დაბალი წნევის მიზეზები და მისი დარეგულირების გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბალი წნევის მიზეზები და მისი დარეგულირების გზები

არტერიული ჰიპოტონია ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ახალგაზრდა ქალებსა და მოზარდებს. ხანდაზმულ ასაკში, ათეროსკლეროზით დაზიანებული სისხლძარღვების ფონზე, გვხვდება ათეროსკლეროზული არტერიული ჰიპოტენზია, რაც განპირობებულია სისხლძარღვების ტონუსის დაკარგვით.

ამ მდგომარეობის მულტიფაქტორულობის გამო არტერიული ჰიპოტონია კარდიოლოგების, ნევროლოგების, ენდოკრინოლოგებისა და სხვა კლინიკური დისციპლინების შესწავლის საგანია.

- როგორი შეიძლება იყოს არტერიული ჰიპოტონია?

- არტერიული ჰიპოტონია შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელ პირებში, იყოს სხვადასხვა დაავადების თანმხლები ან დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ფორმა.

ფიზიოლოგიური ჰიპოტონია შეიძლება იყოს ინდივიდუალური ნორმა (მემკვიდრეობით-კონსტიტუციური ხასიათის), ადაპტირებულ-კომპენსატორული (მაღალმთიან, ტროპიკულ ან სუბტროპიკულ ზონაში მცხოვრებლებთან) და გადაჭარბებული ვარჯიშით განვითარებული (სპორტსმენებთან).

პათოლოგიური, პირველადი არტერიული ჰიპოტონია, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, მოიცავს იდიოპათიურ ორთოსტატიურ ჰიპოტენზიას და ნეიროცირკულატორულ დისტონიას.

მეორეულ, სიმპტომურ არტერიულ ჰიპოტონიად განიხილება მწვავე (კოლაპსი, შოკი) და ქრონიკული ფორმები, რომლებიც განპირობებულია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული სისტემის, ჰემატოლოგიური დაავადებებით, ინტოქსიკაციებით და სხვა.

- რა არის დაავადების მიზეზები?

- პირველადი არტერიული ჰიპოტონიის მიზეზი შემთხვევათა 80%-ში ნეიროცირკულატორული დისტონიაა. თანამედროვე თეორიის თანახმად, პირველადი ჰიპოტენზია თავის ტვინის სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრების განსაკუთრებული ფორმის ნევროზია, რომლის განვითარებასაც სტრესი და ხანგრძლივი ფსიქოტრავმული სიტუაციები განაპირობებს. უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს: ფსიქოლოგიური ტრავმები, ქრონიკული გადაღლა, უძილობა, დეპრესია.

მეორეული არტერიული ჰიპოტონია კი სხვა დაავადებათა სიმპტომია: ანემიის, კუჭის წყლულის, დემპინგ-სინდრომის, ჰიპოთირეოზის, კარდიომიოპათიის, მიოკარდიტის, არითმიის, დიაბეტური ნეიროპათიის, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის, სიმსივნის, ინფექციური დაავადებების, გულის უკმარისობისა და სხვათა.

მწვავე არტერიული ჰიპოტონია შეიძლება იყოს მასიური, ერთმომენტიანი სისხლდენის, გაუწყლოების, ტრავმის, მოწამვლის, ანაფილაქსიური შოკის, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევის შედეგი. ასეთ შემთხვევებში არტერიული ჰიპოტენზია სწრაფად ვითარდება და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.

ქრონიკულ არტერიულ ჰიპოტონიას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ამ დროს ორგანიზმი ადაპტირებულია დაბალ წნევასთან, ამიტომ სისხლის მიმოქცევის მოშლილობის სიმპტომები არ არის.

არტერიული ჰიპოტონია შეიძლება განვითარდეს В, С და Е ვიტამინების, დიეტის დაცვის, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატების დოზის გადაჭარბებითაც.

- როგორია სიმპტომები?

- ფიზიოლოგიური ჰიპოტონია, უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანს განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნის.

მწვავე ფორმის არტერიულ ჰიპოტონიას ახასიათებს: თავბრუსხვევა, მხედველობის ხანმოკლე დარღვევა, სიარულისას ბარბაცი, კანის სიფერმკრთალე, გულის წასვლა.

ქრონიკული მეორეული არტერიული ჰიპოტონიისას ძირითადი დაავადების სიმპტომები იკვეთება. ამას გარდა, პაციენტებს აღენიშნებათ სისუსტე, აპათია, ძილიანობა, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, ემოციური ლაბილობა, მეხსიერების გაუარესება, თერმორეგულაციის დარღვევა, ფეხისა და ხელისგულების ოფლიანობა, ტაქიკარდია. არტერიული ჰიპოტონიის ხანგრძლივი მიმდინარეობა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტონია ვითარდება სხეულის მდებარეობის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურისაკენ შეცვლისას.

- როგორ დგინდება არტერიული ჰიპოტონია?

- საჭიროა არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და ნერვული სისტემის კომპლექსური გამოკვლევა.

- რას მოიცავს მკურნალობა და პროფილაქტიკა?

- მკურნალობა უნდა დაიწყოს მიზეზის დადგენის შემდეგ. მეორეული არტერიული ჰიპოტონიის დროს კი ძირითად დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ.

ნეიროვეგეტატიური გენეზის არტერიული ჰიპოტონიისას ვეგეტატიური დისბალანსი მედიკამენტური და არამედიკამენტური მეთოდებით უნდა აღდგეს.

საჭიროა კვებისა და ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება.