თუ დაბალწნევიანი ხართ, თან ატარეთ ნიგოზი ან თხილი
E ვიტამინის ნაკლებობა. მისი უკმარისობა უარყოფით გავლენას ახდენს პოტენციაზეც და სქესობრივი ლტოლვის უქონლობა სწორედ ჰიპოტონიის ნიშნად ითვლება. C და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობასაც ადამიანი მიჰყავს დაბალ წნევამდე.
დაბალწნევიანთათვის სრულიად დაუშვებელია მუდმივი გამოუძინებლობა, არარეგულარული კვება, დიდხანს ყოფნა კომპიუტერთან უჰაერო ოთახში, დასვენება დივანზე წამოწოლით და ტელევიზორის ყურებით.
დღის განმავლობაში მიიღეთ ორ ლიტრამდე სითხე. საკვები დღეში 4-5-ჯერ მიირთვით. რაციონი უნდა იყოს ვიტამინოვანი, ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი, B, C და E ვიტამინებით გაჯერებული. იძინეთ მინიმუმ 9-11 საათი.
ცხიმებისა და მარილების შემცველი პროდუქტები ხელს უწყობს წნევის მომატებას. ამ თვალსაზრისით კარგია ნიგოზიც, ამიტომ, თუ დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ, თან ატარეთ ნიგოზი ან თხილი და ჩვეულ სიმპტომთა გამძაფრებისთანავე თამამად შეექეცით. როგორ მოვიქცეთ წნევის დაცემის დროს, იხილეთ ვრცლად იხილეთ აგრეთვე