უეცარ სიკვდილს სისხლის ანალიზი განსაზღვრავს
ეს ცილა წარმოიქმნება (სინთეზდება) ღვიძლში და მუდმივად ცირკულირებს სისხლში.
ანთებითი პროცესების, იმუნური რეაქციებისა და ინფექციური დაავადებების დროს, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტისას მისი დონე 2-3-ჯერ იზრდება. ასევე იმატებს C -რეაქტიული ცილა გულის მკვებავი სისხლძარღვების (კორონარების) ათეროსკლეროზული დაზიანებისას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცილის მაჩვენებელი ათერომული ბალთების რაოდენობის პროპორციულია.
საყურადღებოა ისიც, რომ პაციენტთა 53 %-ს პროტეინის მომატებასთან ერთად ათერომული ბალთების გასკდომაც აღენიშნებოდა. ეს უკანასკნელი კი უეცარი კარდიული (გულის მიზეზით გამოწვეული) სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზადაა მიჩნეული.
თინათინ გოცაძე