოვრების წესს და რეგულარულად გააკონტროლებენ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც აღნიშნულ დაავადებათა განვითარების წინაპირობებს ქმნიან.