გულის ფრიალი შესაძლოა, ჰორმონალურმა ცვლილებებმა გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის ფრიალი შესაძლოა, ჰორმონალურმა ცვლილებებმა გამოიწვიოს

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ცვლილებები, სპონტანური ტაქიკარდია, გულის ფრიალი, გულმკერდის არეში, ზოგჯერ - უშუალოდ გულის მიდამოში სიმძიმის შეგრძნება,არტერიული წნევის დაქვეითება ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჰორმონული სტიმულაციის შედეგია.

მენოპაუზა ქალის სიცოცხლის ბუნებრივი ეტაპია, როდესაც მენსტრუალური ფუნქცია სრულდება. ეს ეტაპი გენეტიკურადაა დაპროგრამებული, თუმცა მისი დაწყების დრო და ხანგრძლივობა მრავალი ფაქტორით განისაზღვრება.

მენოპაუზა გამოწვეულია საკვერცხეების აქტივობის დაქვეითებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა სიცოცხლის რეპროდუქციულიდან არარეპროდუქციულ ფაზაში გადასვლა, რის შემდეგაც ბავშვის ბუნებრივად ჩასახვა და გაჩენა შეუძლებელია.

კრიტიკული დღეების წინ გულის ფრიალს პერიოდულად პრაქტიკულად ყველა ქალი უჩივის. ზოგჯერ ეს შრომის უნარის დაქვეითებასაც კი იწვევს. ამის მიზეზი შესაძლოა ჰორმონული ფაქტორი ან ფსიქოემოციური დარღვევა იყოს.

სადღეისოდ დამტკიცებულია, რომ მენსტრუაციამდელი სინდრომი დაკავშირებულია ჰორმონულ დარღვევებთან, რომელთა გამოხატულება სტრესულ სიტუაციებში მძაფრდება. მენსტრუაციის წინ იცვლება ქალის ჰორმონების დონე, რაც გულის მუშაობასაც ცვლის.

მენსტრუაციამდელი სინდრომი ყველაზე ხშირია 25-დან 30 წლამდე, ყველა ქალს თავისებურად აქვს გამოხატული და სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით ძლიერდება.

- როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას?

- მენსტრუაციამდელი სინდრომის სამკურნალოდ იყენებენ დიეტას, ფიზიკურ ვარჯიშს, ფიტოთერაპიას, ანტიდეპრესანტებს და ჰორმონულ პრეპარატებს.

- როგორ ხდება გულის ფრიალის გამომწვევი დაავადებების დიაგნოსტიკა?

- დიაგნოზის დასასმელად საჭიროა გამოკვლევების მთელი წყება. უპირველესად, უნდა ჩატარდეს ეკგ, აუცილებლობის შემთხვევაში - ლაბორატორიული კვლევები და ჰოლტერის ეკგ-მონიტორირება. აუცილებელია კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია.

- როგორ იმართება ეს მდგომარეობა?

- გულის ფრიალისა და გულისცემის გაძლიერების მკურნალობა იმ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ამგვარი მდგომარეობა გამოიწვია.

გულის ფრიალის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი მათგანია მედიკამენტური თერაპია, რომელიც ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის მიხედვით ირჩევა. მეორეა მცენარეული საშუალებებით მკურნალობა. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც გულის ფრიალი გამოწვეულია სტრესით, უძილობით ან ნერვული გადაძაბვით. ამ დროს კარგია კატაბალახას, კვლიავის, შავბალახას ან ფენხელის თესლის ნაყენი.

გულის ფრიალისთვის თავის დაღწევის საუკეთესო გზა კი სტრესისთვის თავის არიდება და ცხოვრების ჯანსაღი წესია.

წაიკითხეთ სრულად