- ქალბატონო მარი, რა უნდა გავითვალისწინოთ ჰიპერტენზიის მართვის პროცესში?
- ჰიპერტენზიის
- რომელი ჯგუფის პრეპარატებით იმართება ჰიპერტონიული დაავადებები?
- ჰიპერტონიული დაავადები იმართება 5 ძირითადი ჯგუფის პრეპარატებით, ამ ჩამონათვალშია:
- შარდმდენი საშუალებები;
- აგფ ინჰიბიტორები;
- ჰიპოტენზიური საშუალებები ცენტრალური მოქმედებით;
- კალციუმის არხების ბლოკატორები;
- ანგიოტენზინ II ფერმენტების ბლოკატორები.
- როდის ინიშნება მონოთერაპია?
- მონოთერაპია ძირითადად ინიშნება მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
- როდის დგება კომბინირებული თერაპიის საკითხი?
- კომბინირებული თერაპიის დანიშვნის საკითხი მაშინ დგება, როცა ორკვირიანი მონოთერაპიის მკურნალობის დონეზე არტერიული წნევის ციფრები არ აღწევს სამიზნე ციფრებს.
- რა გვერდითი ეფექტები შეიძლება აღენიშნოს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს და როგორ უნდა შემუშავდეს ოპტიმალური სქემა?
- ჩვენ ვიცით, რომ თითქმის ყველა ჯგუფის მედიკამენტს ახასიათებს გვერდითი ეფექტები, მაგალითად:
- მშრალი ხველა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- გულისრევა;
- დიარეა;
- ალერგიული გამონაყარი.
მათ შორის, ანტიჰიპერტენზიულსაც, ამიტომ ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ოპტიმალური მკურნალობა.
- მედიკამენტური თერაპიის გარდა, ცხოვრებისა და კვების რეჟიმზე რა რჩევები შეიძლება მიეცეს პაციენტს?
- არტერიული ჰიპერტენზიის ძირითადი მკურნალობა, რა თქმა უნდა, მედიკამენტური უნდა იყოს, მაგრამ პაციენტის რეჟიმი და მისი კვების რეჟიმი უმნიშვნელოვანესია.
ცხოვრების ჯანსაღი წესი, მაგალითად, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, დღეში 4-5 კმ სიარული აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ნივთიერებათა ცვლას, რაც გვეხმარება არტერიული წნევის ციფრების დარეგულირებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ წონის მატებასთან ერთად იმატებს არტერიული წნევის მაჩვენებლები. საჭიროა:
- სიგარეტზე, ალკოჰოლზე უარის თქმა;
- მარილიანი საკვების შეზღუდვა;
- კვების რაციონში მცენარეული, კალციუმით, მაგნიუმითა და კალიუმით მდიდარი საკვების გაზრდა, ცხოველური ცხიმების შეზღუდვა.
- როგორ შეიძლება ჰიპოტონიის კონტროლი და რომელი მედიკამენტებია განკუთვნილი მის სამკურნალოდ?
- არტერიული ჰიპოტონიის სიმპტომებიდან უნდა აღინიშნოს:
- თავბრუსხვევა;
- ადვილად დაღლა;
- ძილიანობა;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- ტკივილი თავის არეში და ა.შ.
უმთავრესია ძილის დარეგულირება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა: ცურვა, ფეხით სიარული, ფიტნესი. რაციონალური კვება 4-5-ჯერ დღეში, ვიტამინოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობაც ასევე აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ამაღლებს სისხლძარღვთა ტონუსს.