სტრესის ჰორმონების მატება არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს აორმაგებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესის ჰორმონების მატება არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს აორმაგებს

დღესაც აქტიურად იკვლევენ სტრესული რეაქციის ეფექტს და სწავლობენ მისი ხანგრძლივი ზემოქმედების მექანიზმს.

ახალი კვლევის შედეგები, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ სტრესის ჰორმონების მაღალი დონე მაღალი არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.

სხეულის სტრესული რეაქცია რთული პროცესია, რომელშიაც მრავალი ჰორმონია ჩართული, მათ შორის კორტიზოლი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს.

სტრესი კატექოლამინების გამოყოფაშიც ღებულობს მონაწილეობას.

კატექოლამინებია: დოფამინი, ეპინეფრინი (ადრენალინი) და ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი).

ადრენალინი და ნორადრენალინი

• სისხლძარღვებს ავიწროებენ, სისხლის წნევა ნარჩუნდება;

• იზრდება გულისცემა;

• სასუნთქი გზების კუნთებს ადუნებენ;

• აკონტროლებენ გლუკოზის მეტაბოლიზს.

როგორც ამერიკის გულის ასოციაცია აღნიშნავს, ქრონიკულმა სტრესმა შესაძლებელია მაღალი არტერიული წნევა გამოიწვიოს, რაც ინსულტისა და ინფარქტის რისკს ზრდის.

სპეციალისტები გვირჩევენ აუცილებლად დავკავდეთ ფიზიკური აქტიობით, ვინაიდან ეს დაგვეხმარება სტრესისგან და მისი ნეგატიური ზემოქმედებისგან გავათავისუფლოთ ჩვენი სხეული.

სტრესის შემცირებაში მარტივი ტექნიკაც გვეხმარება, როგორებიცაა:დღის განმავლობაში მეტი ღიმილი, მხიარული ატმოსფეროს შექმნა, მადლიერების განცდა და რამდენიმე წუთიანი სუნთქვითი ვარჯიშები.

უახლეს კვლევაში 412 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკიც 48-87 წელი იყო. მონაწილეთაგან არც ერთს არ ჰქონია არტერიული წნევის პრობლემები სიცოცხლის განამავლობაში.

ისინი შემოწმდნენ დიაბეტზე,ასევე იყენებდნენ თუ არა რაიმე სახის მედიკამენტს, შემოწმდა მათი სხეულის მასის ინდექსი და თირკმლის ფუნქციაც.

გათვალისწინებული იყო კვლევაში მონაწილეთა სქესი, ასაკი, განათლება, სოციალური მდგომარეობა, ასევე იღებდნენ თუ არა ალკოჰოლს, ეწეოდნენ თუ არა სიგარეტს და რამდენად იყვნენ ფიზიკური აქტიობით დაკავებულები.

აღნიშნულ კვლევამდე ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო კვლევა, რომლის დროსაც იმ პაციენტების შარდის ანალიზი გაკეთდა, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ აწუხებდათ.

შარდის შემადგენლობაში განისაზღვრა ადრენალინის, ნორადრენალინის, დოფამინის და კორტიზოლის დონე.

შედეგების თანახმად, შარდში სტრესის ჰორმონების მაღალი დონე არტერიული წნევის განვითარების რისკთან ასოცირდება, ამასთანავე ეს კავშირი უფრო ძლიერია ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში.

შარდში ნორმაზე 2-ჯერ მეტი კორტიზოლის შემცველობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს.