რჩევები, რომლებიც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რჩევები, რომლებიც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

რჩევები, რომლებიც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია არის ფეხზე წამოდგომისას სისხლის არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება, რის გამოც თავის ტვინისკენ სისხლის მიდენა მცირდება და თავბრუხვევა ან გულის წასვლა ვითარდება. ორთოსტაზური ჰიპოტენზია განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულ ასაკში. ის არ მიიჩნევა ცალკე, დამოუკიდებელ დაავადებად, ის წნევის ცვლილებაზე სწრაფი რეაგირების უნარის არქონაა. ფეხზე უცებ წამოდგომის შემთხვევაში, გრავიტაციის ზეგავლენით, სისხლი ქვედა კიდურებში გროვდება. ამის შედეგად მცირდება გულისკენ მიდენილი და, შესაბამისად, გულიდან გადმოტუმბული სისხლის მოცულობა, ეცემა წნევა.


თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მიზეზის მკურნალობა შეუძლებელია, სიმპტომების შესამსუბუქებლად ან აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღებაა საჭირო. მაგალითად, პაციენტი
უნდა მოერიდოს სწრაფად წამოჯდომას ან ფეხზე წამოდგომას, დიდხანს ფეხზე დგომას; საწოლიდან და სკამიდან ნელა უნდა ადგეს. ქვედა კიდურების ვენებში სისხლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად ეფექტურია წელამდე ელასტიკური წინდების გამოყენება.


თუ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია საწოლში ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ განვითარდა, საწოლში წამოჯდომის დრო ყოველდღიურად თანდათან უნდა გაიზარდოს.

სისხლის მოცულობის
მუდმივობის შესანარჩუნებლად ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე პირმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს სითხე, შეამციროს ან აღკვეთოს ალკოჰოლის გამოყენება. თუ პაციენტს არ აქვს გულის უკმარისობა ან არტერიული ჰიპერტენზია, რეკომენდებულია საკვებში მარილის უხვად გამოყენება ან მარილის ტაბლეტების მიღება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ვინაიდან მარილის ჭარბი მოხმარება ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, გულის უკმარისობას იწვევს.


იმ პირებისთვის რომელთაც ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომები მძიმედ აქვთ გამოხატული, სისხლის მოცულობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია სითხის შემაკავებელი ჰორმონების, მაგალითად, ფლუდროკორტიზონის მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ეს ჰორმონი ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკს იმ პირებისთვის, რომელთაც გულის დაავადება აქვთ.


ფლუდროკორტიზონის გამოყენება შარდთან ერთად კალიუმის ჭარბი რაოდენობის გამოყოფას იწვევს, ამიტომ ამ პაციენტებისთვის კალიუმის შემცველი პრეპარატების მიცემაა საჭირო. ფლუდროკორტიზონთან ერთად შეიძლება მიდოდრინის დანიშვნა, რომელიც წნევის დაქვეითების თავიდან აცილების საშუალებაა. მიდოდრინი ავიწროებს არტერიოლებს, რაც ამცირებს არტერიებში სისხლის მოცულობას და ზრდის რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ.

სისხლის მოცულობის ნორმული მაჩვენებლის შენარჩუნება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, შეზღუდულია ან აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება. მათ, ვისაც გულის უკმარისობა ან არტერიული ჰიპერტენზია არ აწუხებთ, შეუძლიათ შეუზღუდავად გამოიყენონ მარილი საკვებში ან მიიღონ ტაბლეტების სახით. ამ დროს საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა, რადგან მარილის მაღალი შემცველობით კვებამ შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს.


ეს განსაკუთრებით ხანდაზმულებშია გასათვალისწინებელი. პაციენტებმა, რომელთაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ, უნდა მიიღონ ჰორმონები (მაგალითად, ფლუდროკორტიზონი), რომლებიც მარილის რეტენციას და სისხლის მოცულობის გაზრდას იწვევს. ამ ჰორმონების მიღებაც ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და გულის დაავადების მქონე პირებში. ფლუდროკორტიზონის გამოყენებისას კალიუმი ჭარბი რაოდენობით იკარგება; დანაკარგის ჩასანაცვლებლად კალიუმის მიღებაა საჭირო. ფლუდროკორტიზონთან მიდოდრინის კომბინაცია თავიდან აგვაცილებს არტერიული წნევის ვარდნას.

მიდოდრინი ავიწროებს არტერიოლებს, აქვეითებს მათ ტევადობას და ზრდის სისხლძარღვების რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ. თუ აღნიშნული მეთოდები უეფექტო გამოდგა, საჭიროა სხვა მედიკამენტების (როგორიცაა, პინდოლოლი და კლონიდინი) გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა გზით ამცირებს ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას. მოხსენიებული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო მათი მიღება ხშირად არასასურველია, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებისთვის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მეცნიერები წლების განმავლობაში იკვლევდნენ სტრესის ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
16-09-2021
ამერიკის გულის ასოციაცია (American Heart Association) წნევის გაზომვისას შემდეგი შვიდი რჩევის გათვალისწინებას გვირჩევს:
05-09-2021
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერები წლების განმავლობაში იკვლევდნენ სტრესის ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
სახელწოდება „გულის იშემიური დაავადება“ აერთიანებს იმ მდგომარეობებს, რომელთა დროსაც ნაწილობრივ ან სრულად ირღვევა გულის სისხლით მომარაგება.
მწვავე პერიკარდიტი მწვავე პერიკარდიტი არის გულის მფარავი ორშრიანი ელასტიკური გარსის – პერიკარდიუმის ანთება,
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჯგუფს წარმოადგენს გულისა და სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მდგომარეობანი, როგორებიცაა:
აშშ-ში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ქალი იღუპება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, რომელთაგანაც გულის იშემიური დაავადება სიკვდილის ძირითადი მიზეზია.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად