განსაკუთრებით საყურადღებოა სტაბილური ჰიპერტენზიის სტადია - ამ პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა დატვირთვას და იქმნება კარგად ყოფნის ილუზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განსაკუთრებით საყურადღებოა სტაბილური ჰიპერტენზიის სტადია - ამ პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა დატვირთვას და იქმნება კარგად ყოფნის ილუზია

- ესენციური ჰიპერტენზიის ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე არ არის ნათელი...

- თანამედროვე მედიცინა ჰიპერტონიული დაავადების განვითარების მრავალ თეორიას იცნობს. ეს პოლიეტიოლოგიური ანუ მრავალი მიზეზით განპირობებული დაავადებაა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით განწყობას, ჭარბ წონას, ქრონიკულ სტრესს, გადაჭარბებულ ემოციურობას, სულიერ განცდებს, ნერვულ დაძაბულობას (სტაბილურად მაღალ არტერიულ წნევას ყველაზე ხშირად სწორედ ნერვული მექანიზმი იწვევს), თამბაქოს წევას, სუფრის მარილის ჭარბ და ხანგრძლივ მოხმარებას, საკვებში კალციუმის სიმცირეს, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას, შაქრიან დიაბეტს, ასაკს (ხანდაზმულ ასაკში სისხლძარღვის კედელი სქელდება და მისი სანათური ვიწროვდება, რის შედეგადაც ბევრს ჰიპერტონიული დაავადება უვითარდება). როგორც უკვე ითქვა, ჰიპერტონიის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმელების დაავადებაც. სისხლის წნევის მომატებას იწვევს სისხლის გაძლიერებული შედედება, მაგალითად, არასწორი კვებისას, რასაც ქოლესტერინის დონის მომატებაც ახლავს თან, ასევე - გულის გაძლიერებული მუშაობა.

განსაკუთრებით საყურადღებოა სტაბილური ჰიპერტენზიის სტადია - ამ პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა დატვირთვას და იქმნება `კარგად ყოფნის~ ილუზია, ანუ ადამიანი პრაქტიკულად არ განიცდის ტკივილს, უსიამოვნო შეგრძნებებს, დისკომფორტს და ამიტომ არც მკურნალობს.

რა არის მოსაზღვრე არტერიული ჰიპერტენზია?

- მოსაზღვრე არტერიული ჰიპერტენზია ის მდგომარეობაა, რომლის დროსაც აღინიშნება წნევის მცირედი ეპიზოდური მატება 140/90 მმ ვწყ. სვ-ზე მეტად; დანარჩენ დროს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ადამიანებმა, რომლებსაც არტერიული წნევის ასეთი ცვალებადობა აღენიშნებათ, წნევა რეგულარულად უნდა იზომონ და იკონტროლონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა გართულებები თავიდან აიცილონ.

წაიკითხეთ სრულად