კანისა და კუნთების დაავადებები, რომლებიც  შესაძლებელია გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნებით გამოვლინდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანისა და კუნთების დაავადებები, რომლებიც  შესაძლებელია გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნებით გამოვლინდეს

აღნიშნული განსხვავება ხშირად გვეხმარება ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენაში. ლოკალიზაციის მიხედვით ტკივილი შეიძლება იყოს ზედაპირული და ღრმა. ზედაპირული ტკივილი უმეტესად დაკავშირებულია გულმკერდის კანის, კუნთების, ნეკნების, მყესების, სახსრების, ხრტილების, ნეკნთაშუა ნერვების, ხერხემლის დაავადებებთან.

კანის დაავადებები

დერმატიტი - კანის ანთებითი დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია კანის წვა, ტკივილი, ზოგჯერ - ქავილი, რაც ხშირად კანზე სხვადასხვა გამღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია, კანის სიწითლე, ზოგჯერ - შეშუპება, გამონაყარი. ტკივილის მიზეზის დადგენაში კანის გულდასმით დათვალიერება გვეხმარება.

წითელი ქარი - კანის მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება. კანი გაწითლებულია, ანთებითი ადგილი მკვეთრადაა შემოფარგლული. დიაგნოზის დასმა, ჩვეულებრივ, ძნელი არ არის, თუმცა სანამ კანი კარგად დათვალიერდება, პაციენტს შესაძლოა ეგონოს, რომ მისი ჩივილის მიზეზი გულია.

ჰერპეს-ზოსტერი - ვირუსული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰერპესის ვირუსი. მას ახასიათებს ტიპობრივი გამონაყარი, რომელიც ნეკნთაშუა ნერვების გასწვრივ ჩნდება, თუმცა გამონაყარის გაჩენამდე ხშირად წარმოიშობა მწველი, არცთუ იშვიათად - საკმაოდ ძლიერი ტკივილი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი 7-10 დღით უსწრებს გამონაყარს.

ასეთ შემთხვევებში ექიმი ხშირად აუცილებლად მიიჩნევს გულის დაავადების გამორიცხვას. ჰერპესული ტკივილი, წესისამებრ, ხანგრძლივია, პერიოდულად - განსაკუთრებით ძლიერი. ზოგიერთს, განსაკუთრებით - ხანში შესულ პირებს, შესაძლოა განუვითარდეს პოსტჰერპესული ნევრალგია, რომელსაც ძლიერი ტკივილი ახასიათებს.

კუნთების დაავადებები

მიოზიტი - კუნთების ანთება, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ინფექციის, ტრავმის, აუტოიმუნური დაავადების, მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად. ვლინდება ტკივილით, კუნთების სისუსტით, ზოგჯერ - დაზიანებული კუნთების ატროფიით. დამახასიათებელია ტკივილის მკვეთრი გაძლიერება მოძრაობისას, დაზიანებული კუნთების ხელით შეხებისას. ზოგჯერ შეინიშნება ქსოვილების შეშუპება.

მკერდის მცირე კუნთის სინდრომი - ტკივილი ლოკალიზებულია ლავიწის ძვლის შუა ხაზზე, ზოგჯერ - ბეჭთან, შესაძლოა გავრცელდეს მხრის სახსარზე. მისი აღმოცენება დაკავშირებულია კუნთის გადაძაბვასთან ზედა კიდურის მკვეთრი უკან გადაწევისას (მაგალითად, უხერხულ პოზაში წოლისას ალკოჰოლური სიმთვრალის დროს).

გულმკერდის წინა კედლის სინდრომი - ეს არის მკერდის დიდი კუნთის რეფლექსური ტკივილი. ტკივილი ხანგრძლივია, ყრუ, ზოგჯერ აღმოცენდება მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ფიზიკური დატვირთვა მას აძლიერებს. გულმკერდის წინა კედლის სინდრომის გამოხატულება მრავალფეროვანია. მისი ერთ-ერთი ნიშანია მკერდის ძვალთან ნეკნების შეერთების ადგილის მტკივნეულობა.

ნეკნ-ლავიწის სინდრომი - მისი მიზეზია ნეკნ-ლავიწის არის ანომალია, რაც ამ არეში არსებულ კუნთებზე ზეწოლას და მათ დისტროფიულ ცვლილებებს იწვევს. თავის მხრივ, ლავიწის ქვემოთ არსებული კუნთები მექანიკურად აწვებიან მხრის წნულის ნერვებსა და ლავიწქვეშა არტერიას. აღნიშული მიზეზის გამო ლავიწის ქვემოთ აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გადაეცემა ხელში; თან ახლავს მტევნის დაბუჟება, განსაკუთრებით - ზედა კიდურის ქვემოთ და უკან მოძრაობისას. კუნთი მტკივნეულია.