გულის იშემიური დაავადების ხელშემწყობი ფაქტორები და სიმპტომები, რომლითაც პათოლოგია იჩენს თავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის იშემიური დაავადების ხელშემწყობი ფაქტორები და სიმპტომები, რომლითაც პათოლოგია იჩენს თავს

- გიდ-ის განვითარებას ხელს უწყობს:

არარაციონალური კვება (საკვები, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს);

ჭარბი წონა;

ჰიპოდინამია;

თამბაქოს წევა;

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

არტერიული ჰიპერტენზია;

შაქრიანი დიაბეტი;

ქრონიკული სტრესი.

დიდი მნიშვნელობა აქვს დატვირთულ მემკვიდრეობას (მიოკარდიუმის ინფარქტი, უეცარი სიკვდილი მშობლებში).

- რა ნიშნებით ვლინდება გიდ?

- გიდ-ის ძირითადი კლინიკური სიმპტომია ტკივილი გულმკერდის არეში. ტკივილი შესაძლოა მოჭერითი ან ჩხვლეტითი ხასიათისა იყოს. დაავადების საწყის სტადიებზე ის ყოველთვის არ იჩენს თავს - გულმკერდის არეში შეინიშნება მხოლოდ დისკომფორტი, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება და დასვენების შემდეგ ქრება.

ტკივილი ხშრად გადაეცემა კისერს, მარცხენა ბეჭსა და ხელს. ტკივილის სინდრომთან ერთად შესაძლოა აღმოცენდეს ქოშინიც. დაავადების საწყის სტადიებზე ეს სიმპტომები მხოლოდ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს წარმოიშობა, დაავადების პროგრესირებისას - მცირე, უმნიშვნელო დატვირთვის (მაგალითად, სიარულის) დროსაც, მოგვიანებით კი - მოსვენების მდგომარეობაშიც. ხშირად პაციენტები უჩივიან გულის ფრიალს (გახშირებულ, გაძლიერებულ გულისძგერას), პულსის “გამოვარდნის” შეგრძნებას, სისუსტეს, დაღლილობას.

ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ დაავადება ატიპურად მიმდინარეობს, მაგალითად, იგრძნობა ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, რაც ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცევა. გარდა ამისა, არცთუ იშვიათია დაავადების უსიმპტომო, “მუნჯი” ფორმა, რომლის პირველივე გამოვლენა შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტი ან უეცარი სიკვდილი იყოს. მიოკარდიუმის მუნჯი იშემია (მმი) ხშირად აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის დროს.

თუ ზოგად პოპულაციაში მისი გავრცელების მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ია, დიაბეტი ტიპი 2-ის მქონეთა შორის 15-20%-ს აღწევს და კიდევ უფრო მაღალია, თუ დიაბეტს თან ახლავს სხვა კარდიოვასკულური რისკფაქტორებიც. განსაკუთრებით ხშირია მმი კარდიული ავტონომიური დიაბეტური ნეიროპათიის მქონე პაციენტებში. უნდა ითქვას ისიც, რომ მმი საგრძნობლად ზრდის კარდიოვასკულური გართულებების (მიოკარდიუმის ფატალური თუ არაფატალური ინფარქტი, უეცარი სიკვდილი) რისკს.

დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა ართულებს დროულ დიაგნოსტიკას და აფერხებს მკურნალობის დაწყებას, რაც, თავის მხრივ, ამძიმებს პროგნოზს. გიდ-ის ფორმებია: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, უეცარი სიკვდილი, არიტმიული ფორმა.

მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პაციენტთა ნაწილს უვითარდება გულის უკმარისობა, რაც საგრძნობლად აუარესებს სიცოცხლის ხარისხს და ამცირებს მის ხანგრძლივობას.