როგორ ვუმკურნალოთ არტერიულ ჰიპერტენზიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ არტერიულ ჰიპერტენზიას

რომ არტერიული წნევის დასაქვეითებლად პაციენტები სხვადასხვა პრეპარატს იყენებენ. სამწუხაროდ, ისინი ხშირად სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ექიმთა რჩევას არამედიკამენტური ღონისძიებების შესახებ, რომელთა წყალობითაც შეიძლება არტერიული წნევა უმედიკამენტოდაც დაუბრუნდეს ნორმას, ან საკმარისი იყოს წამლების ნაკლები რაოდენობა ან უფრო დაბალი დოზა.

დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა არამედიკამენტური ღონისძიებებით - ცხოვრების წესის შეცვლით იწყება. წნევის დაქვეითებაში გვეხმარება:

  • ჯანსაღი კვება - საკვებში ბოსტნეულისა და ხილის საკმარისი რაოდენობა, სუფრის მარილისა და სოდის შემცველი საკვების მიღების შემცირება;ნ წონის რეგულირება;ნ ვარჯიში - კვირის უმეტესი დღეების განმავლობაში 30-წუთიანი, საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა. შესაძლოა ეს იყოს 10-წუთიანი აქტივობა დღეში 3-ჯერ;ნ ალკოჰოლიანი სასმელების მიღების შემცირება;ნ თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;ნ სტრესის მართვა.

ჰიპერტენზიის მედიკამენტური მკურნალობა

როცა ზემოთ ჩამოთვლილი არამედიკამენტური ღონისძიებები არტერიული წნევის რეგულირებისათვის საკმარისი არ არის, ექიმი იღებს მედიკამენტური მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილებას. ექიმის არჩევანი მის ხელთ არსებული განსხვავებული პრეპარატების არსენალიდან დამოკიდებულია არტერიული წნევის ციფრებსა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სადღეისოდ საკამათო აღარაა, რომ ორი ან მეტი პრეპარატით წნევა უკეთ ქვეითდება, ვიდრე ერთით. შესაძლოა პაციენტისათვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ არტერიული წნევის სამკურნალო ეფექტური პრეპარატის ან მათი კომბინაციის აღმოჩენა ხშირად რამდენიმე წარუმატებელი მცდელობით არის შესაძლებელი.

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზანია, რომ წნევა დაქვეითდეს 130/80-ზე დაბლა, როცა:

  • პაციენტი 65 წლის ან მეტი ასაკის სხვამხრივ ჯანმრთელი ადამიანია;ნ პაციენტი 65 წელზე ნაკლები ასაკის სხვამხრივ ჯანმრთელი ადამიანია, თუმცა მას აქვს მომავალი 10 წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების აღმოცენების 10%-იანი ან მეტი რისკი (გამოითვლება სპეციალური კალკულატორებით);ნ პაციენტს აქვს თირკმლების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი ან კორონარული არტერიების დაავადება.ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არტერიული წნევის სამიზნე ციფრებს, ანუ რა ციფრებამდე უნდა დაქვეითდეს წნევა, განსაზღვრავს ექიმი პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რიგი სხვა მონაცემების გათვალისწინებით.

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო ძირითადი მედიკამენტები

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ძირითადად, გამოიყენება შარდმდენები, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების ბლოკერები, კალციუმის არხების ბლოკერები. ქვემოთ შევეცდებით განვიხილოთ თითოეული ჯგუფი.

შარდმდენები

შარდმდენები ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფენ სითხესა და ნატრიუმს, რის შედეგადაც მცირდება არტერიებსა და ვენებში არსებული სითხის რაოდენობა და ქვეითდება ზეწოლა სისხლძარღვთა კედლებზე. განასხვავებენ 3 ტიპის შარდმდენებს - თიაზიდური, ჰენლეს მარყუჟზე მოქმედი და კალიუმის დამზოგველი. მათი გამოყენებისას ექიმის არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის არტერიული წნევის მაჩვენებელსა და თანმხლებ დაავადებებზე - მაგალითად, აქვს თუ არა პაციენტს თირკმლების ქრონიკული დაავადება ან გულის უკმარისობა. სადღეისოდ, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება ქლორთიაზიდი, ჰიდროქლორთიაზიდი და სხვა პრეპარატები.

შარდმდენების ფართოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტია გახშირებული შარდვა, კალიუმის შემცველობის დაქვეითება. უკანასკნელის გამო ექიმმა შეიძლება დანიშნულებას დაამატოს კიდევ ერთი შარდმდენი, რომელიც კალიუმის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ხშირად მხოლოდ შარდმდენი არ არის საკმარისი არტერიული წნევის დასაქვეითებლად, რის გამოც ექიმი პაციენტს სხვა ჯგუფის პრეპარატსაც უნიშნავს.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრილი და სხვა) ბლოკავენ ორგანიზმში ანგიოტენზინის გარდაქმნას, რითაც ამცირებენ სისხლძარღვების შემავიწროებელი ნივთიერების - ანგიოტენზინ II-ის სინთეზს. ეს კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გაფართოებას. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიონ მშრალი ხველა. თუ სიმპტომი ძალიან შემაწუხებელია, პრეპერატს ცვლიან ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების ბლოკერით.

ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების ბლოკერები

ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების ბლოკერები (ლოზარტანი, კენდესარტანი და ა. შ.) სისხლძარღვთა გაფართოებას იწვევენ არა ანგიოტენზინ-2-ის წარმოქმნით, არამედ მისი აქტივობის დათრგუნვით.

კალციუმის არხების ბლოკერები

კალციუმის არხების ბლოკერები (ამლოდიპინი, დილთიაზემი, ნიფედიპინი, ვერაპამილი) აფერხებენ გულისა და არტერიების უჯრედებში კალციუმის შეღწევას, რითაც იწვევენ არტერიების მოდუნებას და არტერიული წნევის დაქვეითებას. ზოგიერთი კალციუმის ანტაგონისტი ამცირებს გულისცემის სიხშირესაც.

არსებული მონაცემების თანახმად, კალციუმის არხების ბლოკერები უკეთეს ეფექტს ავლენენ ხანშიშესულებისა და აფრიკელებისათვის, ვიდრე მხოლოდ ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები.

კალციუმის არხების ბლოკერის - ამლოდიპინის გავრცელებული და ცნობილი გვერდითი ეფექტია ქვედა კიდურების შეშუპება, რაც ზოგჯერ იმდენად შემაწუხებელია პაციენტისათვის, რომ აუცილებელი ხდება პრეპარატის შეცვლა.

კალციუმის არხების ბლოკერებით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული გრეიპფრუტის წვენის მიღება - გრეიპფრუტი ზრდის კალციუმის ზოგიერთი ანტაგონისტის კონცენტრაციას სისხლში.

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო დამატებითი მედიკამენტები

არის შემთხვევები, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებით ან მათი კომბინაციით ვერ მიიღწევა არტერიული წნევის სასურველი (სამიზნე) ციფრები. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დამატებით დაინიშნოს სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატები. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ალფა ბლოკერები

ალფა ბლოკერები აფერხებენ ჰორმონ ნორეპინეფრინის (ნორადრენალინის) ზემოქმედებით მცირე არტერიებისა და ვენების კედლების კუნთების შეკუმშვას, რის შედეგადაც სისხლძარღვების სანათური ღია და მოდუნებული რჩება. ალფა ბლოკერების მაგალითებია დოქსაზოზინი (კარდურა), პრაზოზინი (მინიპრესი).

ალფა-ბეტა ბლოკერები

ამ ჯგუფის პრეპარატები ბეტა ბლოკერების მსგავსად მოქმედებენ - ბლოკავენ ნერვული იმპულსის გადაცემას სისხლძარღვებისთვის და ამცირებენ გულისცემის სიხშირეს, რითაც აქვეითებენ სისხლძარღვებში გადასროლილი სისხლის მოცულობას. ალფა-ბეტა ბლოკერები გამოიყენება, როცა პაციენტს არტერიულ ჰიპერტენზიასთან ერთად გულის უკმარისობის რისკიც აქვს. ამ ჯგუფის პრეპერატების მაგალითებია კარვედილოლი, ლაბეტალოლი.

ბეტა ბლოკერები

ბეტა ბლოკერები ბლოკავენ ჰორმონ ეპინეფრინის (ადრენალინის) ეფექტს. აღნიშნულის შედეგად მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, შეკუმშვის ძალა, იკლებს გულის დატვირთვა და ფართოვდება გულის სისხლძარღვები. ბეტა ბლოკერების მაგალითებია აცებუტოლი, ატენოლოლი, მეტოპროლოლი, ნადოლოლი და ა. შ. ბეტა-ბლოკერები დამოუკიდებლად არ გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, თუმცა ეფექტურია სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში.

ალდოსტერონის ანტაგონისტები

ალდოსტერონის ანტაგონისტები შარდმდენი პრეპარატებია. ისინი ბლოკავენ ჰორმონ ალდოსტერონს და ამით ამცირებენ ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შეკავებას, რაც არტერიული წნევის დაქვეითების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვეულებრივ, ამ ჯგუფის პრეპარატები (სპირონოლაქტონი და ეპლერენონი) გამოიყენება, როცა რთულია არტერიული წნევის სამიზნე ციფრების მიღწევა ან როცა პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი ან გულის უკმარისობა.

რენინის ინჰიბიტორები

რენინი არის ნივთიერება, რომელიც ადამიანის თირკმელში წარმოიქმნება და რიგი გარდაქმნების შედეგად არტერიული წნევის მატებას იწვევს. ალისკირენი (ტეკტურნა) ამცირებს რენინის პროდუქციას და ამით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. ალისკირენი არ გამოიყენება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების ბლოკერებთან ერთად.

ვაზოდილატატორები

ვაზოდილატატორები აფერხებენ არტერიებისა და ვენების კუნთების შეკუმშვას მათი კედლების კუნთებზე პირდაპირი ზემოქმედებით. ეს აადვილებს გულის მუშაობას, აქვეითებს წნევას. ვაზოდილატატორული პრეპარატებია - ჰიდრალაზინი, მინოქსიდილი.

ცენტრალური მოქმედების პრეპარატები

ცენტრალური მოქმედების პრეპარატები თავის ტვინს „არ აძლევენ საშუალებას“ ნერვულ სისტემას გაუგზავნოს იმპულსი, რაც გულისცემის აჩქარებას და სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. ამით გული სისხლის გადატუმბვისას ისე აღარ იტვირთება და სისხლძარღვები აღარ ვიწროვდება. ამ ჯგუფის პრეპარატებია კლონიდინი (კლოფელინი), მეთილდოფა (დოპეგიტი), გუანფაცინი.

რეზისტენტული ჰიპერტენზიის მკურნალობა

არის შემთხვევები, როცა პაციენტი ასრულებს არამედიკამენტური მკურნალობის რეკომენდაციებს, სრული დოზით იღებს 3 ანტიჰიპერტენზიულ (წნევის დამწევ) პრეპარატს, რომელთაგანაც ერთი არის შარდმდენი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არტერიული წნევა სტაბილურად მაღალი რჩება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს რეზისტენტული (მდგრადი) ჰიპერტენზია. რეზისტენტულ ჰიპერტენზიაზე საუბრობენ ასევე, როცა არტერიული წნევის სამიზნე ციფრების მისაღწევად აუცილებელი ხდება ერთდროულად 4 პრეპარატის მიღება. ასეთ შემთხვევებში ექიმი იწყებს მაღალი წნევის მიზეზების ძიებას. რეზისტენტული ჰიპერტენზია არ ნიშნავს, რომ თანამედროვე საშუალებებით წნევის სამიზნე ციფრები ვერ მიიღწევა.

რეზისტენტული ჰიპერტენზიის მკურნალობა მრავალ საფეხურს მოიცავს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • წნევის დამწევი მედიკამენტების ცვლა მათი საუკეთესო კომბინაციის გამოსავლენად;ნ პაციენტის მიერ სხვა დაავადებების გამო მიღებული ყველა მედიკამენტის (მათ შორის - მცენარეულის და ექიმის დანიშნულების გარეშე შეძენილის) გამოვლენა;ნ წნევის კონტროლი შინ ყოფნის დროს ეგრეთ წოდებული „თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის“ გამოსარიცხად (წნევის მატება ექიმთან ვიზიტისას, რაც შინ წნევის გაზომვისას არ ვლინდება);ნ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო არამედიკამენტური ღონისძიებების გათვალისწინება და შესრულება;ნ აუცილებელია ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების რეგულარული მიღება;ნ დაუშვებელია დოზის გამოტოვება ან ზოგიერთი მედიკამენტის უეცარი შეწყვეტა. მაგალითად, ბეტა-ბლოკერების ან კოლინიდინის უეცარი შეწყვეტა შეიძლება წნევის მკვეთრი მატების მიზეზი გახდეს.

არტერიული ჰიპერტენზიის სამომავლო მკურნალობა

მეცნიერები აგრძელებენ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის შესაძლებლობების კვლევას. ამჟამად შეისწავლიან კათეტერული ულტრასონოგრაფიისა და თირკმლის სიმპატიკური ნერვის რადიოსიხშირული აბლაციის (ე. წ. თირკმლის დენერვაცია) როლს რეზისტენტული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. ადრეულმა კვლევებმა გარკვეული ეფექტები გამოავლინა, თუმცა შემდგომმა გამოკვლევებმა რეზისტენტული ჰიპერტენზიისას მნიშვნელოვანი წარმატება აღარ დაადასტურა. აღნიშნულის გამო საკითხის შესწავლა და კვლევა გრძელდება.

არტერიული ჰიპერტენზიის კომბინირებული თერაპია

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტების ეფექტურობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია პაციენტის ასაკი, სქესი, რასა, წნევის საწყისი დონე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

სადღეისოდ აღიარებულია, რომ ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ორი პრეპარატის კომბინაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი მედიკამენტი. ხშირად სამიზნე ციფრებამდე წნევის დასაქვეითებლად აუცილებელია დამატებითი საშუალებაც.

მაღალი არტერული წნევა ხშირად თანხლებულია სხვა პრობლემებით ან ზრდის მათი აღმოცენების რისკს. ასეთ მდგომარეობათა შორის აღსანიშნავია:

  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;ნ კორონარული არტერიების დაავადება;ნ შაქრიანი დიაბეტი;ნ მწვავე კორონარული სინდრომი ან ინსულტი;ნ გულის უკმარისობა;ნ გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია.

ჰიპერტენზიის მიზანმიმართული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, დავაქვეითოთ ამ გართულებათა რისკი. აღნიშნული მდგომარეობების არსებობა კარნახობს ექიმს გარკვეული პრეპარატების შერჩევას ჰიპერტენზიის კომბინირებული მკურნალობისას. მაგალითად, სტენოკარდიის დროს, რაც კორონარული არტერიების დაავადების გამოვლინებაა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ბეტა-ბლოკერი, რომელიც აქვეითებს წნევას, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, გულის არეში ტკივილსა და კორონარული სიკვდილის რისკს. დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის თანაარსებობისას ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები აქვეითებენ გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. თუ პაციენტს ერთდროულად აქვს დიაბეტი, მაღალი წნევა და თირკმლის ქრონიკული დაავადება, რეკომენდებულია ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ-2 რეცეპტორების ბლოკერები.

შემთხვევათა უდიდეს ნაწილში ცხოვრების წესის შეცვლა და ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები არტერიული წნევის წარმატებული კონტროლის საშუალებას გვაძლევენ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობის ოპტიმალური საშუალებების ძიებისას სხვადასხვა მედიკამენტის კომბინაციების შერჩევა, წარუმატებლობა, ცვლილება და შედეგის მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მი­ღწევა ჩვეულებრივი მოვლენაა და მზად უნდა ვიყოთ ექიმთან ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის.