ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ გულის მწვავე უკმარისობაზე
გულის მწვავე უკმარისობის ტიპიური ნიშნები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ სისხლის მიმოქცევის რომელ წრეში მოხდა შეგუბება.
- სისხლის მიმქცევის დიდ წრეში შეგუბების შემთხვევაში საუბარია მარჯვენა პარკუჭის უკმარისობაზე.
მარჯვენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნებია:
- კისრის საუღლე ვენების შეშუპება,
- გადიდებული ღვიძლი
- მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილი,
- ორმხრივი პერიფერიული შეშუპება,
- ციანოზი,
- ასციტი.
თუ სისხლის მიმოქცევის მცირე წრეშია შეგუბება, ვითარდება მარცხენა პარკუჭის უკმარისობა.
მისი სიმპტომები:
- შეტევითი ხველა,
- ორთოპნოე,
- პაროქსიზმული ქოშინი ღამით,
- ფილტვებში სველი ხიხინი.