ღვინო და თევზი ხელს უწყობს გულის მუშაობას
ხოლო ამ ორი პროდუქტის ერთად მიღება, მედიკოსების თქმით, კიდევ უფრო ძლიერ ეფექტს მოახდენს. მკვლევარებმა იტალიაში, ბელგიასა და ინგლისში 26-დან 65 წლამდე ასაკის 1500-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ღვინის ზომიერი მოხმარებისას სისხლში იმატებდა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავასა და სისხლის წითელი ბურთულების რაოდენობა. ომეგა-3, რომელსაც განსაკუთრებით უხვად შეიცავს თევზი, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ამცირებს გულის უკმარისობის განვითარების რისკს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ყოველდღიურ რაციონში ღვინოსთან ერთად თევზის ჩართვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ძალზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.