რა ცვლილებები ხდება სისხლძარღვებში ინფარქტამდე 2 კვირით ადრე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ცვლილებები ხდება სისხლძარღვებში ინფარქტამდე 2 კვირით ადრე

ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები სკრიპსის ინსტიტუტიდან. მათ შეისწავლეს გულ-მკერდის არეში ტკივილის გამო კლინიკაში შესული 50 პაციენტის სისხლის ნიმუში. პაციენტთა სისხლში დიდი რაოდენობით აშრევებული ენდოთელური (სისხლძარღვთა შიგნითა შრის - ენდოთელიუმის შემქმნელი) უჯრედები აღმოჩნდა, რაც მთავარია, ეს უჯრედები იმავდროულად ძლიერ დეფორმული იყო. პაციენტთა საშუალო ასაკი 58 წელს შეადგენდა. შესადარებლად მკვლევარებმა შეარჩიეს ჯანმრთელი მოხალისეები (44 პირი), რომლებიც ასაკით საკონტროლო ჯგუფის პაციენტებზე უმცროსები იყვნენ და აგრეთვე 50 წელს გადაცილებული 10 ადამიანი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დაავადებული პაციენტების სისხლში მოცირკულირე ენდოთელური უჯრედების რიცხვი 4-ჯერ ჭარბოდა ჯანმრთელი პირების სისხლში არსებულ უჯრედებს. თანაც, ჯანმრთელთა სისხლში აღმოჩენილი ენდოთელური უჯრედები დეფორმული არ იყო.

ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სისხლძარღვთა შიგნითა კედლიდან ენდოთელური უჯრედები აშრევებას განიცდის ინფარქტამდე 2 კვირით ადრე. ეს ნიშანი შეიძლება გამოყენებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის პროცესთა დაწყების ბიომარკერად.

თინათინ გოცაძე