რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
გულის დაავადებათა მიზეზი ტვინის სიღრმეში იმალება
გულის დაავადებათა მიზეზი ტვინის სიღრმეში იმალება
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი თავის ტვინის სიღრმეში იმალება. გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებულმა საინტერესო კვლევის შედეგებმა ბევრი სპეციალისტი დააფიქრა. როგორც კვლევის ავტორი, პროფესორი აჰმედ ტავაკოლი განმარტავს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები განსაკუთრებით ხშირად და თანაც ადრეულ ასაკშივე უვითარდებათ იმ პირებს, რომლებსაც ნუშისებური სხეულის (ემოციებზე პასუხისმგებელი თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) მომატებული აქტივობა აღენიშნებათ. ჯაჭვი, რომელიც გულის დაავადებათა აღმოცენების მიზეზი ხდება, სინამდვილეში ძალიან მარტივა - პერმანენტული სტრესული ფაქტორები ნუშისებური კომპლექსის გადამეტებულ აგზნებადობას იწვევს, რაც თავის მხრივ პროვოცირებას უწევს გულ-სისხლძარღვთა
სისტემაში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებს.

პროფესორი ტავაკოლი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ მოვლენის ბიოლოგიური მექანიზმი სისხლის თეთრი უჯრედების ანომალურად დიდი რაოდენობის სინთეზშია (წარმოქმნაშია). ლეიკოციტების დიდი მოცულობები კი გულისა და სისხლძარღვების არასწორად ფუნქციობის საფუძველი ხდება.

ამგვარად, ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებაში მთავარი დამნაშავე ნუშისებური სხეული ყოფილა, რომელიც ვერ უმკლავდება
მუდმივ სტრესს.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ელექტროკარდიოგრაფის კონსტრუქციის პირველი ვარიანტი 1887 წელს ლონდონის ჰოსპიტლის თანამშრომელმა ავგუსტო
ბრიტანელმა მეცნიერებმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან რამდენიმე ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე
ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება,
K ვიტამინი, რომელიც უხვადაა ისპანახში, ბროკოლსა და სალათის ფურცლებში, სასარგებლო აღმოჩნდა
ამერიკელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ნაწლავის ანთებითი
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გულისა და სისხლძარღვების დაბერების
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის