/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

ზაფხულის მზე და სიცხე ზოგიერთი დაავადების დროს ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის

ავადმყოფობა ყოველთვის არასასურველია, მაგრამ ზაფხულში, როცა ყველა დასვენებასა და სეირნობაზე ფიქრობს, განსაკუთრებით ხშირად გაიგონებთ: “ახლა ავადმოყოფობის დროა?” ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მზე ადამიანისათვის, ისევე როგორც ყველა ცოცხალი არსებისათვის, ენერგიის აუცილებელი წყაროა.

მართლაც, რატომ უნდა გახდეს ადამიანი ავად მაშინ, როცა მზე თავისი სხივებით უშურველად გვამარაგებს? მიუხედავად ამისა, ექიმებმა კარგად იციან, რომ ზაფხულის მზე და სიცხე ზოგიერთი დაავადების დროს განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის.

მოკლედ შეგახსენებთ ზაფხულის პერიოდში ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავების თავიდან არიდების მარტივ წესებს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მზე და გარემოს მაღალი ტემპერატურა გულს აიძულებს უფრო ხშირად შეიკუმშოს, ხოლო სისხლს - უფრო სწრაფად იმოძრაოს. ხშირი შეკუმშვისას კი, ბუნებრივია, იზრდება გულის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ჯანმრთელი გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული სისხლძარღვები ასეთ გაზრდილ მოთხოვნასაც ადვილად აკმაყოფილებენ და გულს უფრო მეტი რაოდენობით აწვდიან სისხლს. თუ პაციენტს კორონარული არტერიების დაავადება (გულის იშემიური დაავადება) აქვს, ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, გულს საკმარისი სისხლი ვერ მიეწოდება, რასაც სათანადო კლინიკური სიმპტომების აღმოცენება მოჰყვება – პაციენტს ეწყება ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან ქოშინი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროსაა გამოხატული. ასე ვლინდება კორონარული არტერიების დაავადების ერთ-ერთი ფორმა – სტენოკარდია. გულისათვის ჟანგბადის მიწოდება თუ ხანგრძლივად და მკვეთრად დაქვეითდა, შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტიც აღმოცენდეს.

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხშირად პერიფერიული სისხლძარღვები (კაპილარები, ვენები) ფართოვდება, რის გამოც არტერიული წნევა ქვეითდება. ასეთ შემთხვევებში არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტები ზოგჯერ იღებენ მცდარ გადაწყვეტილებას – თვლიან, რომ წნევა ნორმას დაუბრუნდა და დოზის შემცირების ნაცვლად სავსებით წყვეტენ პრეპარატების მიღებას. თანამედროვე ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) პრეპარატების დიდი ნაწილი 24 საათისა და მეტი დროის განმავლობაში აგრძელებს მოქმედებას, ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ კი წნევა მატულობს, ზოგჯერ საკმაოდ მაღალ ციფრებსაც აღწევს. თუ წნევა არ კონტროლდება (წნევის გაზომვა), მისი მომატება შეიძლება კარგა ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს და შემდეგ უეცრად კრიზის ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

მიუხედავად გარემოს მაღალი ტემპერატურისა, ხშირად გვავიწყდება, რომ წყლის მიღება, განსაკუთრებით კი ზაფხულში, ძალზე მნიშვნელოვანია. სიცხეში სასუნთქი სისტემით, საშარდე სისტემითა და კანით სითხე ინტენსიურად იკარგება. თუ ადამიანი სათანადო რაოდენობით წყალს არ იღებს, შესაძლოა მოცირკულირე სითხის რაოდენობა შემცირდეს, ამავე დროს ის შეიძლება გახდეს უფრო ბლანტი (ჰემოკონცენტრაცია), რაც თრომბის ფორმირებას განაპირობებს. თრომბის ფორმირების საშიშროება განსაკუთრებით იზრდება, როცა მგზავრობისას (ძირითადად საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობის თავიდან აცილების მიზნით) სითხის მიღებას ვერიდებით. გარდა ჰემოკონცენტრაციისა, თრომბის ფორმირების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებული კიდურების უმოძრაობა და შესაბამისად, სისხლისა და ლიმფის მოძრაობის მკვეთრი შეფერხება.

როგორ ავირიდოთ უსიამოვნებები

როგორც ხვდებით, ზაფხული მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს. დასვენების პერიოდი ჯანმრთელობის გაუარესებით რომ არ დაგვამახსოვრდეს, დროულად უნდა დავიჭიროთ თადარიგი. ამისთვის საჭიროა:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას (არტერიული ჰიპერტენზია; კორონარული არტერიების დაავადება) განვაგრძოთ დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება;
  • აუცილებლად გვქონდეს ის წამლები, რომელთაც გადაუდებელი სიტუაციებისას ვიღებთ (ნიტროგლიცერინი, წნევის დამწევები);
  • თუ ვგრძნობთ, რომ მდგომარეობა არასტაბილურია, წნევის კონტროლი გაუარესდა, მოიმატა გულში ტკივილის ან არითმიის ეპიზოდებმა, ნუ დაველოდებით სექტემბრის მოსვლას და დროულად მივმართოთ ექიმს;
  • თუ ზაფხულის ცხელ დღეებში წნევა ქვეითდება, პრეპარატის დოზა შევამციროთ, მაგრამ მის მიღებას სრულად ნუ შევწყვეტთ;
  • ძალიან ცხელ დღეებში მოვერიდოთ შინიდან გასვლას, განსაკუთრებით 11 საათიდან 19 საათამდე;
  • მზიან დღეებში ვატაროთ ქუდი ან ქოლგა;
  • მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი;
  • მგზავრობისას ვეცადოთ წამოვდგეთ, ვამოძრაოთ ქვედა კიდურები.

სამიზნე – თირკმელი

თირკმელი არის ორგანო, რომელსაც ზაფხულის სიცხე განსაკუთრებულ დატვირთვას უქმნის. ეს სავსებით ბუნებრივია – თირკმელს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებისა და წყალმარილოვანი ცვლის რეგულირების თვალსაზრისით, ზაფხული კი მას ტვირთავს როგორც სითხის დეფიციტის, ასევე გარემოს ტემპერატურის მატებისას სითხის დიდი რაოდენობით მიღების გამო.

რასაკვირველია, ჯანმრთელი თირკმელი ბუნების მიერ ყოველწლიურად ჩატარებულ გამოცდას თავისუფლად აბარებს, თუმცა თირკმლების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული ღონისძიებები ამ მნიშვნელოვანი ორგანოს შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ქვემოთ მოგვყავს ის ელემენტარული რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება თირკმლების დაავადებების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკაში.

  • ეცადეთ ხშირად გახვიდეთ გარეთ. არ იქნება ურიგო ყოველდღიურად მზის სხივების ხანმოკლე (5 წუთამდე) ზემოქმედებაც სახისა და ხელების არეზე, რადგანაც მზის სხივები ააქტივებენ D ვიტამინს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა შეათანხმოთ თქვენს ექიმთან;
  • დაიცავით სითხის ბალანსი. აუცილებლად შეათანხმეთ თქვენს ექიმთან სითხის მიღება, რათა თავიდან აიცილოთ როგორც სითხის დეფიციტი, ასევე წყლით გადატვირთვაც. სიცხის მიუხედავად, არ მიიღოთ ძალიან ცივი სასმელები. ეს შეიძლება მუცელში არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზი გახდეს. სითხის მოთხოვნილება დაიკმაყოფილეთ წყლით და არა სხვა სასმელებით. გაითვალისწინეთ, რომ კოფეინიანი სასმელები და წვენები ზოგჯერ წყურვილს აძლიერებენ;
  • ზაფხული საუკეთესო პერიოდია, რათა მიიღოთ ფოსფორითა და კალიუმით ღარიბი ხილი და ბოსტნეული (ფოსფორისა და კალიუმის ჭარბად მიღება თირკმლის ქრონიკული დაავადებისას არ არის სასურველი) – მაყვალი, მოცვი, ალუბალი, ყურძენი, ატამი, ქლიავი, მოცხარი, მარწყვი, საზამთრო (მხოლოდ 1 ჭიქა), სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, სალათი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, თალგამი.

ზაფხული, მზე, ზღვა და... თირკმლის კენჭები

უკანასკნელი წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ზაფხულის პერიოდში თირკმლის კენჭების სიხშირე მკვეთრად, 30%-ითაც კი მატულობს. აღნიშნულის მიზეზი მრავალფეროვანია – რაფინირებული შაქრები, სხვადასხვა სასმლითა და სასუსნავით მიღებული, მარილი, ჭარბი ცხოველური ცილა... თუმცა ყველაზე მთავარი დამნაშავე მაინც გაუწყლოვნება ანუ დეჰიდრატაციაა. ცხელი ზაფხულის პერიოდში წყლის კარგვისას შარდი ძალიან კონცენტრირდება, რაც შეიძლება კენჭების ფორმირების მიზეზი გახდეს.

კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკის მარტივი მეთოდია წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, რაც ჯანმრთელი ადამიანისათვის დაახლოებით 2 ლიტრია. ამერიკელი ნეფროლოგების აზრით, ჯობს, ჯანმრთელმა ადამიანმა წყალი ჭარბად მიიღოს, ვიდრე ნაკლებად. ისინი თვლიან, რომ თუ ჯანმრთელი ადამიანი 2 საათში ერთხელ არ შარდავს, ესე იგი არ იღებს სათანადო რაოდენობით სითხეს.

როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანია წყლის (და არა სხვა სითხეების) მიღება. შავი ჩაი, მათ შორის - ბოლო დროს პოპულარული მისგან დამზადებული ცივი ჩაი, შეიძლება ოქსალატების ფორმირების მიზეზი გახდეს.

როგორ ავიცილოთ ფ ილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გართულებები ზაფხულში

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას (ფქოდ) ზაფხული ზოგჯერ გართულებების პერიოდიცაა. ერთი შეხედვით უცნაურია – ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პერიოდი გავლილია, ტემპერატურა დაბალი ნამდვილად არ არის, რამ უნდა გაამწვავოს დაავადება? მიზეზი მარტივია - განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა და ზოგ ადგილებში მომატებული ტენიანობა ფქოდ-ის გამწვავების, ქოშინის, ბრონქოსპაზმის მიზეზი ხდება.

ქოშინი

ფქოდ-ის დროს გართულების ერთ-ერთი სიმპტომი ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელებაა. გარემოს ტემპერატურის მატებისას მისი ინტენსივობა ხშირად მატულობს. მიზეზი ისაა, რომ მაღალი ტემპერატურა სტრესია ორგანიზმისათვის, სტრესზე ერთ-ერთი პასუხი კი გახშირებული სუნთქვაა. გარდა ამისა, გახშირებული სუნთქვა ორგანიზმის გაგრილების ერთ-ერთი საშუალებაა.

ბრონქოსპაზმი სიცხისა და ნესტის გამო

თუ ძალიან მაღალი ტემპერატურისას ღრმად ჩასუნთქვას შევეცდებით, მივხვდებით, რომ ეს სულაც არ არის იოლი. ფქოდ-ით დაავადებულებისთვის კი, რომელთა ბრონქების ლორწოვანიც მუდმივად ანთებითი და გაღიზიანებულია, ასეთი ჩასუნთქვა შეიძლება ბრონქოსპაზმის მიზეზი გახდეს.

გართულებების წინააღმდეგ

ამინდის კონტროლის საშუალება ადამიანს არ აქვს, თუმცა ყოფითი გარემოსა და ძლიერი სიცხისა და ნესტის კონტროლი ნამდვილად ჩვენს ხელთაა. გარკვეული ღონისძიებებით კი შეგვიძლია ფქოდ-ის დროს გავიადვილოთ სუნთქვა. თავი უკეთ რომ ვიგრძნოთ, ექიმები გვირჩევენ:

  • მივიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი – წყლის მიღება აუცილებელია, მოთხოვნილების უქონლობის მიუხედავად. დადგენილია, რომ ძლიერი სიცხისას მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყოველ საათში 0,3 ლ სითხეს კარგავს, ფიზიკური აქტივობისას კი ეს დანაკარგი 6 ლიტრამდე იზრდება. თუ სითხეს არ მივიღებთ, სწრაფად აღმოცენდება დეჰიდრატაცია;
  • მოვერიდოთ შინიდან გასვლას დილის 11-იდან საღამოს 19 საათამდე;
  • არ წამოვიწყოთ საქმიანობა, რომელსაც დიდი ენერგიის ხარჯვა სჭირდება, გადავდოთ ის გრილი პერიოდისათვის;
  • რეგულარულად მივიღოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.

როგორც ვხედავთ, სულაც არ არის რთული ზაფხულის პერიოდში ქრონიკულ დაავადებათა გამწვავების ასარიდებლად ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. რეგულარული მკურნალობის, სითხის სათანადო მიღების, დასვენებისა და ფიზიკური აქტიურობის ნორმალური რეჟიმის წყალობით შესაძლებელია, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებიც დატკბნენ წლის ამ არაჩვეულებრივი პერიოდით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზაფხულის მზე და სიცხე ზოგიერთი დაავადების დროს ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები