მოზარდთა გული - მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდი გონებრივი დატვირთვა ნაკლებმოძრავ ცხოვრების წესთან ერთად იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციის მოშლას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოზარდთა გული - მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდი გონებრივი დატვირთვა ნაკლებმოძრავ ცხოვრების წესთან ერთად იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციის მოშლას

გულის მასის ზრდა არ შეესაბამება მთელი სხეულის ზრდის ხარისხს. ამიტომ არის, რომ სქესობრივი მომწიფების ასაკში გოგონები და ვაჟები უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას, განსაკუთრებით - ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, ტკივილს გულმკერდის არეში, მოჭერის შეგრძნებას, უფრო ადვილად მისდით გული მზეზე გადახურების, მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურის პირობებში მოხვედრის, სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს.

ამ სიმპტომებს მშობლები ხშირად გულის დაავადებებს უკავშირებენ და ექიმთან ვიზიტის შემდეგ ცდილობენ, შვილი დამზოგველ დღის რეჟიმზე გადაიყვანონ, არიდებენ ყოველგვარ ფიზიკურ დატვირთვას, რაც დიდი შეცდომაა. ერთადერთი ბუნებრივი წამალი, რომელსაც შეუძლია, გულ-სისხლძარღვთა სისტემა მზარდი მოთხოვნების შესაბამისად აამუშაოს, სწორედ რეგულარული ფიზიკური დატვირთვაა, რაც სპორტსა და ნორმირებულ შრომით საქმიანობას გულისხმობს.

სამწუხაროდ, მოძრაობის დეფიციტი და მუსკულატურის მოდუნება თანამედროვე მოზარდების უბედურებად იქცა. ხშირად მათ ისე რცხვენიათ საკუთარი სისუსტისა და მოუქნელობისა, რომ ამის გამო ფიზკულტურას თავს არიდებენ და დროთა განმავლობაში უყალიბდებათ ისეთი ტიპის გული, რომელმაც, თუ მოზარდმა დროულად არ დაიწყო ვარჯიში, მომავალში შესაძლოა ზრდაც კი შეწყვიტოს.

მოზარდის ორგანიზმისთვის დამახასიათებელი მეორე თავისებურებაა შეუსაბამობა გულის მოცულობასა და იმ სისხლძარღვის სანათურის ზომას შორის, რომელშიც იგი სისხლს გადაისვრის. ეს შეუსაბამობა არტერიული წნევის მატებას იწვევს. მაგალითად, 10 წლის ასაკში გოგონებისა და ვაჟების არტერიული წნევის მაჩვენებელი 95/55-ია, 17 წლის ასაკში კი იგი ვაჟებში 120-65-ს უტოლდება, ხოლო გოგონებში - 115/60-ს. არტერიული წნევის არათანაბარზომიერი მატება იწვევს გულისცემის აჩქარებას, გულის ფრიალს, ზოგჯერ მოზარდი უჰაერობასაც უჩივის, რომელიც მალევე გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღეში კვლავ განმეორდეს.

მესამე თავისებურება, რომელიც მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემას ახასიათებს, გახლავთ მისი ნერვული რეგულაციის დროებითი დარღვევა, რომელიც ამ პერიოდში ენდოკრინულ და ნერვულ სისტემებში მიმდინარე რთული გარდაქმნებით არის განპირობებული და, თავის მხრივ, არღვევს გულის მუშაობის რიტმს, იწვევს მის შეკუმშვათა შემცირებას ან მატებას.

როდესაც მოზარდი ჰარმონიულად ვითარდება, ასეთი გარდაქმნები დიდხანს არ გრძელდება და უსიამოვნო სიმპტომები ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად ქრება. მიუხედავად ამისა, გულის მუშაობაში მომხდარი არც ერთი შეფერხება მშობლებს უყურადღებოდ არ უნდა დარჩეთ. ასეთი დარღვევები იმ მოზარდებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებსაც ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი ან ფარინგიტი აქვთ.

მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდი გონებრივი დატვირთვა ნაკლებმოძრავ ცხოვრების წესთან ერთად იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციის მოშლას და, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ამის თავიდან აცილება კი შესაძლებელია სწავლის, შრომისა და დასვენების რეჟიმის გონივრული ორგანიზებით. დღის განმავლობაში უფროსკლასელთა ჯამური გონებრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 7-8 საათს. დადგენილია, რომ ჩვენში ეს მაჩვენებელი დასაშვებზე გაცილებით მაღალია