რა არის სტენტირება და რა გართულებებია მოსალოდნელი სტენტირების შემდეგ
რა გართულებებია მოსალოდნელი სტენტირების შემდგომ?
ყველაზე ხშირი გართულება თრომბოზია, რომელიც შესაძლოა განვითარდეს როგორც ადრეულ, ისე მოგვიანო სტადიაზე, მას თან ახლავს ინფარქტის მსგავსი ტკივილი გულმკერდის არეში.
სწორედ ამ გართულების პროფილაქტიკისთვის მანიპულაციის შემდგომ პაციენტებს უნიშნავენ საკმაოდ მძლავრ დეზაგრეგანტულ პრეპარატებს და ანტიკოაგულანტებს, რომლებიც თრომბოზის რისკის შემცირების საშუალებას იძლევა.
ხშირი გართულებაა სტენტის რესტენოზი, ანუ მდგომარეობა, როდესაც უკვე ჩადგმული სტენტი ხელახლა იფარება ათეროსკლეროზული ფოლაქით ან ითრომბება.
მანიპულაციისას მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება კონტრასტულ ნივთიერებაზე, რომელიც ამ დროს გამოიყენება.
სტენტირების შემდგომ გართულებანი შედარებით ხშირია ქრონიკულად მოავადე პირებში, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტით მოავადეები, თირკმელების დაავადების და სისხლის შემადედებელი სისტემის პათოლოგიების მქონე პირები.
სწორედ ამიტომ სტენტირების კანდიდატები საკმაოდ დეტალურ და საგულდაგულო სამედიცინო შემოწმებას გადიან. სტენტირების შემდგომ ისინი ასევე სპეციალურ დისპანსერულ მეთვალყურეობას ექვემდებარებიან.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ "მკურნალის" სპეცპროექტი ამავე თემაზე