/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

მაღალი წნევის გამომწვევი დაავადებები

მაღალი წნევის გამომწვევი დაავადებები
მაღალი არტერიული წნევის ანუ არტერიული ჰიპერტენზიის დროს ყველა პაციენტს ებადება სავსებით ბუნებრივი კითხვა - რა არის მომატებული წნევის მიზეზი, ხომ არ უკავშირდება ის რაიმე დაავადებას?

ამა თუ იმ დაავადებით გამოწვეულ არტერიული წნევის მატებას მეორეულ ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ეს სახელწოდება აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებში წნევის მომატება მეორეული, გარკვეული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.

მეორეული ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის, არტერიების, გულის ან ენდოკრინული სისტემის დაავადებები. მეორეული ჰიპერტენზია შეიძლება ორსულობის პერიოდშიც აღმოცენდეს.

ჩვეულებრივ, მეორეული ჰოპერტენზია მიმდინარეობით განსხვავდება ჩვეულებრივი (ესენციური) მაღალი წნევის ანუ არტერიული ჰიპერტენზიისაგან. ესენციურ ჰიპერტენზიას არ აქვს ზუსტი მიზეზი და ის შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგი იყოს. ეს ფაქტორებია გენეტიკური (მემკვიდრული) დატვირთვა, სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება, უმოძრაობა, სიმსუქნე.

სიმპტომური ჰიპერტენზიის სათანადო მკურნალობა გამომწვევი დაავადების შესაბამის მკურნალობას გულისხმობს, რაც არტერიული წნევის დაქვეითებისა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების საწინდარია.

როგორ ვლინდება მეორეული ჰიპერტენზია

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

ჩვეულებრივი არტერიული წნევის მატების მსგავსად, წნევის მეორეული, სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებული მატებაც შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა წნევის მაჩვენებელი საგანგაშოა.

მაღალი არტერიული წნევისას მისი გამომწვევი დაავადება უნდა ვიეჭვოთ, თუკი:

  • მაღალი არტერული წნევის დაქვეითება ვერ ხერხდება წნევის დამწევი სამი მედიკამენტის სრული დოზით გამოყენებისას - რეზისტენტული ჰიპერტენზია (უნდა გამოირიცხოს წნევის მომატების გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება);
  • არტერიული წნევა ძალიან მაღალია - სისტოლური წნევა 180-ზე, დიასტოლური კი 120 მილიმეტრზე მეტი;
  • ადრე გამოყენებული ეფექტური მედიკამენტები წნევას ვეღარ არეგულირებს;
  • არტერიული წნევა უეცრად მატულობს 30 წლამდე ან 55 წლის შემდეგ;
  • პაციენტის გენეტიკურ ნათესავებს არ აქვთ არტერიული წნევა;
  • პაციენტს არ აწუხებს სიმსუქნე.

მაღალი წნევის მიზეზები

წნევის მეორეული მომატება შეიძლება სხვადასხვა მიზეზს უკავშირდებოდეს, მათ შორის მნიშვნელოვანია:

  • შაქრიანი დიაბეტის გართულება - დიაბეტური ნეფროპათია. დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს თირკმლის ფილტრაციული ფუნქცია, რაც მაღალი არტერიული წნევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
  • თირკმლის პოლიკისტოზი - თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც თირკმელში არის მრავალი კისტა. კისტების ზომები მატულობს, ამის გამო ქვეითდება თირკმლის ფუნქცია, რაც წნევის მომატებას იწვევს. ამ მდგომარეობასთან არაფერი აქვს საერთო თირკმელში ექოსკოპიის დროს ერთეული (1 ან 2) კისტის შემთხვევით აღმოჩენას. ჩვეულებრივ, ასეთი კისტები თითქმის არ იზრდება, არც თირკმლის ფუნქციას აქვეითებს.
  • თირკმლის გორგლების დაავადებები. თირკმლები სისხლს ფილტრავენ და ორგანიზმს მავნე ნივთიერებებს აცილებენ უმცირესი წარმონაქმნების - გორგლების მეშვეობით. ზოგჯერ იმუნური სისტემის მონაწილეობით ვითარდება გორგლების ანთება - გლომერულონეფრიტი. ეს მდგომარეობაც არღვევს თირკმლის ფუნქციას და იწვევს წნევის მომატებას.
  • რენოვასკულური (თირკმლის სისხლძარღვებთან დაკავშირებული) ჰიპერტენზია - მისი მიზეზია თირკმლის არტერიების შევიწროება. თავის მხრივ, შევიწროება შეიძლება განაპირობოს ათეროსკლეროზულმა ცვლილებამ (გულის გვირგვინოვანი არტერიების მსგავსად) ან არტერიის კუნთოვანი და ფიბროზული ქსოვილის გასქელებამ (ფიბრომუსკულური დისპლაზია). სამწუხაროდ, რენოვასკულური ჰიპერტენზია თირკმლის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
  • კუშინგის სინდრომი - ამ დროს წნევის მომატება უკავშირდება გარკვეული ჰორმონული პრეპარატების - კორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი და მისი მსგავსი საშუალებები) გამოყენებას ან თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის სიმსივნეს, რაც მსგავსი ჰორმონების ჭარბ პროდუქციას იწვევს.
  • ჰიპერალდოსტერონიზმი - ამ შემთხვევაში თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბ პროდუქციას იწვევს. შედეგად თირკმელი აკავებს წყალსა და ნატრიუმს და ორგანიზმი კარგავს კალიუმს, იმატებს წნევა.
  • ფეოქრომოციტომა - ფეოქრომოციტომა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეა, რომელიც ჭარბად წარმოქმნის ადრენალინსა და ნორადრენალინს. ეს შეიძლება არტერიული წნევის მყარი ან ეპიზოდური მკვეთრი, კრიზული მომატების მიზეზი გახდეს.
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - წნევის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე (ჰიპერთირეოზი), ისე მათი დეფიციტი (ჰიპოთირეოზი).
  • ჰიპერპარათირეოზი - ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის მომატება. ჩვეულებრივ, ეს ჯირკვალი კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს. ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის სიჭარბისას სისხლში კალციუმის მატება შეიძლება მაღალი წნევის მიზეზი გახდეს.
  • აორტის კოარქტაცია - თანდაყოლილი ანომალია, რომლის დროსაც ორგანიზმის მთავარი სისხლძარღვი, აორტა, შევიწროებულია (კოარქტაცია). გულს ამ წინააღმდეგობის გადასალახავად უფრო ძლიერ უწევს შეკუმშვა, წნევაც მატულობს.
  • ძილის აპნოე - ძილის დროს სუნთქვის შეჩერება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ხმამაღალი ხვრინვა. ჰიპოქსიის ანუ ჟანგბადის ნაკლებობის გამო ძილის აპნოე წნევის მომატებას იწვევს. გარდა ამისა, ამ მდგომარეობისას ნერვული სისტემის მიერ გამომუშავდება წნევის მატების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები.
  • სიმსუქნე - წონის მატება მოცირკულირე სისხლის რაოდენობის ზრდას იწვევს, რაც წნევის მომატების მიზეზია. ჭარბ წონას თან ახლავს გულის სიხშირის მატება, სისხლძარღვთა განვლადობის შემცირება. დამატებითი ცხიმი წნევის მატების გამომწვევი ნივთიერებების გამომუშავებას ეხმარება.
  • ორსულობა - ორსულობისას მოსალოდნელია როგორც არსებული ჰიპერტენზიის სურათის გაუარესება, ასევე ჰიპერტენზიის პირველად აღმოცენება.
  • მედიკამენტები და დანამატები - არტერიული წნევის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს ტკივილგამაყუჩებლები, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ტრანსპლანტაციის შემდგომ დანიშნული წამლები. წნევის მომატებას იწვევს სურდოს საწინააღმდეგო საშუალებები, კოკაინი, მეტამფეტამინი.

რა გართულებებს იწვევს მეორეული ჰიპერტენზია

მეორეული არტერიული ჰიპერტენზიისას, სათანადო მკურნალობის გარეშე, საკმაოდ სწრაფად ვითარდება ჩვეულებრივი არტერიული ჰიპერტენზიისათვის დამახასიათებელი გართულებები. გარდა ამისა, მაღალი წნევა აუარესებს მისი გამომწვევი დაავადების მიმდინარეობასაც.

სიმპტომური ჰიპერტენზიის მკურნალობა

სიმპტომურ ჰიპერტენზიაზე ეჭვისას ტარდება სათანადო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები - სისხლში ელექტროლიტების, კრეატინინის, გლუკოზის განსაზღვრა, შარდის ანალიზი, ზოგჯერ თირკმლების ექოსკოპია. ცვლილებების არსებობისა და სათანადო კლინიკური სურათისას შესაძლოა დაიგეგმოს სპეციალური გამოკვლევები ენდოკრინოლოგიური დაავადებების გამოსარიცხად ან თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია.

გაითვალისწინეთ!

სიმპტომურ ჰიპერტენზიაზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა წნევის დაქვეითება ვერ ხერხდება 3 პრეპარატის სათანადო დოზით გამოყენებისას. შესაბამისად, მიზანმიმართული კვლევა წნევის მომატების მიზეზების გამოსავლენად მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია გამართლებული.

სიმპტომური ჰიპერტენზიის სიხშირე მხოლოდ 5-10%-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი წნევით დაავადებული ყოველი 100 პაციენტიდან 90-95-ის შემთხვევაში წნევა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე მატულობს. მსგავს შემთხვევებში სადიაგნოზო კვლევები ფუჭი და უშედეგოა. მიუხედევად ამისა, აუცილებელია მკურნალობა, რაც წნევას ნორმალურ ციფრებამდე დაქვეითდებაში დაეხმარება.

კომენტარები (3)
როცა წნების წამალი არ გშველის
როცა წნების წამალი არ გშევლის ეს მარალქოლესტერონზე მიუთითებს და ვაშლის ზმარი სვიტ 2 კოვზი წყალში გახნსილი დილა საღამოს!
თარიღი : 20-10-2023
nino
veraferi pasuxia ვაკრუგ და ოკოლო
თარიღი : 22-05-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მაღალი წნევის გამომწვევი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები