რა კვლევები ტარდება იმისათვის, რომ არითმიის დიაგნოზი დაისვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა კვლევები ტარდება იმისათვის, რომ არითმიის დიაგნოზი დაისვას

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პაციენტის დეტალური გასინჯვა. ამ გზით მიღებული მონაცემების საფუძველზე ექიმი წყვეტს, საჭიროა თუ არა კარდიოლოგიური გამოკვლევა. ერთი შეხედვით, ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, რადგან პაციენტთა უმრავლესობა გულის ფრიალს გულის დაავადების სიმპტომად მიიჩნევს. საბედნიეროდ, ასე არ არის - არცთუ იშვიათად გულის ფრიალი სულ სხვა მიზეზითაა განპირობებული, მაგალითად, ძლიერი ემოციით, და მაშინაც კი, როცა ვარაუდობენ, რომ არითმია შესაძლოა გულის დაავადების გამოხატულება იყოს, ეს ვარაუდი კვლევით ყოველთვის არ დასტურდება.

ელექტროკარდიოგრაფია

როცა ექიმი ვარაუდობს, რომ გულის ფრიალი არითმიასთანაა დაკავშირებული, კვლევა ელექტროკარდიოგრაფიით იწყება. ჩვენებისამებრ, შესაძლოა ჩატარდეს:

ელექტროკარდიოგრაფია მოსვენებულ მდგომარეობაში;ჰოლტერის მონიტორინგი - ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა 24 საათის განმავლობაში პაციენტის სხეულთან ელექტროდებით დაკავშირებული პატარა აპარატით და მიღებული ჩანაწერის გაშიფვრა;დატვირთვის ტესტი ანუ სტრესტესტი - ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა პაციენტის ფიზიკური დატვირთვისას. ამ დროს პაციენტი დარბის მოძრავ ბილიკზე ან ატრიალებს ველოსიპედის პედლებს.

ტილტ-ტესტი ანუ დახრილი მაგიდის ტესტი

პაციენტს აწვენენ მაგიდაზე, რომლის დახრილობის კუთხეც შეიძლება შეიცვალოს. ეს იმის დადგენის საშუალებას იძლევა, რა გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა პოზიცია არითმიის აღმოცენებაზე. ეს კვლევა ინფორმაციულია აუხსნელი მიზეზით განპირობებული გულის წასვლის შესწავლის დროსაც.

ელექტროფ იზიოლოგიური კვლევა

ამ კვლევისას კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება ანომალიური გულისცემის შესახებ. ელექტროფიზიოლოგიური კვლევისას ბარძაყის ვენის გავლით გულში თავსდება სპეციალური კათეტერი, რომლის მეშვეობითაც იწერება ელექტრული აქტივობის ცვლილება სხვადასხვა სტიმულის პასუხად. ეს მონაცემები ექიმს არითმიის ტიპისა და მიზეზის დადგენაში ეხმარება.