/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

5 რჩევა, რომელიც ინფარქტისა და ინსულტისგან მაქსიმალურად დაგვიცავს

5 რჩევა, რომელიც ინფარქტისა და ინსულტისგან მაქსიმალურად დაგვიცავს
გახსოვდეთ, რომ არტერიული წნევის მატება არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩვენი გული დიდი დატვირთვით მუშაობს. მართალია, კარდიოლოგია სწრაფად ვითარდება და ექიმებს სულ უფრო მეტი საშუალება აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების დასახმარებლად, მაგრამ ასეთ დროს, საკმაოდ ხშირად, სამედიცინო ჩარევები რთულ პროცედურებს მოიცავს და თანაც ეს ყოველივე საკმაოდ ძვირია. არადა, ჩვენ მარტივი, სწორი ქცევით შეგვიძლია რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ჩარევა დაგვჭირდეს და თანაც უფრო სოლიდურ ასაკში.

რა იწვევს გულის და სისხლძარღვთა დაავადებებს?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორები კარგად არის ცნობილი. ესენია:

  • მეტაბოლური დარღვევები და სიმსუქნე;
  • დიაბეტი;
  • უმოძრაობა;
  • მოწევა.

გულ-სისხლძარღვთა ავადობის შემთხვევების თითქმის ნახევარი გამოწვეულია არტერიული ჰიპერტენზიით, ხოლო მეორე ნახევარი თითქმის თანაბრად ნაწილდება გულის კორონარულსა და ცერებროვასკულარული დაავადებებზე.

რატომ მოქმედებს ცუდად მოწევა გულსა და სისხლძარღვებზე

ყველამ კარგად იცის, რომ მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ფუჭი სიტყვები არ გეგონოთ -‘’მოწევა კლავს“. მაგალითად, აშშ-ში ნიკოტინის მოხმარებას ყოველწლიურად 480 000-ზე მეტ ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სიგარეტსა და სიგარეტის კვამლში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლიათ ფილტვის კიბოს და მრავალი სხვა დაავადების გამოწვევა.

მაგრამ ის თუ იცით, რომ სიგარეტში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ნიკოტინი და ნახშირბადის მონოქსიდი, შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გულსა და სისხლძარღვებზე? ეს ნივთიერებები არღვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. აზიანებენ გულსა და სისხლძარღვებს, რის გამოც გულის დაავადების განვითარების რისკიც იზრდება.

ქვემოთ ვისაუბრებთ გულზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედებაზე და გულისთვის იმ სარგებელზე, რომელიც აშკარად შესამჩნევი გახდება მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში.

ნიკოტინის ეფექტი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 40 წლის მამაკაცს აწუხებ მონაცვლეობით არითმიები, ჰაერის უკმარისობა და წნევები. დაუნიშნეს ბეტალოკ ზოკი, 25მგ.-იანი. სვავს ნახევ ტაბლეტს, თუმცა ეგეც არ შველის. მუდმივად ცუდადაა. შეიძლება ეს იყოს გამოწვეული ნევროზით? ჰოლტერის დასკვნა ქვემოთ დავაკოპირე. მადლობა უღრმესი წინასწარ რჩევისთვის. მონიტორინგი ჩატარდა 22:35 საათის განმავლობაში. გამოკვლევის პერიოდში პაციენტის ძირითადი რიტმი იყო სინუსური, გამოხატული სინუსური არითმიის ეპიზოდებით. სულ დაფიქსირდა 115066 კომპლექსი, მათ შორის 3 მონომორფული ფართოკომპლექსოვანი და 16 სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა. სინუსური ტაქიკარდიის ერთ-ერთი ეპიზოდი აღინიშნა ღამით 01:56 სთ-ზე, გ.შ.ს. 134-მდე. მინიმალური სინუსური რითმი 51 შეკ/წთ-ში აღინიშნა 08:51 სთ-ზე. მაქსიმალური სინუსური რითმი იყო 151 შეკ/წთ-ში 14:16 სთ-ზე; საშუალო გ.შ.ს. 85 შეკ/წთ. პაუზა &gt; 2.0 წმ-ზე არ დაფიქსირდა. კორეგირებული QT ინტერვალი ნორმის ფარგლებშია. აღინიშნა ST-სეგმენტის 1მმ დეპრესია ტაქიკარდიის ზოგ ეპიზოდში, გამოვლინდა T კბილის პოლარობის ცვლილებები. ეპიზოდებში დაფიქსირდა ნაადრევი რეპოლარიზაცია. გულის რიტმის ვარიაბელობის მაჩვენებელი : SDNN(ms 118.6 (N132+30); PNN 50% 4.8 -- სიმპათიკური და პარასიმპათიკური პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემების თანაბარ ტონუსზე მიუთითებს.</p>

იცოდით, რომ სიგარეტი საშუალო 5000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს? მათ შორისაა-დარიშხანი, ფორმალდეჰიდი და ფისი, აგრეთვე ნიკოტინი და ნახშირბადის მონოქსიდი. სხვათაშორის, მას შემდეგ რაც ამის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი, სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ გაიზარდა ვეიპინგისა და ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ აორთქლების გვერდითი ეფექტები ბოლომდე არ არის შესწავლილი, ელექტრონული სიგარეტის გამოყენების დროსაც კი, ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება.

გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ურჩევენ, მოერიდონ სიგარეტის მოწევას. მათთვის პასიური მოწევაც (სულ ერთია ტრადიციულ სიგარეტი იქნება თუ ორთქლის) მავნებელია, რადგან ის გულის დატვირთვას ძალიან ზრდის. მოწევა ორგანიზმზე რამდენიმე სახის მავნე გავლენას ახდენს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ნიკოტინი გულზე შემდეგი გზებით მოქმედებს:

  • ზრდის არტერიულ წნევას;
  • აჩქარებს გულისცემას;
  • იწვევს არტერიების და სისხლძარღვების შევიწროებას;
  • იწვევს არტერიების გამკვრივებას;

ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადება, ინფარქტი ან ინსულტი.

ნიკოტინი სხეულში მოწევის შემდეგ რვა საათის განმავლობაში რჩება და მისი მავნე გავლენა ჯანმრთელობაზე მოწევის შემდეგაც საათობით გრძელდება.

ნახშირბადის მონოქსიდი

სიგარეტში შემავალი კიდევ ერთი საშიში ქიმიკატია ნახშირბადის მონოქსიდი. ის უკავშირდება ჰემოგლობინს, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის გადატანაზე. მას შემდეგ, რაც ნახშირბადის მონოქსიდი დაუკავშირდება ჰემოგლობინს, ჟანგბადი ვერღა უერთდება მას, რაც ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც უნდა მიეწოდოს ჩვენ ყველა უჯრედს და ასაზრდოოს იგი. ვითარდება დომინოს ეფექტი - იმისთვის, რომ სხეულს მეტი ჟანგბადი მიეწოდოს, საჭიროა მეტი სისხლის გადატანა, გულს მეტი მუშაობა უწევს და შეიძლება ზომაშიც კი მოიმატოს (გადიდდეს). ყოველივე ამსა შეუძლია გულისა და სისხლძარღვების სტრუქტურისა და ფუნქციის შეცვლა და იზრდება წნევის მატების და სერიოზული ავადმყოფობის განვითარების რისკი.

მოწევზე თავის დანებების შემთხვევაში მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაზიანება და გულის დაავადებებისა და სხვა გართულებების განვითარების რისკი კლებულობს.

გულისთვის სარგებელი მოწევის შეწყვეტის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინისა და ვეიპინგის გვერდითი მოვლენები აშკარაა, ადამიანები მაინც იწყებენ ან თავს არ ანებებინ მოწევას. ყველამ უნდავ იცოდეთ, რომ ამ მავნე ჩვევაზე თავის დანებებით დავეხმარებით ორგანიზმს აღდგენითი პროცესების დაუყონებლივ დაწყებაში.

თუ თავს დაანებებთ მოწევას, ძალიან არგებთ გულს:

  • მოწევის შეწყვეტიდან 20 წუთის შემდეგ გულისცემა იკლებს;
  • მოწევის შეწყვეტიდან 12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმას უბრუნდება;
  • მოწევის შეწყვეტიდან ოთხი წლის შემდეგ, ინსულტის რისკი კლებულობს და ისეთივეა, როგორც არამწეველებში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა

უმარტივესი წესების დაცვამ შეიძლება აღკვეთოს ან მრავალი წლით გადადოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების განვითარება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  1. შეწყვიტე მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება;
  2. ნუ დაუმატებთ საკვებს მარილს;
  3. მიირთვით ყოველდღიურად 400-500 გრამი ახალი ბოსტნეული და ხილი;
  4. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა - მინიმუმ 30 წუთი დღეში;
  5. პერიოდულად გაზომეთ არტერიული წნევა. მაღალი წნევა მიუთითებს იმაზე, რომ გული ძალიან ბევრს მუშაობს და დროა მიმართოთ ექიმს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გამონაყარი ჩნდება სახესა და კისერზე, რამდენიმე საათში კი მთელ სხეულზე ვრცელდება - წითურა ბავშვებში
გამონაყარი ჩნდება სახესა და კისერზე, რამდენიმე საათში კი მთელ სხეულზე ვრცელდება - წითურა ბავშვებში
წითურა ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა.
სრულად
იწვევს თუ არა წითელაზე აცრა აუტიზმს - რა დაადგინა მრავალწლიანმა კვლევამ
იწვევს თუ არა წითელაზე აცრა აუტიზმს - რა დაადგინა მრავალწლიანმა კვლევამ
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
სრულად
ზაფხულის ნაკვალევი ბავშვის სხეულზე
ზაფხულის ნაკვალევი ბავშვის სხეულზე
ზაფხული ბავშვის სხეულზე ნაკვალევს ტოვებს. ეს მხოლოდ ნამზეური არ არის - არცთუ იშვიათად კანზე გაურკვეველი
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

5 რჩევა, რომელიც ინფარქტისა და ინსულტისგან მაქსიმალურად დაგვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები