კორონარული სტენტირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონარული სტენტირება

რა არის სტენტი?

სტენტი ლითონის მილია, რომელიც ჩაკეცილი მიეწოდება დაზიანებულ სისხლძარღვამდე, შემდეგ სპეციალური ბალონის საშუალებით იშლება და იბერება.

უკვე გაშლილი სტენტის ხელახალი ჩაკეცვა წარმოუდგენელია, რამდენადაც იგი მჭიდროდ ეკვრის სისხლძარღვის კედელს, ხორცდება მის სისქეში და იწყებს მასზე დაკისრებული მისიის შესრულებას – აფართოებს სისხლძარღვის სანათურს.

მანიპულაციისას პაციენტებს სტენოკარდიის მსგავსი შეგრძნებები აქვთ, რაც რამდენიმე წამი გრძელდება.

როგორი სტენტები არსებობს?

სტენტის მთავარი ფუნქცია დახშული სისხლძარღვის სანათურის გაფართოება და ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა, რაც საკმაოდ დიდი დატვირთვაა, სწორედ ამიტომ სტენტები დამზადებულია საკმაოდ მაღალხარისხიანი ლითონური შენადნობებისგან.

სტენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც მასალით, ისე დიამეტრითა და სიგრძით.

არსებობს ჩვეულებრივი ლითონური სტენტები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება უპირატესად საშუალო დიამეტრის არტერიების გასაფართოებლად.

ცნობილია ე.წ. წამლიანი სტენტები, რომლებიც დაფარულია სპეციალური სამკურნალო პრეპარატით, რაც დაზიანებული სისხლძარღვის მკურნალობას სტენტირების შემდგომაც განაგრძობს, შლის ქოლესტერინულ ფენებს და იქ მათი ხელახალი განვითარების - რესტენოზის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.

ისინი ჩვეულებრივზე შედარებით ძვირადღირებულია და მათი გამოყენების შემდგომ აუცილებელია ანტითრომბოციტული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება – დაახლოებით 12 თვე, ეს ის დროა, რომლის განმავლობაშიც სტენტი გამოყოფს სამკურნალო საშუალებას.

წამლიანი სტენტები უპირატესად მცირე დიამეტრის მქონე არტერიებში გამოიყენება, სადაც ახალი სტენოზის განვითარება გაცილებით სავარაუდოა, ვიდრე საშუალო და მსხვილკალიბრიან არტერიებში.

როგორ ტარდება სტენტირება?

მანიპულაცია ტარდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც გულის მუშაობის მუდმივი რეგისტრაციის საშუალებას იძლევა.

სტენტირებისას სხეულზე დიდი ჭრილობა არ კეთდება, მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიით, ექიმის თხოვნით პაციენტს ეძლევა საუბრისა და საკუთარი შეგრძნებების გამოხატვის საშუალება.

უშუალოდ პროცედურისას თეძოს ან მტევნის სისხლძარღვში შეჰყავთ კათეტერი, რომელშიც შედის სპეციალური, თხელი ლითონის გამტარი მონიტორზე გამოსახულების მისაღებად და პაციენტის მდგომარეობის საკონტროლოდ. გამტარი აღჭურვილია სპეციალური ბალონით, მასში ჩამონტაჟებულია დაკეცილი სტენტი.

აუცილებელი პირობაა - სტენტი თავსებადი იყოს პაციენტის ორგანოებისა და ქსოვილებისათვის.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს ალერგიული რეაქციები იოდზე, რამდენადაც კათეტერის არტერიაში შეყვანისას გამოიყენება იოდშემცველი ნივთიერება.

აქტუალური კითხვები

რამდენ ხანს გრძელდება სტენტირება?

მანიპულაციის დრო დამოკიდებულია იმ დროზე, რომელიც სჭირდება სპეციალისტს სტენტის საჭირო ადგილამდე მისაყვანად, ეს ერთობ ინდივიდუალურია, საშუალოდ სასურველ ადგილამდე მიღწევას და სტენტის ჩადგმას 30 წუთიდან საათამდე სჭირდება.

რა დროშია სასურველი სტენტირება მიოკარდიუმის ინფარქტისას?

რაც შეიძლება მალე! სტენტირება უნდა ჩატარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის დაფიქსირებიდან არა უგვიანეს 6 საათისა, ოპტიმალურ დროდ მიიჩნევა ინფარქტიდან 2-3 საათი.

აუცილებელია სისხლის მიწოდება სწორედ ამ დროის გასვლამდე აღდგეს, რომ მიოკარდში შეუქცევადი ცვლილებები არ განვითარდეს, რომლებიც ამცირებენ გულის კუნთის ფართობს და აქვეითებენ მისი ბიოლოგიური ტუმბოს როლს.

რამდენად შეეფერება სიმართლეს, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება სტენტირებისთვის უკუჩვენებაა?

რამდენადაც სტენტირების შემდგომ 6-12 თვემდე აუცილებელია სპეციალური პრეპარატების მიღება, რომელთა ხანგრძლივი სმაც აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და შესაძლოა არსებული წყლულიდან სისხლდენის პროვოცირებაც, სწორედ ამიტომ ამ პათოლოგიისას სტენტირება საკმაოდ დიდი სიფრთხილით ტარდება და უმჯობესია, არსებული წყლულის შეხორცების შემდგომ მოხდეს.

რა გართულებებია მოსალოდნელი სტენტირების შემდგომ?

ყველაზე ხშირი გართულება თრომბოზია, რომელიც შესაძლოა განვითარდეს როგორც ადრეულ, ისე მოგვიანო სტადიაზე, მას თან ახლავს ინფარქტის მსგავსი ტკივილი გულმკერდის არეში.

სწორედ ამ გართულების პროფილაქტიკისთვის მანიპულაციის შემდგომ პაციენტებს უნიშნავენ საკმაოდ მძლავრ დეზაგრეგანტულ პრეპარატებს და ანტიკოაგულანტებს, რომლებიც თრომბოზის რისკის შემცირების საშუალებას იძლევა.

ხშირი გართულებაა სტენტის რესტენოზი, ანუ მდგომარეობა, როდესაც უკვე ჩადგმული სტენტი ხელახლა იფარება ათეროსკლეროზული ფოლაქით ან ითრომბება.

მანიპულაციისას მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება კონტრასტულ ნივთიერებაზე, რომელიც ამ დროს გამოიყენება.

სტენტირების შემდგომ გართულებანი შედარებით ხშირია ქრონიკულად მოავადე პირებში, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტით მოავადეები, თირკმელების დაავადების და სისხლის შემადედებელი სისტემის პათოლოგიების მქონე პირები.

სწორედ ამიტომ სტენტირების კანდიდატები საკმაოდ დეტალურ და საგულდაგულო სამედიცინო შემოწმებას გადიან. სტენტირების შემდგომ ისინი ასევე სპეციალურ დისპანსერულ მეთვალყურეობას ექვემდებარებიან.

როგორია პაციენტების ცხოვრება სტენტირების შემდგომ?

ასეთი ქირურგიული ჩარევის შემდგომ აუცილებელია, გარკვეული პერიოდი პაციენტმა დაიცვას წოლითი რეჟიმი, მხოლოდ შემდგომ გამოიწერება კლინიკიდან სპეციალური დანიშნულებით, კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებითა და გარკვეული შეზღუდვების შესახებ ინფორმირებული.

ჩარევიდან პირველ კვირაში უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვები, აკრძალულია სიმძიმეების აწევა, აბაზანის მიღება, დაშვებულია შხაპი.

ამ პერიოდში არ არის სასურველი ავტომობილის მართვა, თუ პაციენტი მძღოლია და მისი პროფესია მგზავრების გადაყვანას უკავშირდება, უმჯობესია მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან რამდენიმე კვირა თავი შეიკავოს.

სტენტირების შემდგომ იწყება პაციენტის კარდიოლოგიური რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს სამკურნალო ფიზკულტურას, დიეტას და პოზიტიურ განწყობილებას.

სამკურნალო ფიზკულტურა

  • ითვალისწინებს ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას 30 წუთით.
  • აუცილებელია ჭარბი წონისგან გათავისუფლება, კუნთოვანი აქტივობის დაბრუნება და არტერიული წნევის კონტროლი. ფიზიკური აქტივობის შემცირება არ შეიძლება სარეაბილიტაციო პერიოდის დამთავრების შემდგომაც კი.

სამკურნალო კვება

უნდა გადაიხედოს რაციონი, პაციენტის კვების რეჟიმი წონის კლებას უნდა დაეხმაროს და “მავნე” ქოლესტერინის მაჩვენებელი დააქვეითოს.

უნდა შემცირდეს ცხოველური ცხიმები - სასურველია გამოირიცხოს რაციონიდან ღორისა და ცხვრის ცხიმიანი ხორცი, თევზი, მაღალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები, სასურველია არტერიული წნევის მატების პირობებში გამოირიცხოს ყავა, ჩაი, კაკაო და შოკოლადი და ცხარე სანელებლები.

მენიუში უნდა გაიზარდოს ხილის, ბოსტნეულის, კენკროვნებისა და მარცვლეულის დონე.

სადილები უნდა დამზადდეს მცენარეულ ცხიმებზე.

უნდა შეიზღუდოს სუფრის მარილის მიღება, დაშვებულია დღეში არა უმეტეს 5 გრამი.

პაციენტი უნდა იკვებოს დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფებით, ამასთან ბოლო კვება უნდა იყოს დაძინებამდე 3 საათით ადრე.

დღიური კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 2300 კკალორიას.

პაციენტებს კი შევახსენებთ, რომ სტენტირება იშემიური დაავადების განკურნების საშუალება არ არის, ის მისი ყველაზე მწვავე გამოვლინების კორექციაა, ამიტომ ყველა სტენტირებულ პაციენტს ესაჭიროება მკურნალი ექიმის მეთვალყურეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა გეგმური შემოწმების გავლა.