რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
გულის მსოფლიო დღე - როგორ შევამციროთ დაავადების რისკი
გულის მსოფლიო დღე - როგორ შევამციროთ დაავადების რისკი
29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნება. გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ეს დღე 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 29 სექტემბერს, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის ორგანიზატორების მიზანია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ეპიდემიით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, გულის მსოფლიო ფედერაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, სამეცნიერო ფორუმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, ორგანიზებულ სეირნობებსა და სპორტულ შეჯიბრს.

დღეისათვის გულსისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ინვალიდობისა და
სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: ატერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის მომატება, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტენულის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ფიზიკური ინერტულობა.

ინფარქტითა და ინსულტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის 80% თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების
წესით, თამბაქოს აკრძალვითა და ფიზიკური აქტივობით. ფიზიკური ვარჯიში, ფეხით სიარული ყოველდღიური მოთხოვნილება უნდა გახდეს ყველასთვის, თუ გვსურს შევინარჩუნოთ შრომის უნარი, გვქონდეს სრულფასოვანი და ხალისიანი ცხოვრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარება, რაც რეგულარულ სამედიცინო დაკვირვებასა და სტრესთან ბრძოლას გულისხმობს.

საქართველოში გულის მსოფლიო დღე წლებია აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ეწყობა სპეციალური ღონისძიებები. წლევანდელი ღონისძიებები გაიმართება ბათუმში და მისი ორგანიზატორები არიან "გულის საერთაშორისო ფედერაცია", "საქართველოს გულის ფონდი", აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, კარდიოლოგიური კლინიკა “ადაპტი”.

როგორც "მკურნალი.გე"-ს "საქართველოს გულის ფონდის" პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ მამაცაშვილმა განუცხადა, ღონისძიებები მიეძღვნება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ხოლო დევიზია “გული ჯანმრთელობისთვის”.

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ნუსხა მრავალფეროვანია და მოიცავს სამეცნიერო კონსულტაციას, ლექციებს, გამოფენას, პაციენტების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, სკრინინგს, სპორტულ ასპარეზობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებზე, ვინაიდან ბოლო ხანებში ყურადღებას იპყრობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია, განსაკუთრებით ქალებში. ამის მიზეზად სახელდება თამბაქოს მზარდი მოხმარება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია ადრეული ასაკიდან უნდა ხორციელდებოდეს, ვინაიდან არასწორი კვება, პასიური ფიზიკური ცხოვრება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებების რისკებს.

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიება ბათუმში 7 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულები მიიღებენ საჩუქრებს და გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაწილი გაიხსნება ველომრბოლელთა ასპარეზობით. დღის მეორე ნახევარში სასტუმრო ”Wyndham"-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართველი და უცხოელი ექიმების მონაწილეობით.

ლალი ჩხიკვაძე
თამარ მამაცაშვილი
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება,
K ვიტამინი, რომელიც უხვადაა ისპანახში, ბროკოლსა და სალათის ფურცლებში, სასარგებლო აღმოჩნდა
ამერიკელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ნაწლავის ანთებითი
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გულისა და სისხლძარღვების დაბერების
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ექიმები პაციენტებს აძლევენ, არტერიული წნევის მუდმივად გაკონტროლებაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, 10 მაისს, ჰიპერტენზიის თვის ფარგლებში, კონფერენცია - “არტერიული
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის