რჩევები, რომლებიც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები, რომლებიც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

ორთოსტაზური ჰიპოტენზია განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულ ასაკში. ის არ მიიჩნევა ცალკე, დამოუკიდებელ დაავადებად, ის წნევის ცვლილებაზე სწრაფი რეაგირების უნარის არქონაა. ფეხზე უცებ წამოდგომის შემთხვევაში, გრავიტაციის ზეგავლენით, სისხლი ქვედა კიდურებში გროვდება. ამის შედეგად მცირდება გულისკენ მიდენილი და, შესაბამისად, გულიდან გადმოტუმბული სისხლის მოცულობა, ეცემა წნევა.

თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მიზეზის მკურნალობა შეუძლებელია, სიმპტომების შესამსუბუქებლად ან აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღებაა საჭირო. მაგალითად, პაციენტი უნდა მოერიდოს სწრაფად წამოჯდომას ან ფეხზე წამოდგომას, დიდხანს ფეხზე დგომას; საწოლიდან და სკამიდან ნელა უნდა ადგეს. ქვედა კიდურების ვენებში სისხლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად ეფექტურია წელამდე ელასტიკური წინდების გამოყენება.

თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია საწოლში ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ განვითარდა, საწოლში წამოჯდომის დრო ყოველდღიურად თანდათან უნდა გაიზარდოს.

სისხლის მოცულობის მუდმივობის შესანარჩუნებლად ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე პირმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს სითხე, შეამციროს ან აღკვეთოს ალკოჰოლის გამოყენება. თუ პაციენტს არ აქვს გულის უკმარისობა ან არტერიული ჰიპერტენზია, რეკომენდებულია საკვებში მარილის უხვად გამოყენება ან მარილის ტაბლეტების მიღება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ვინაიდან მარილის ჭარბი მოხმარება ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, გულის უკმარისობას იწვევს.

იმ პირებისთვის რომელთაც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომები მძიმედ აქვთ გამოხატული, სისხლის მოცულობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია სითხის შემაკავებელი ჰორმონების, მაგალითად, ფლუდროკორტიზონის მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ეს ჰორმონი ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკს იმ პირებისთვის, რომელთაც გულის დაავადება აქვთ.

ფლუდროკორტიზონის გამოყენება შარდთან ერთად კალიუმის ჭარბი რაოდენობის გამოყოფას იწვევს, ამიტომ ამ პაციენტებისთვის კალიუმის შემცველი პრეპარატების მიცემაა საჭირო. ფლუდროკორტიზონთან ერთად შეიძლება მიდოდრინის დანიშვნა, რომელიც წნევის დაქვეითების თავიდან აცილების საშუალებაა. მიდოდრინი ავიწროებს არტერიოლებს, რაც ამცირებს არტერიებში სისხლის მოცულობას და ზრდის რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ.

სისხლის მოცულობის ნორმული მაჩვენებლის შენარჩუნება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, შეზღუდულია ან აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება. მათ, ვისაც გულის უკმარისობა ან არტერიული ჰიპერტენზია არ აწუხებთ, შეუძლიათ შეუზღუდავად გამოიყენონ მარილი საკვებში ან მიიღონ ტაბლეტების სახით. ამ დროს საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა, რადგან მარილის მაღალი შემცველობით კვებამ შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს.

ეს განსაკუთრებით ხანდაზმულებშია გასათვალისწინებელი. პაციენტებმა, რომელთაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ, უნდა მიიღონ ჰორმონები (მაგალითად, ფლუდროკორტიზონი), რომლებიც მარილის რეტენციას და სისხლის მოცულობის გაზრდას იწვევს. ამ ჰორმონების მიღებაც ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და გულის დაავადების მქონე პირებში. ფლუდროკორტიზონის გამოყენებისას კალიუმი ჭარბი რაოდენობით იკარგება; დანაკარგის ჩასანაცვლებლად კალიუმის მიღებაა საჭირო. ფლუდროკორტიზონთან მიდოდრინის კომბინაცია თავიდან აგვაცილებს არტერიული წნევის ვარდნას.

მიდოდრინი ავიწროებს არტერიოლებს, აქვეითებს მათ ტევადობას და ზრდის სისხლძარღვების რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ. თუ აღნიშნული მეთოდები უეფექტო გამოდგა, საჭიროა სხვა მედიკამენტების (როგორიცაა, პინდოლოლი და კლონიდინი) გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა გზით ამცირებს ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას. მოხსენიებული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო მათი მიღება ხშირად არასასურველია, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებისთვის.