გული - ცეცხლოვანი ორგანო
ჩანასახის გული
1. ჩანასახის გული უკვე ორსულობის 25-ე დღეს იწყებს ძგერას. 3 თვის ვადაზე იგი დღეში 28 ლ სისხლს ქაჩავს.
2. ახალშობილის გული მისი მასის 0,8%-ს შეადგენს. ეს საშუალოდ 22-30 გრამია.
3. ჩანასახის გულისცემის სიხშირე 2-ჯერ მეტია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ეს წუთში 150 დარტყმას უდრის.
4. 12 კვირის ჩანასახის გული დღე-ღამეში უკვე 60 ლიტრამდე სისხლს გადატუმბავს.
5. ახალშობილის ორგანიზმში ცირკულირებს მხოლოდ 1 ჭიქისოდენა სისხლი, მოზრდილი ადამიანის სისხლის საერთო მოცულობა კი 4,5 ლიტრია.
სტრუქტურა და ფუნქციები
- გული მდებარეობს გულმკერდის ღრუში, მარცხენა მხარეს, თუმცა ათი ათასი კაციდან ერთს გული მარჯვენა მხარეს აქვს.
- ცნობილია ადამიანი, რომელსაც ორი გული ჰქონდა. ეს მე-19 საუკუნეში იტალიაში მცხოვრები ჯუზეპე დე ნაი გახლდათ.
- კოლოსალური დატვირთვისა და ამტანობის მიუხედავად, გულის წონა საშუალოდ 300 გრამია. ადამიანის გული დაახლოებით მისი მუშტისოდენაა.
- ადამიანის გული ოთხსაკნიანია. მარცხენა პარკუჭს აქვს 10-15 მმ სისქის კედელი და ორჯერ დიდია მარჯვენა პარკუჭის კედელზე.
- მარჯვენა პარკუჭი ვენურ სისხლს მოკლე გზით აგზავნის ფილტვებისკენ წნევით, რომელსაც ონკანის წყლის ნაკადის 30 სმ-ზე ატანა შეუძლია, ხოლო მარცხენა პარკუჭი არტერიულ სისხლს მთელი სხეულის უამრავ სისხლძარღვში გადატუმბავს ძალით, რომლითაც დიდი შადრევნის წყლის ჭავლის ორ მეტრზე აწევაა შესაძლებელი.
- გულის შეკუმშვათა ციკლი 0,8-წამია. 0,1 წამი წინაგულებს სჭირდება შესაკუმშად, 0,3 წამი - პარკუჭებს, ხოლო ზოგადი მოდუნების პაუზა გრძელდება 0,4 წამს. ამ დროს გული ისვენებს.
- გულის კუნთოვანი ქსოვილის ბოჭკოები არ ბერდებიან. მისი ელექტრომაგნიტური ველი 5-ათასჯერ სჭარბობს ტვინისას.
- გულის კუნთს ავტომატიზმი ახასიათებს. იგი თავად გამოიმუშავებს ელექტრულ იმპულსებს, რის გამოც სხეულიდან მოცილების შემდეგაც კი შეუძლია გააგრძელოს შეკუმშვა.
- გულზე განირჩევა ორი თანმიმდევრული ხმიანობა - ტონი. პირველი ხანგრძლივი, დაბალი და ყრუა, ისმის შეკუმშვისას. მეორე მოკლე და მაღალია; იგი გულის კუნთის მოდუნებისას ისმის, როდესაც გულის სარქვლები იხურება.
- გულის რიტმი შეუცვლელია და ყველაზე მეტად ვალსის რიტმს ესადაგება.
- ადამიანის გულის სიმაღლე საშუალოდ 12,7 სმ-ია, სიგანე - 7,5 სმ. მამაკაცის გული დაახლოებით 310 გრამს იწონის, ქალისა – 240 გრამს.
- ადამიანის გული წუთში საშუალოდ 70-72-ჯერ იკუმშება, ეს კი 65 წლის ასაკისთვის ორი მილიარდ ხუთას მილიონ შეკუმშვას ნიშნავს.
- გულის შეკუმშვებს შორის არის წამიერი შესვენება. თუ ამ წამიერ სიჩუმეს შევკრებთ, გაირკვევა, რომ გული დაახლოებით 20 წელი “დუმს”.
- სისხლძარღვების საერთო სიგრძე 3-ჯერ აღემატება დედამიწის ეკვატორს.
- არტერიები, ვენები და კაპილარები ქმნიან 200 ათას კმ-იან ქსელს, რაც დედამიწიდან მთვარემდე მანძილის ტოლია.
- ადამიანის ცხიმოვან ქსოვილს კაპილარების საკმაოდ მძლავრი ქსელი აქვს, სწორედ ამიტომ უქმნის გულს დამატებით დატვირთვას ჭარბი წონა. ნორმალური მიმოქცევისთვის გული სისხლს 8 კმ სიგრძის ქსელში გადატუმბავს.
- ერთი კუბური მილიმეტრი სისხლი 4,5-5 მილიონ წითელ სხეულაკს შეიცავს. სისხლი სრულიად ახლდება ყოველ 120 დღეში ერთხელ.
- სისხლის მიმოქცევის სრული ციკლი ორგანიზმში 23-წამიანია.
- მოცემულ მომენტში სისხლის 5 პროცენტი გულისკენ მიედინება, 15-20% - ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემისკენ, 22% კი თირკმელებისკენ.
- ადამიანისა და ღორის გული პრაქტიკულად ერთი ზომისაა.
- ცისფერი ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9-ჯერ იკუმშება. ის ამქვეყნად ყველაზე ზანტი გულია.
- 24 საათის განმავლობაში გულის სარქვლები ასი ათასჯერ იღება და იხურება.
- მიოკარდიუმი ყოველ 1 კვ. სანტიმეტრზე 3 ათასი კაპილარითაა დაქსელილი.
დატვირთვა და მუშაობა
- გულიდან სისხლი 6 წამში აღწევს ფილტვებამდე და უკანვე ბრუნდება; 8 წამში იგი ასწრებს ტვინამდე მისვლას და უკან დაბრუნებას; 16 წამი სჭირდება იმისთვის, რომ მიაღწიოს თითების ფალანგებს და ხელახლა დაბრუნდეს მიმოქცევაში.
- გული აორტიდან სისხლს გადაისვრის 1,6 კმ/სთ სიჩქარით. სისხლის მოცულობა ამ დროს წუთში 5-დან 30 ლ-მდე მცირდება.
- გული სისხლით ამარაგებს დაახლოებით 75 ტრილიონ უჯრედს. სისხლის მიმოქცევა არ გააჩნია მხოლოდ თვალის რქოვანა გარსს.
- გული დღე-ღამეში გადატუმბავს 7-დან 10 ათასამდე ლიტრ სისხლს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში კი 250 მილიონ ლიტრს. ამის ტოლფარდ სამუშაოს ასრულებს ზემძლავრი ამწე, რომელსაც დატვირთული მატარებელი ევერესტზე აჰყავს.
- მთელი სიცოცხლის განმავლობაში გული 3 მილიარდ დარტყმას ასრულებს. იგი სამყაროს ყველაზე მძლავრი ძრავაა. დარტყმების ძალა რომ შევკრიბოთ, ევროპის ყველაზე მაღალ მთაზე მატარებლის ასატანად იკმარებს.
- გული სასიცოცხლოდ იმდენად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომ მსოფლიოში მისი დღეც კი არსებობს - 25 სექტემბერი.
- მეცნიერთა აზრით, გული გარეგანი მავნე ფაქტორებით რომ არ ზიანდებოდეს, იმდენად მყარი და საიმედო რეზერვები აქვს, 150 წლის სიცოცხლისთვის ეყოფოდა.
- მშვიდ მდგომარეობაში გული დღეში 100 ათასჯერ იკუმშება. ამ ხნის განმავლობაში იგი გადატუმბავს 10 ტონა სისხლს.
- დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო დაბალია ადამიანის სოციალური სტატუსი, მით სწრაფად ძგერს მისი გული.
- წყლის ონკანი სამზარეულოში 45 წელი უნდა იყოს მოშვებული იმდენი წყლის გამოსაშვებად, რამდენ სისხლსაც გული საშუალო ხანგრძლივობის სიცოცხლის განმავლობაში ტუმბავს.
- წუთში იგი გადატუმბავს 5-დან 30 ლიტრამდე სისხლს.
- ყოველდღიურად სისხლის მიმოქცევაზე გული ხარჯავს იმ რაოდენობის ენერგიას, რომელიც ეყოფა სატვირთო მანქანას 32 კილომეტრის გასავლელად. ეს ენერგია მთვარეზე გაფრენისა და უკან დაბრუნების ეკვივალენტურია.
- სიცილი გულის საუკეთესო წამალია. გულიანი სიცილის დროს სისხლის მიმოქცევა 20%-ით აქტიურდება.
ქალები და მამაკაცები
- აქტიური სქესობრივი ცხოვრება მამაკაცებში 50%-ით ამცირებს გულის შეტევათა ალბათობას. ქალების გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სქესობრივი ცხოვრების გავლენა ჯერჯერობით შეუსწავლელია.
- გულის შეტევები მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ქალებში იგი ვლინდება ღებინებით, საჭმლის მონელების დარღვევითა და ტკივილით, რომელიც მხარშია ლოკალიზებული; მამაკაცებში იგი უპირატესად გულმკერდში აღმოცენებული ტკივილით გამოიხატება.
- ქალის გული, ჩვეულებრივ, რამდენადმე სწრაფად ძგერს, ვიდრე მამაკაცისა. სხვაობა დაახლოებით 8-10 დარტყმას უდრის.
ექსკურსია წარსულში
- გულის პირველი ანატომიური გამოსახულება შესრულებულია 20 ათასი წლის წინათ. უცნობმა მხატვარმა ალტამირის გამოქვაბულის კედელზე დახატა მამონტი, რომლის გულიც წითლადაა გამოკვეთილი.
- ჩვ. წ-მდე 304-250 წლებში მოღვაწე ექიმმა ერაზისტრატოს ჰიოსმა პირველმა დაადგინა, რომ გული ბუნებრივი ტუმბოს მსგავსად ფუნქციობს.
- ძველ რომში სწამდათ, რომ უსახელო თითი და გული განსაკუთრებული ნერვით ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ამიტომ არის, რომ საქორწინო ბეჭედს სწორედ ამ თითზე ვატარებთ.
- იოგები მიიჩნევენ, რომ გულში მდებარეობს ანაჰატა – ადამიანის მთავარი ენერგეტიკული ცენტრი.
- პლატონს მიაჩნდა, რომ აზროვნება ტვინის მუშაობის შედეგი იყო, ვნება კი ცეცხლოვანი გულის დამსახურება. ამ აზრს არ იზიარებდა არისტოტელე. მისი აზრით, გული იმპულსებს პერიფერიული ორგანოებიდან სისხლძარღვების საშუალებით კრებდა და აზრები და ემოციებიც უშუალოდ იქ იბადებოდნენ.
- რომაელ გლადიატორთა ქირურგმა, უდიდესმა ექიმმა გალენუსმა, დაამტკიცა, რომ არტერიები სისხლით იყო სავსე და არა ჰაერით, როგორც ჰიპოკრატეს ეგონა.
- გულის მოსასმენი ხელსაწყო, სტეტოსკოპი, ფრანგმა ექიმმა რენე ლაიენსმა შექმნა, როცა დარწმუნდა, რომ დიდი გულმკერდის მქონე პაციენტთა გულის ტონების მოსმენა ყურის დადებით მოუხერხებელი იყო.
- უილიამ ჰარვეიმ 1616 წელს დაადასტურა, რომ ორგანიზმში არის განსაზღვრული რაოდენობის სისხლი, რომელიც ყოველთვის ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს.
- 1903 წელს ფიზიოლოგმა უილიამ ეინთჰოვენმა გამოიგონა ელექტროკარდიოგრაფი, რომელმაც გულის ელექტრული დენის გაზომვა და დაფიქსირება გახადა შესაძლებელი.
- 1929 წელს გერმანელმა ქირურგმა ბერნარ ფორსმანმა შექმნა ხელის ვენის კათეტერი, რომელიც გულამდე შეიყვანა და დანერგა გულის კათეტერიზაცია, რომელიც დღეს საექიმო პრაქტიკის ჩვეული პროცედურაა.
- რუსეთში, ქალაქ პერმში, გულის 4-ტონიანი ძეგლი დგას.
- ბერძნებს გული სულის საუფლოდ მიაჩნდათ, ჩინელებს - ბედნიერების სამყოფლად, ეგვიპტელები კი მას ემოციებისა და ინტელექტის სავანედ მიიჩნევდნენ. სამაგიეროდ, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ იგი სიყვარულის მსოფლიო სიმბოლოა.