რომელია გულის ბიომარკერები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელია გულის ბიომარკერები

რა სახის ტესტია?

ეს ტესტი ზომავს გულის ბიომარკერების დონეს სისხლში. ეს მარკერები მოიცავს ფერმენტებს, ჰორმონებსა და ცილებს.

გულის ბიომარკერები სისხლში მას შემდეგ ჩნდება, რაც გული განიცდის მძიმე სტრესს და დაზიანებულია ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების გამო. ეს შეიძლება იყოს გულის შეტევის შედეგი. მაგრამ მარკერების დონე სხვა მიზეზების გამოც შეიძლება იყოს მაღალი. ბიომარკერების დონეები ხშირად გამოიყენება გულის შეტევისა და დაზიანების სიმძიმის სწრაფად დასადგენად.

გულის ბიომარკერების გამოყენება შეიძლება გულის შეტევის დიაგნოსტიკისთვის:

  • გულის ტროპონინი. ეს ცილა ყველაზე ხშირად გამოყენებული ბიომარკერია. მას აქვს ყველაზე მაღალი მგრძნობელობა. ის სისხლში გადადის გულის შეტევიდან მოკლე ხანში და რჩება რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ყველა სხვა ბიომარკერი ნორმალურ დონეს უბრუნდება. ტროპონინის ორი ფორმა შეიძლება გაიზომოს: ტროპონინი თ და ტროპონინი I. ტროპონინი I ძალიან სპეციფიკურია გულისთვის და რჩება უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე კრეატინინკინაზა-MB. ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ამჟამინდელი გაიდლაინებით, ეს საუკეთესო ბიომარკერია გულის შეტევის გამოსავლენად. AHA რეკომენდაციას უწევს სხვა ბიომარკერების გამოყენების შეზღუდვას. მათ შორისაა CK, CK-MB და მიოგლობინი.
  • კრეატინკინაზა (CK). ეს ფერმენტი შეიძლება გაიზომოს რამდენჯერმე 24 საათის განმავლობაში. ხშირად ის სულ მცირე ორმაგდება გულის შეტევის დროს. მაგრამ იმის გამო, რომ CK დონე გულის შეტევის გარდა შეიძლება გაიზარდოს ბევრ სხვა შემთხვევაშიც, ის არ არის ძალიან სპეციფიკური.
  • CK-MB. ეს არის CK-ის ქვეტიპი. ის უფრო მგრძნობიარეა გულის შეტევის გამო განვითარებული გულის დაზიანების გამოვლენისთვის. CK-MB დონე იზრდება გულის შეტევიდან 4-6 საათის შემდეგ. მაგრამ, როგორც წესი, ერთი ან ორი დღის შემდეგ ნორმას უბრუნდება.
  • მიოგლობინი. ეს არის ცილა, რომელიც ინახავს ჟანგბადს. დროდადრო იზომება. ზოგჯერ მიოგლობინი იზომება ტროპონინთან დამატებით, გულის შეტევის დიაგნოსტირებისთვის. არ არის ძალიან სპეციფიკური გულის შეტევის გამოსავლენად.

რატომაა საჭირო ეს ტესტი?

შეიძლება დაგჭირდეთ ამ კვლევების ჩატარება, თუ ექიმი ეჭვობს, რომ გქონდათ ან ახლახან გადაიტანეთ გულის შეტევა. ასევე იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კორონარული არტერიის დახშობის სიმპტომები:

  • გულმკერდის ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთზე მეტხანს.
  • ტკივილი ან დისკომფორტი მხრებში, კისერზე, მკლავებში ან ყბაში.
  • გულმკერდის ტკივილი, რომელიც ძლიერდება.
  • გულმკერდის ტკივილი, რომელიც არ იხსნება დასვენებით ან ნიტროგლიცერინით.

სხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გულმკერდის ტკივილთან ერთად განვითარდეს:

  • ცივი ოფლი ან ფერმკრთალი კანი;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • თავბრუსხვევა ან დაღლილობა;
  • აუხსნელი სისუსტე ან უკიდურესი დაღლილობა;
  • სწრაფი ან არარეგულარული პულსი.

სხვა რა კვლევებია საჭირო ამ ტესტებთან ერთად?

  • სისხლის გაზები ან სხვა ტესტები სისხლში ჟანგბადის გასაზომად;
  • სისხლის საერთო ანალიზი (CBC);
  • ელექტროლიტები (ნატრიუმი, კალიუმი, ქლო­რი);
  • სისხლის ლიპიდები (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები);
  • სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე;
  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);
  • გულის კუნთის ექოკარდიოგრაფია ან ექოსკოპია;
  • გულის კათეტერიზაცია ან კორონარული ანგიოგრაფია;
  • B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP). ეს არის გულის შეტევის შემდეგ გულის უკმარისობის დასადგენად.

რას ნიშნავს ტესტის შედეგები?

ტესტის შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის ისტორიისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

შედეგები მოცემულია ნანოგრამებში მილილიტრზე (ნგ/მლ). ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს ხშირად აქვთ მცირე ან საერთოდ არ აქვთ გულის ტროპონინი სისხლში. ტროპონინის I დონე ხშირად 0,12 ნგ/მლ-ზე ნაკლებია. ტროპონინის თ დონე ხშირად 0,01 ნგ/მლ-ზე ნაკლებია.

ნორმალური დონის შედეგები განსხვავდება. მაგრამ გულის ტროპონინის დონეები რეფერენტული დიაპაზონის 99%-ზე ზემოთ, მიუთითებს გულის კუნთის დაზიანებაზე და გულის შეტევაზე.

როგორ ტარდება ეს ტესტი?

ტესტი ტარდება ვენური სისხლის ნიმუშის გამოყენებით.

რამ შეიძლება იქონიოს გავლენა ტესტის შედეგებზე?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ფაქტორებმა იმოქმედოს შედეგებზე.

როგორ უნდა მოვემზადო ამ ტესტისთვის?

პაციენტს არ სჭირდება ამ ტესტისთვის სპეციალური მომზადება.