იოგა არითმიით დაავადებულთათვის - მკურნალობის საოცარი მეთოდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

იოგა არითმიით დაავადებულთათვის - მკურნალობის საოცარი მეთოდი

იოგა არითმიით დაავადებულთათვის - მკურნალობის საოცარი მეთოდი
იოგა არა მხოლოდ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. სპეციალისტთა განცხადებით, არითმიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი რამდენადმე დაქვეითებულია. ისინი შეტევათა შიშით თავს ბევრი რამის უფლებას ვერ აძლევენ, ხშირად აცხადებენ უარს მეგობრებთან შეხვედრაზე, თავს არიდებენ კონცერტებსა და მნიშვნელოვან საღამოებზე ვიზიტებს, არ მოგზაურობენ და სხვ. არითმიის გავრცელებულ სიმპტომებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ქოშინი და ტკივილი მკერდის არეში.

სოფიაქემეტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  საინტერესო კვლევები ჩაატარეს. შეისწავლეს პაროქსიზმული მოციმციმე არითმიით დაავადებული 80 მოხალისე. მონაწილეები დაჰყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იოგათი გაავარჯიშეს, მეორე კი
- არა. როგორც The Times of India იუწყება, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები ჩვეულ რეჟიმში იტარებდნენ სათანადო მკურნალობას: მედიკამენტურ თერაპიას, კარდიოვერსიას და კათეტერულ აბლაციას. ამასთან, პირველი ჯგუფის წარმომადგენლები 12 კვირის განმავლობაში  კვირაში ორჯერ თითო საათის განმავლობაში ვარჯიშობდნენ იოგათი გამოცდილი ინსტრუქტორის თანხლებით. პროგრამაში ჩართული იყო მსუბუქი მოძრაობები, ღრმა სუნთქვა
და მედიტაცია.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფის წევრთა ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით. მათ დაუქვეითდათ არტერიული წნევა, შეუმცირდათ გულის შეკუმშვათა რიცხვი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ღრმა სუნთქვა აწონასწორებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემების ფუნქციას. ამის წყალობით კი გულის შეკუმშვათა რიცხვი იკლებს, გულის მუშაობა ნორმალიზდება, სუნთქვა და მოძრაობა ერთად კი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, აწესრიგებს მას.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ყოველწლიურად გულის შეტევით კვდება დაახლოებით 7 მილიონამდე ადამიანი. ზოგადად, კარდიოვასკულარული დაავადება,
კარდიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ზამთრის პერიოდში ტემპერატურის დაქვეითების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულისა და სისხლძარღვების
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთა საკმაოდ დიდ ნაწილზე სამედიცინო პერსონალის მიერ წნევის გაზომვა ცუდად მოქმედებს. ამ მდგომარეობამ
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კარგი შეგრძნების შემთხვევაშიც კი პერიოდულად არტერიული წნევის კონტროლი აუცილებელია.
ჩეხი მეცნიერების რჩევით, თუ ადამიანს დიაგნოსტირებული აქვს გულსისხძარღვთა სისტემის დაავადება, მას აუცილებლად უნდა
ცუდი სტატისტიკა: მსოფლიოში სიკვდილიანობის 31% გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის შედეგია.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად