/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

გულის შუილი, რომელიც თანდაყოლილი, ან შეძენილი მანკის შედეგია და რომელსაც პაციენტი სიმპტომურად ვერ აღიქვამს

გულის შუილი, რომელიც თანდაყოლილი, ან შეძენილი მანკის შედეგია და რომელსაც პაციენტი სიმპტომურად ვერ აღიქვამს
გვესაუბრება კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქეთევან ლარცულიანი.

- რომელი დაავადებები იწვევს ორგანულ შუილს?

- ორგანული შუილის გამომწვევი დაავადებები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად - გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებად. გულის თანდაყოლილი მანკი ახალშობილთა 0,8%-ს აღენიშნება. დადგენილია, რომ ასეთი პაციენტების მეოთხედს გულის მანკთან ერთად აქვს სხვა ორგანოთა ანომალიებიც. ზოგიერთი თანდაყოლილი მანკი სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ზოგჯერ კი მათი დიაგნოსტირება შემთხვევით ან მოწიფულ ასაკში ხდება.

თანდაყოლილი მანკებიც ორ ჯგუფად იყოფა. ესენია მანკები მარცხნიდან მარჯვნივ შუნტით და პირიქით, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ შუნტით. სისხლის შუნტირებას გულის კამერებს შორის არსებული პარკუჭთა და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტები განაპირობებს. შუნტირება ასევე შეიძლება შეგვხვდეს მაგისტრალურ სისხლძარღვებს – აორტასა და ფილტვის არტერიას შორის. ამ მანკს ღია ბოტალოს სადინარი ეწოდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობს აგრეთვე მანკები კომბინირებული გულშიგა ანომალიებით. ადამიანის გული, მოგეხსენებათ, ოთხსაკნიანია. ზოგჯერ ახალშობილი სამსაკნიანი გულით იბადება - აქვს ორი წინაგული და ერთი პარკუჭი.

შეძენილი მანკი შესაძლოა შეგვხვდეს სარქვლის შევიწროების (სტენოზის) ან ნაკლოვანების სახით, რომლის მიზეზიც არის რევმატიზმი, ინფექციური ენდოკარდიტი ან სარქველზე განვითარებული დეგენერაციული პროცესი. რევმატიზმი სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ყელის სტრეპტოკოკული ინფექციების - ტონზილიტისა და ფარინგიტის ფონზე, თუმცა მიკრობი სარქვლებს უშუალოდ არ აზიანებს. სარქვლის დაზიანება ორგანიზმში განვითარებული იმუნური რეაქციის შედეგია. ინფექციური ენდოკარდიტი არის გულის შიგნითა გარსის – ენდოკარდის ანთება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენი თვის წინ მქონდა გულის მიდამოში ჩხვლეტვა გავლითი ტკივილი მივედი გადაღებაზე გადამიღეს გულზე არაფერი არგჭირსო არც არითმია გაქვსო მაგრმა ხანდახან ჩხვლეტვა მაინც მაქვს გულის ზედა ნაწილში მარცხენა მხარის შუა ნაწილში და ხერხემლის ბრალი იქნება ხერხემალზე მაქვს ცოტა პრობლემა</p>

ენდოკარდი ფარავს გულის კუნთოვან გარსს და სარქვლებს. ინფექციური ენდოკარდიტის დროს მიკრობი უშუალოდ აზიანებს მათ. ამ დაავადების განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია უკვე არსებული სარქვლოვანი პათოლოგიის დროს. სარქვლის დეგენერაციული დაზიანება (კალცინოზი) მისი გასქელებით და გამკვრივებით გამოიხატება. ეს პათოლოგია განიხილება არა როგორც ქსოვილთა დაბერების პროცესი, არამედ როგორც კალციუმის ცვლის დარღვევა უჯრედის შიგნით და მის გარეთ.

- რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც გულის შუილი აქვს?

ასევე დაგაინტერესებთ
გულის ფრიალი შესაძლოა, ჰორმონალურმა ცვლილებებმა გამოიწვიოს
შეუძლია თუ არა ენდოკრინულ პრობლემებს, გამოიწვიოს გულის ფრიალი?

- ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, მკითხველი ალბათ მიხვდებოდა, რომ შუილი დაავადება არ არის. იგი დაავადების სიმპტომია. ამ სიმპტომს პაციენტი ვერ აღიქვამს. მას აღმოაჩენს ექიმი აუსკულტაციის - გულის ტონების მოსმენის - დროს. პაციენტის ჩივილები უკავშირდება შუილის გამომწვევ ძირითად დაავადებას.

ჩივილები მრავალფეროვანია: გულის ფრიალი, ადვილად დაღლა, სუნთქვის გაძნელება, დისკომფორტი ან ტკივილი გულის მიდამოში, სინკოპეს ანუ გულის წასვლის ეპიზოდები - და შესაძლოა, თავი იჩინოს როგორც მოსვენებისას, ასევე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ჩივილების არსებობა საკმაოდ ინდივიდუალურია და მათ აღმოცენებაში გულის ორგანულ დაავადებასთან ერთან ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობაც ასრულებს გარკვეულ როლს. არცთუ იშვიათად კომპენსაციის სტადიაში გულის საკმაოდ მძიმე დაავადება შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან ფუნქციური შუილი ასოცირებული იყოს პაციენტისთვის ძნელად ასატან კარდიულ ჩივილებთან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გულ-სისხლძარღვთა დამაზიანებელი რისკ-ფაქტორები
გულ-სისხლძარღვთა დამაზიანებელი რისკ-ფაქტორები
თანამედროვე მსოფლიოში, საკმაოდ აქტუალურ სამედიცინო პრობლემათა მრავალფეროვნების მიუხედავად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უწინდელივით ლიდერია
სრულად
მეცნიერთა აზრით, გულის უკმარისობა აჩქარებს ტვინის დაბერებას
მეცნიერთა აზრით, გულის უკმარისობა აჩქარებს ტვინის დაბერებას
CHF: გულის უკმარისობა აჩქარებს კოგნიტურ დაბერებას.
სრულად
როგორ მოქმედებს გაზაფხულის დადგომა გულის მუშაობაზე
როგორ მოქმედებს გაზაფხულის დადგომა გულის მუშაობაზე
სამი ფაქტორი, რომელიც იწვევს გულის ჯანმრთელობის გაუარესებას გაზაფხულზე.
სრულად
გულის დაავადების შესაძლო ფიზიკური ნიშნები
გულის დაავადების შესაძლო ფიზიკური ნიშნები
ბევრი ადამიანი გულის დაავადებას უკავშირებს აშკარა სიმპტომებს, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი.
სრულად
ნაწლავთა ბაქტერების ერთფეროვნება იწვევს გულის დაავადებებს
ნაწლავთა ბაქტერების ერთფეროვნება იწვევს გულის დაავადებებს
რაც უფრო ფართოა ნაწლავებში მცხოვრები მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება, მით უკეთესია სისხლძარღვებისთვის.
სრულად
დასახელდა მამაკაცებში გულის კორონარული დაავადების ახალი რისკფაქტორი
დასახელდა მამაკაცებში გულის კორონარული დაავადების ახალი რისკფაქტორი
IJC: ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე მამაკაცებს აქვთ გულის კორონარული დაავადების რისკი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გულის შუილი, რომელიც თანდაყოლილი, ან შეძენილი მანკის შედეგია და რომელსაც პაციენტი სიმპტომურად ვერ აღიქვამს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები