არითმიების კრიოაბლაცია ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არითმიების კრიოაბლაცია ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში

რა სახის არითმიის დროს არის ნაჩვენები მკურნალობის ეს მეთოდი, რა უპირატესობები აქვს კრიოაბლაციას, როგორ ტარდება ის, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი, არითმიების მართვის ცენტრის, „რიტმარტის“ დამფუძნებელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ზვიად მათოშვილი.

პაციენტებმა და კოლეგებმა კარგად იციან, რომ ეს არის მაღალი სამედიცინო კულტურის, საოცრად გულისხმიერი ექიმი, რომელიც ახალგაზრდა ასაკში უკვე დიდი პრაქტიკული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ზვიად მათოშვილი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ პირველი სრულად სერტიფიცირებული ქართველი ექიმია. ის ფლობს EHRA-ს პრესტიჟულ ყველა (ოთხივე) სერტიფიკატს - (EHRA certified electrophysiology specialist level 1 (ECES level 1) and EHRA certified cardiac device specialist level 1 (ECDS level 1) - 2016 წ. (თეორიული გამოცდა) და EHRA certified electrophysiology specialist level 2 (ECES level 2) and EHRA certified cardiac device specialist level 2 (ECDS level 2) - 2017 წ. (პრაქტიკული ნაწილი). მას 2010-2017 წლებში სხვადასხვა ტრეინინგი აქვს გავლილი ევროპის ქვეყნებში არითმოლოგიის მიმართულებით, 2015-2016 წლებში კი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის აბლაციების ერთწლიანი ტრეინინგი შვედეთში, სტოკჰოლმის კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. დიდი ცოდნისა და კვალიფიკაციის გარდა, ამ ახალგაზრდა ექიმს საოცარი თავმდაბლობა და განსაკუთრებული პიროვნული ღირსებებიც ამშვენებს. ის საქართველოს სამედიცინო საზოგადოების საამაყო და გამორჩეული წევრია.

- ბატონო ზვიად, კრიოაბლაციაზე საუბრამდე იქნებ გვითხრათ, საზოგადოდ რა არის არითმია და არითმიების აბლაცია.

- ნორმისას (ნორმალურ შემთხვევაში) ადამიანის გულისცემა რიტმულია და მისი სიხშირე 60-100 შეკუმშვაა 1 წუთის განმავლობაში. გულისცემის რიტმულობის ან სიხშირის დარღვევას არითმია ჰქვია.

არითმიების დიაგნოსტიკა ხშირად ელექტროკარდიოგრამის რეგისტრაციის ან ჰოლტერის მონიტორინგის მეშვეობით ხდება. ზოგჯერ არითმიის გამოვლენა და ზუსტი დიაგნოსტიკა ამ საშუალებებით ან გაძნელებულია, ან საერთოდ შეუძლებელი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ჩატარება. ამ კვლევას შეუძლია არა მხოლოდ დიაგნოზის გარკვევა, არამედ არითმიის მექანიზმის და მისი კერის ზუსტად განსაზღვრა. ელექტროფიზიოლოგიური კვლევის შემდეგ არითმიებისგან საბოლოოდ განკურნებისთვის გამოიყენება კათეტერული აბლაცია.

კათეტერული აბლაცია მინიინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს კეთდება ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან/და ლავიწქვეშა მიდამოში და შესაბამის ვენაში დგება რამდენიმე კათეტერი (პლასტმასის დრეკადი პატარა მილი). აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეაქვთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები თავსდება გულში სათანადო ადგილებში, ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ იწყება კათეტერული აბლაცია.

კათეტერული აბლაციით პრაქტიკულად ყველა სახის არითმიის (სუპრავენტრიკულური, პარკუჭოვანი, მოციმციმე არითმია) მკურნალობაა შესაძლებელი.

კათეტერული აბლაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა ენერგია, ყველაზე გავრცელებულია რადიოსიხშირული აბლაცია (ანუ არითმიის კერის „მოწვა“) და კრიოაბლაცია (ანუ არითმიის კერის „მოყინვა“). გაყინვისთვის გამოიყენება აზოტის ქვეჟანგი (N2O). კრიოაბლაციით შეიძლება შემდეგი არითმიები განკურნება:

  • სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია;

  1. ატრიოვენტრიკულური ნოდალური რეციპროკული ტაქიკარდია (AVNRT);
  2. დამატებითი გამტარი გზა (ფარული დამატებითი გამტარი გზა, ჭPჭ);
  3. წინაგულოვანი ტაქიკარდია;

  • ნ ექსტრასისტოლური არითმია, რომლის კერაც გულის გამტარ სისტემასთან ახლოს მდებარეობს;
  • ნ პაროქსიზმულ-რეკურენტული წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია).

საზოგადოდ, კრიოაბლაცია არითმიებისგან განკურნების ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია.

- რა ხანგრძლივობისაა პროცედურა და რამდენ ხანს ყოვნდება პაციენტი კლინიკაში?

- ჩვეულებრივ, კრიოაბლაცია 1-2,5 საათს გრძელდება. პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის სახეზე, არითმიის კერის ლოკალიზაციასა და ანატომიურ თავისებურებებზე. პროცედურის შემდეგ პაციენტს რამდენიმე საათი აქვს ბარძაყზე (ნაჩხვლეტ ადგილას) ნახვევი.

სტანდარტულად, პაციენტი კლინიკაში 24 საათით რჩება და ამის შემდეგ საკუთარი ფეხით მიდის სახლში.

- როგორც ცნობილია, კრიოაბლაციას ხშირად მოციმციმე არითმიის სამკურნალოდაც იყენებენ, რას გვეტყვით ამაზე?

- მოციმციმე არითმია ანუ წინაგულთა ფიბრილაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არითმიაა. ამ დროს პულსი მუდმივად არიტმულია. მოციმციმე არითმიის დროს გულისცემა უხშირესად აჩქარებულია, თუმცა შესაძლოა, იყოს ნორმალური ან ნელი. მისი ყველაზე ხშირი გართულებაა თავის ტვინის ინსულტი. მსოფლიოში ყოველი მეხუთე იშემიური ინსულტი გამოწვეულია სწორედ მოციმციმე არითმიით.

მოციმციმე არითმია დამოუკიდებლად ზრდის სიკვდილიანობის რისკს. ამ არითმიის დროს ქალების სიკვდილიანობა - 2-ჯერ, ხოლო მამაკაცების 1,5-ჯერ იზრდება. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტური თერაპიით სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება ვერ ხერხდება. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, რომლითაც შეიძლება სიკვდილიანობის შემცირება და პროგნოზის გაუმჯობესება, კათეტერული აბლაციაა.

სადღეისოდ მსოფლიოში საკმაოდ წარმატებით გამოიყენება კრიოაბლაცია მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ. ჩვენს კლინიკაშიც უკვე გაკეთდა რამდენიმე ათეული კრიოაბლაცია და პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა შედეგით კმაყოფილია. უნდა გვახსოვდეს, რომ კათეტერული აბლაცია არ უტარდება მოციმციმე არითმიის მქონე ყველა პაციენტს. ასეთ პაციენტს ექიმი არჩევს პაციენტის მონაცემებისა და არსებული დარღვევების გათვალისწინებით.

- რითია უნიკალური არითმიების კრიოაბლაცია და რა გამოარჩევს მას სხვა სახის აბლაციებისგან?

- არითმიების კრიოაბლაცია მარტივად სამი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ - უსაფრთხო, ეფექტური, სწრაფი.

ადვილად გასაგები რომ გახდეს კრიოაბლაციის უნიკალურობა, მკითხველის ყურადღებას შევაჩერებ გულის ელექტრულ სისტემაზე. ყველა ჯანმრთელი ადამიანის გულში არის ელექტრული გამტარი სისტემა, „კაბელი“, რომელიც წინაგულს ელექტრულად აკავშირებს პარკუჭებთან. ამ „კაბელის“ დაზიანების შემთხვევაში წინაგულიდან იმპულსები ვეღარ მიაღწევენ პარკუჭამდე და გულისცემის სიხშირე (პულსი) მკვეთრად დაიკლებს. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.

ახლა წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა არითმიის კერა (რომელიც უნდა მოვაშოროთ აბლაციით) უშუალოდ გულის გამტარ სისტემასთან („კაბელთან“) ახლოს მდებარეობს. სტანდარტული აბლაციით ასეთი არითმიის კერის მოშორებისას ყოველთვის არის რისკი იმისა, რომ ეს ძალზე საჭირო „კაბელიც“ დაგვიზიანდეს და მივიღოთ სიცოცხლისთვის საშიში გართულება. ასეთ შემთხვევებში კრიოაბლაცია შეუცვლელია. კრიოაბლაციით ჯერ ტარდება ამ უბნის ნაწილობრივი „მოყინვა“ და შემოწმება, ზიანდება თუ არა გამტარი გზა. თუ არ ზიანდება, მოხდება საბოლოო გაყინვა და არითმიის კერა მოშორდება, ხოლო თუ ზიანდება, ხდება ამ უბნის „გალღობა“, რაც გამტარი გზის დაზიანებას აგვარიდებს. ასეთი რამ სტანდარტული აბლაციით შეუძლებელია.

- მართლაც უნიკალური მეთოდია და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მეთოდით უკვე საქართველოშიც შეუძლიათ პაციენტებს მკურნალობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მთელ ამიერკავკასიაში ჯერჯერობით მარტო ჩვენთან ტარდება კრიოაბლაცია...

- დიახ, არითმიების კრიოაბლაცია სიახლეა ჩვენი რეგიონისთვის. ამიერკავკასიაში პირველად ის „რიტმარტში“ ჩატარდა. ამ დრომდე ამიერკავკასიაში სხვაგან არსად ტარდება არითმიების კრიოაბლაციები. შესაბამისად, ჩვენ გვყავს პაციენტები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ თბილისის მასშტაბით ხუთ სხვადასხვა კლინიკას აწვდის არითმოლოგიურ სერვისებს. ის პირველი სრულყოფილად აღჭურვილი არითმიების ცენტრია ამიერკავკასიაში, სადაც შესაძლებელია როგორც კრიოაბლაციების, ისე რთული არითმიების აბლაციების (3D ნავიგაციის სისტემით) ჩატარება. „რიტმარტში“ ხორციელდება ყველა სირთულის (პეისემეიკერების, კარდიოვერტერდეფიბრილატორების, რესინქრონიზატორების) იმპლანტაციები.

- თუ გყოლიათ პაციენტი, რომლის განკურნებაც კრიოაბლაციის გარეშე შეუძლებელი იყო?

- ჩვენ გვყავდა 2 ასეთი პაციენტი, ორი ახალგაზრდა ვაჟი, 14 და 27 წლის. ორივეს სწორედ ზემოაღნიშნული მდგომარეობა ჰქონდა, ანუ დამატებითი გამტარი გზა (არითმიის კერა) ახლოს მდებარეობდა კარგ გამტარ გზასთან. ორივესთან 2 სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ კლინიკაში სცადეს სტანდარტული აბლაცია, მაგრამ წარუმატებლად. ჩვენს ცენტრში ორივეს ჩაუტარდა კრიოაბლაცია და ორივე სრულად განიკურნა. აღსანიშნავია, რომ კრიოაბლაციამდე ორივე პაციენტს ჰქონდა ხილული დამატებითი გამტარი გზა (პრეეგზიტაცია, ჭPჭ სინდრომი) და უეცარი კარდიული სიკვდილის გარკვეული რისკი. დღეს ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან.

- რა ღირს არითმიების კრიოაბლაცია და ფინანსდება თუ არა ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით?

- არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ აღჭურვილია ამერიკული წარმოების უახლესი კრიოაბლატორით, აბლაციისთვის ჩვენ ვიყენებთ უკანასკნელი თაობის კრიოკათეტერებს. აღნიშნული ტექნოლოგია ზრდის ეფექტურობას და უსაფრთხოებას, თუმცა გარკვეულწილად ძვირადღირებული პროდუქტია. შესაბამისად, არითმიების კრიოაბლაციის ფასი 15 000 ლარია. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს კრიოაბლაციას შემდეგ ჯგუფებთან: ასაკით პენსიონერებს უფინანსდებათ 90% (ანუ პაციენტის გადასახდელი არის მხოლოდ 10%), სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს და ვეტერანებს უფინანსდებათ 100%. სხვა კატეგორიის პაციენტებთან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ამ ეტაპზე კრიოაბლაცია არ ფინანსდება.