კარდიომიოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარდიომიოპათია

კარდიომიოპათია გულის გაურკვეველი წარმოშობის პირველადი არაანთებითი დაავადებაა.  მისთვის დამახასიათებელია კარდიომეგალია (გულის გადიდება), გულის პროგრესირებადი რეფრაქტერული (მკურნალობისადმი მდგრადი) უკმარისობა და რიტმის დარღვევები. კარდიომიოპათიის ძირითადი სახეებია:

  • დილატაციური კარდიომიოპათია;
  • ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;
  • რესტრიქციული კარდიომიოპათია.

დილატაციური (შეგუბებითი) კარდიომიოპათია

კარდიომიოპათიის ამ ტიპისთვის დამახასიათებელია გულის ყველა საკნის მკვეთრი გაგანიერება. ამასთან, ისინი მცირედაა ჰიპერტროფირებული (კუნთოვანი ნაწილის გაზრდა). ამ დროს ვითარდება გულის მედიკამენტებისადმი  დაუმორჩილებელი უკმარისობა, რასაც ხშირად თან სდევს თრომბოემბოლიური გართულებები.

რა იწვევს

დილატაციურ კარდიომიოპათიას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დაიყოს:

ანთებითი დილატაციური კარდიომიოპათია

  • ინფექციური
  • არაინფექციური

ტოქსიკური დილატაციური კარდიომიოპათია

  • ეთილის სპირტით
  • ქიმიოპრეპარატებით
  • კატექოლამინების სიჭარბით და ა.შ.

მეტაბოლური ცვლის დარღვევით გამოწვეული დილატაციური კარდიომიოპათია ოჯახური და მემკვიდრეობითი დილატაციური კარდიომიოპათია პერიპარტული (ორსულობის დროს განვითარებული) კარდიომიოპათია ვითარდება ორსულობის ბოლო თვეებში ან, უფრო ხშირად, მშობიარობის შემდეგ 2-3 თვის განმავლობაში. მის მიზეზად აუტოიმუნურ პროცესებს მიიჩნევენ. ასეთი კარდიომიოპათიის პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, თუმცა დაავადება ხშირად თვითონვე, სპონტანურად იკურნება. მეტაბოლიზმის დარღვევით გამოწვეული კარდიომიოპათიის მიზეზია ენდოკრინული დაავადებები, მიკროელემენტების დეფიციტი, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ამ სახის მიოკარდიოპათიები ვითარდება შაქრიანი დიაბეტის, თირეოტოქსიკოზის, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმისა და კალიუმის დეფიციტის დროს.  კალციუმის დეფიციტის დროს  მცირდება მარცხენა პარკუჭის კუმშვადობა. ასეთი რამ ხდება დიდი რაოდენობით ციტრატული სისხლის გადასხმის, აგრეთვე - ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების) შემთხვევაში. ფოსფორის დეფიციტი შეინიშნება ალკოჰოლიზმისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.  მაგნიუმის დეფიციტი მალაბსორბციის დროს არის მოსალოდნელი.


რას უჩივის ავადმყოფი

დილატაციური კარდიომიოპათიისთვის დამახასიათებელია:

  • პროგრესირებადი და მედიკამენტებისადმი რეზისტენტული გულის უკმარისობა;
  • თრომბოემბოლიითა და უეცარი სიკვდილით ხშირი გართულება;
  • დაავადების პროგრესირებასთან ერთად ფიზიკური დატვირთვის ამტანობის შემცირება;
  • ძლიერი ტკივილი გულის არეში, რომელიც ძნელი გასარჩევია მიოკარდიუმის ინფარქტის დროს განვითარებული ტკივილისგან;
  • გამოხატული ქოშინი, რომელიც მოგვიანებით სტადიებზე გადადის ღამის პაროქსიზმულ (უეცრად განვითარებულ) ქოშინში; მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა განვითარდეს კარდიული ასთმის შეტევებიც;
  • პათოლოგიურ პროცეში ჩართულია ორივე პარკუჭი, განსაკუთრებით - მარცხენა;
  • დილატაციური კარდიომიოპათიის შემთხვევათა ნახევარში ვითარდება უეცარი სიკვდილი. უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცევა სიცოცხლისთვის საშიში არითმიები და თრომბოემბოლიები.

როგორ სვამენ დიაგნოზს

დილატაციურ კარდიომიოპათიას ეჭვობენ, თუ ახალგაზრდას გულის მკვებავი სისხლძარღვების პათოლოგიისა და გულის მანკის გარეშე განუვითარდა კარდიომეგალია, გულის უკმარისობა, თრომბოემბოლია და პარკუჭოვანი არითმიები.

როგორ მკურნალობენ

ენდოკრინული დაავადებების ფონზე განვითარებული დილატაციური კარდიომიოპათია ძირითად დაავადებასთან ერთად იკურნება. ალკოჰოლური დილატაციური კარდიომიოპათია კლინიკურად გამოხატულ სტადიაზეც კი საკმაოდ კარგად ექვემდებარება მკურნალობას, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ უპირველესად საჭიროა ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა. ეთანოლის შეწყვეტის გარეშე სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამი წლის განმავლობაში 80%-ს აღწევს. რაც შეეხება იდიოპათიურ დილატაციურ კარდიომიოპათიას, მის სამკურნალოდ იყენებენ:

  • პერიფერიულ ვაზოდილატატორებს და შარდმდენებს;
  • ანტიკოაგულანტებს თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით - მოციმციმე არითმიის ფონზე.
  • პროგრესირებადი და მედიკამენტებისადმი დაუმორჩილებელი გულის უკმარისობის მკურნალობის  ყველაზე პერსპექტიული მეთოდია გულის გადანერგვა.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

კარდიომიოპათიის ეს ტიპი, მისი სახელიდან გამომდინარე, მარცხენა პარკუჭის კუნთოვანი შრის მოცულობის მომატებით (ჰიპერტროფიით) მიმდინარეობს. იგი შეიძლება იყოს ასიმეტრიული (როცა გადიდებულია მხოლოდ პარკუჭთაშუა ძგიდე) ან სიმეტრიული (როდესაც ჰიპერტროფიას განიცდის არა მარტო ძგიდე, არამედ პარკუჭის კედლებიც). დროთა განმავლობაში მარცხენა პარკუჭისა და აორტის გარდამავალ ადგილას ყალიბდება ობსტრუქცია (შევიწროება), რის გამოც მარცხენა პარკუჭიდან აორტაში გადასვლისას სისხლი აწყდება დიდ წინააღმდეგობას, ანუ იქმნება წნევის გრადიენტი.

სიმპტომები

კლინიკური სურათი მეტად ცვალებადია - ასიმპტომური მიმდინარეობიდან მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებამდე.

  • დამახასიათებელი ასაკი - იგი ხშირად უვლინდებათ ახალგაზრდებს 20-დან 40 წლამდე;
  • ტკივილი გულის საპროექციო მიდამოში - ობსტრუქციით მიმდინარეობისას ავადმყოფები ხშირად უჩივიან ტკივილს, რომელიც შესაძლოა აღმოცენდეს ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, მოსვენებისას;
  • გონის დაკარგვა - ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შესაძლოა გამოვლინდეს პირდაპირ გონის დაკარგვით ან უეცარი სიკვდილით, რაც, ჩვეულებრივ, ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული;
  • ქოშინი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას - ეს მარცხენა პარკუჭის დიასტოლური ფუნქციის დარღვევით არის გამოწვეული;
  • თავბრუხვევა და გულის წასვლა -  ასეთი მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გარეშე. გონის დაკარგვა შესაძლოა გამოწვეული იყოს ასთმით ან მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქციით.

პათოლოგიური პროცესი უმეტესად ნელა პროგრესირებს, თუ არ ჩამოყალიბდა მოციმციმე არითმია ან არ განვითარდა უეცარი სიკვდილი.


დიაგნოსტიკა

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევას. მისი საშუალებით ადგენენ პარკუჭთაშუა ძგიდის ასიმეტრიულ გასქელებას. არითმიებისა და სხვა გართულებების დასაზუსტებლად მიმართავენ აგრეთვე ელექტროკარდიოგრაფიას, გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, გულის ღრუების ზონდირებასა და  რადიონუკლიდურ ვენტრიკულოგრაფიას.  გულის კათეტერიზაციას და კორონაროგრაფიას მიმართავენ გულის არეში ტკივილის მიზეზების დასაზუსტებლად.

მკურნალობა

მედიკამენტური მკურნალობა მიზნად ისახავს დარღვეული სისხლის მიმოქცევის (ჰემოდინამიკის) აღდგენას, ინფექციური ენდოკარდიტისა და არითმიების პროფილაქტიკას. ამ მიზნით იყენებენ: კალციუმის არხების ანტაგონისტებს, ბეტა ბლოკერებს, დიზოპირამიდს, ანტიარითმიულ პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს. ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს მარცხენა პარკუჭის ძგიდის კორექციას. ამ დროს აფართოებენ მარცხენა პარკუჭის გამავალ ტრაქტს და, შესაბამისად, მცირდება წნევის გრადიენტიც. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის ეფექტიანობა აღემატება 90%-ს, ქირურგიული ჩარევა სასურველია მხოლოდ მაშინ,  როცა წნევის გრადიენტი მოსვენების დროსაც აღინიშნება. შევიწროებით მიმდინარე კარდიომიოპათიისას ინფექციური ენდოკარდიტით გართულების საშიშროება საკმაოდ დიდია. ინფექციური გართულების საფრთხის შემთხვევაში ნიშნავენ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკურ კურსს.

პროგნოზი

დაავადება, ჩვეულებრივ, ნელა მიმდინარეობს. მისი ყველაზე მძიმე გართულებაა უეცარი სიკვდილი, რომელიც უმეტესად ახალგაზრდებში აღირიცხება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს. თანდართული მოციმციმე არითმია საგრძნობლად ამძიმებს პროგნოზს და ზრდის თრომბოემბოლიის განვითარების რისკს.

რესტრიქციული კარდიომიოპათია

ამ ტიპის კარდიომიოპათიისთვის პარკუჭების გადიდება და გაგანიერება არ არის დამახასიათებელი. ამ დროს ირღვევა დიასტოლური ფუნქცია, რაც გულის კუნთის წელვადობის შეზღუდვით გამოიხატება. რესტრიქციული კარდიომიოპათია შეიძლება იყოს  პირველადი ან განვითარდეს მიოკარდიუმში სხვადასხვა ნივთიერების (ამილოიდი, სარკოიდები, რკინა და ა.შ.) დაგროვების შედეგად.

იდიოპათიური (პირველადი) კარდიომიოპათია

იგი მემკვიდრეობით გადაეცემა. მისთვის დამახასიათებელია შეგუბებითი მოვლენების განვითარება როგორც მცირე, ისე დიდ წრეში. აღინიშნება პერიფერიული შეშუპებები, ასციტი (სითხის დაგროვება მუცლის ღრუში), იშვიათად - მოციმციმე არითმია. მკურნალობა სიმპტომურია.