21-ე საუკუნის პანდემია გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

21-ე საუკუნის პანდემია გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზია;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა – იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;
  • პერიფერიულ სისხლძარღვთა პათოლოგიები;
  • გულის უკმარისობა;
  • გულის რევმატული დაავადება;
  • გულის თანდაყოლილი მანკები;
  • კარდიომიოპათიები.

ძირითადი ფაქტები

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილის ძირითადი მიზეზია – არც ერთი სხვა მიზეზით არ იღუპება მსოფლიოში იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ პათოლოგიებით;
  • ყოველ წელიწადს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი 20 მილიონს აღწევს, აქედან 85%-ში გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტია;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით გარდაცვალების შემთხვევათა 75% საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნებზე მოდის;
  • 70 წლამდე ასაკის ადამიანების არაინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებლის 82% ასევე საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნების მოქალაქეები არიან და ამასთან, 37%-ია გულ-სისხლძარღვთა წილი ამ სტრუქტურაში.

რა კავშირია ქვეყნის განვითარების დონესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილს შორის?

  • მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, დაბალ და საშუალო განვითარების ქვეყნებში რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს ხშირად არ შეუძლიათ დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად არსებული პროგრამებით სარგებლობა;
  • მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ეფექტიან სამედიცინო მომსახურებაზე, რის გამოც საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ასაკში იღუპება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სუსტი სქესის წარმომადგენლები გაცილებით ზარალდებიან

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოში 35 წელზე უფროსი ასაკის ქალთა სიკვდილის ძირითადი მიზეზია.

საკმაოდ დიდხანს იყო გამეფებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განსაკუთრებით მამაკაცებს ემუქრებათ და მთელ მსოფლიოში კვლევებიც ამ მხრივ სწორედ მამაკაცებზე ტარდებოდა, ამიტომ ქალთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის, სიმპტომების, თერაპული შესაძლებლობების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.

აქამდე მიაჩნდათ, რომ მენოპაუზამდე ქალებს გულის შეტევების რისკი გაცილებით დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მამაკაცებს, რადგან ქალის ორგანიზმში ნაკლები ათეროსკლეროზული ფოლაქები ვითარდება და შესაბამისად, ნაკლებია თრომბებისა და არტერიების დაზიანების რისკი.

მიაჩნდათ, რომ ეს სუსტი სქესის შემთხვევაში მთავარი ქალური ჰორმონის, ესტროგენის, დამსახურება იყო, თუმცა უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ეს ვერ დაადასტურა, მაგალითად, ჰორმონული პლასტირის გამოყენებამ ვერ დაიცვა ორგანიზმი გულის შეტევებისგან.

მიუნხენის კარდიოლოგიური ცენტრის პროფესორი ჰერიბერტ შუნკერი ძირითად მცველად რეპროდუქციული ასაკის ქალის ორგანიზმში მიმდინარე მენსტრუალურ ციკლს მიიჩნევს, რადგან გაირკვა, რომ ადრეული მენოპაუზის დადგომა ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს.

ქალის ორგანიზმში მიოკარდიუმის ინფარქტი განსხვავებულად მიმდინარეობს

  • ის ქალებს 10-15 წლით გვიან ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს, იმ პერიოდში, როდესაც სრულდება ორგანიზმის სრული ფიზიოლოგიური გადაწყობა მენოპაუზის შემდგომ;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი აბსოლუტურ გულის უკმარისობას იწვევს მხოლოდ ქალთა 50%-ის შემთხვევაში, მეორე ნახევარში მიზეზი თავად გულის კუნთი და მისი გადატვირთვაა მომატებული არტერიული წნევის შედეგად, როდესაც ის ისეთი ძალით ვეღარ მუშაობს, როგორც უწინ;
  • გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ქოშინია, განსაკუთრებით – ფიზიკური დატვირთვის შემდგომ. ინფარქტის ტიპური გამოვლინება მამაკაცების შემთხვევაში არის გულმკერდის არეში ძლიერი ტიკივილი, ქალებს ინფარქტი უვითარდებათ განსაკუთრებული გადაღლის შემდგომ და ვლინდება ღებინებით, გულისრევის შეგრძნებით, ქოშინით.

პრობლემის ასეთი სიმპტომატიკა როგორც პაციენტის, ისე მისი მკურნალი ექიმის მიერ შედარებით გვიან აღიქმება სერიოზულ საფრთხედ.

  • ქალის გულმკერდის არეში მჩხვლეტავი ან დამწოლი ტკივილი გულის შეტევის მაუწყებელია. ტკივილი შეიგრძნობა 5 წუთით და ვრცელდება ხელებზე, მუცელზე, ზურგსა და კისერში. გარდა ამისა, ხშირად ვითარდება შეგრძნება, თითქოს გულმკერდს რაღაც ბოჭავს. ყოველივე იწვევს დიდ შიშს.
  • შესაძლოა, ქალებს ინფარქტი უსიმპტომოდ განუვითარდეთ. ჩვეულებრივ, ეს ხდება დიაბეტისას, როდესაც ამ პრობლემის გამო დაზიანებული ნერვები ნაკლებად რეაგირებენ ტკივილზე.

ქალთა ინფარქტის ძირითადი ფაქტორები

არტერიული ჰიპერტენზია – ქალთა ინფარქტის განვითარების მთავარი რისკფაქტორია. ქალებთან ის გაცილებით ადრეულ ასაკში იჩენს თავს, ვიდრე მამაკაცებთან და გაცილებით სწრაფად პროგრესირებს. ამ პირობებში ქალის ორგანიზმში სისხლძარღვები დიდ სტრესს განიცდის გაცილებით დიდხანს, სწორედ ამიტომ ამერიკელი კარდიოლოგები გვირჩევენ არტერიული წნევის კონტროლი 20 წლიდან დავიწყოთ;

  • ჭარბი წონა და კანქვეშა ცხიმი მუცლის არეში – ასევე ქალების გულის უკმარისობის განვითარების გავრცელებული რისკფაქტორია. კვლევები აჩვენებს, რომ ქალები, რომელთა სხეულის ფორმები უფრო ვაშლს წააგავს, ვიდრე მსხალს, გაცილებით მაღალი რისკის ჯგუფში არიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სხეულის მასის ინდექსი ნორმალურია. ეს განსაკუთრებით მენოპაუზის ასაკის ქალებს ეხებათ;
  • ჭარბი წონა და დიაბეტი – დიაბეტი ტიპი II-ის დროს ყოველი ჭარბი კილოგრამი 7-ჯერ ზრდის გულის შეტევის განვითარების ალბათობას და ეს კანონზომიერება მამაკაცებთან შედარებით ორჯერ ძლიერადაა გამოხატული ქალებთან.

ინფარქტი ამურულ თამაშებზე უარის თქმას არ ნიშნავს

გერმანელმა მეცნიერებმა დაასრულეს 10-წლიანი კვლევა და დაადგინეს, რომ სექსი სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის საშიში არ არის.

ჩვეულებრივ, მიჩნეულია, რომ ორგანიზმის გადატვირთვა საშიშია დაავადებული გულის მქონე ადამიანებისთვის და ამაში მოიაზრებოდა სქესობრივი კავშირიც.

თუმცა დადგინდა, რომ ინფარქტის გადატანის შემდგომ ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ ნორმალური სქესობრივი ცხოვრება და რისკჯგუფში შედის მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც სარგებლობს მეძავთა მომსახურებით ან მათზე გაცილებით პატარა საყვარლები ჰყავთ – ასეთია ულმის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნები.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა ინფარქტგადატანილი 540 ადამიანი, 30-დან 70 წლამდე. დასაწყისში მეცნიერებმა შეაგროვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორი სქესობრივი ცხოვრება ჰქონდათ მათ ინფარქტამდე ერთი წლით ადრე. გაირკვა, რომ ნახევარზე მეტი სექსით კავდებოდა კვირაში ერთხელ, 15% – შედარებით ხშირად, 80%-ს ინფარქტამდე ერთი დღით ადრე ჰქონდა სექსი, უშუალოდ სქესობრივი ცხოვრების შემდგომ კი ინფარქტი მხოლოდ 3%-ს განუვითარდა.

გერმანელ მეცნიერებს ეთანხმებიან ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრები და გვახსენებენ, რომ ამურული თამაშები ინფარქტის შემდგომ შესაძლოა ერთგვარად სპორტთანაც კი გავაიგივოთ, რომელიც ასევე აუცილებელია ინფარქტის შემდგომ, თუმცა სპეციალისტები განსაკუთრებით მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთ ასეთ დროს სიფრთხილისა და ზომიერებისკენ მოუწოდებენ.

ხანშიშესულ მამაკაცებს კი ფრანკფურტის უნივერსიტეტის კვლევათა შედეგებს ახსენებენ, რომლის თანახმადაც: სექსის დროს დაღუპულ მამაკაცთა უმრავლესობის ასაკი 60 წელზე მეტია, ამასთან, უბედური შემთხვევისას მათი პარტნიორი ან მეძავი იყო, ან მათზე 20 წლით უმცროსი საყვარელი. რაც შეეხება სხვა ვარიანტებს, ამურული თამაშები სასიკვდილო შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი ხანდაზმულებისთვის, რომლებიც სქესობრივი პარტნიორის გარეშე ცდილობენ ორგაზმის განცდას.

ინფარქტისა და ინსულტის წინასწარმაუწყებელი ხელსაწყო

გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს პორტატული, კომპაქტური ხელსაწყო, რომელიც ინფარქტისა და ინსულტის მოახლოებას წინასწარ გვაუწყებს.

ჰამბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ალექსანდრე კოლპინის ხელმძღვანელობით, შექმნა პორტატული რადარი, რომელსაც წამებში უკონტაქტოდ შეუძლია დააფიქსიროს სისხლის მიმოქცევის სისტემის მოშლა იმ პერიოდში, როდესაც აშკარა სიმპტომები ჯერ კიდევ არ ვლინდება და დროულად ამცნოს ადამიანს მოახლოებული ინფარქტისა და ინსულტის შესახებ.

სიგარეტის კოლოფისოდენა პორტატული ხელსაწყო რთული სენსორული სისტემაა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მქონე გადამცემების დახმარებით ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების დაფიქსირება შეუძლია სპეციალურ სკანერზე, რომელიც მოახლოებული ინფარქტის ან ინსულტის საფრთხის დაფიქსირებისას საგანგაშო სიგნალს იძლევა. ასეთი გაფრთხილების მიღების შემდგომ ადამიანი, ისე, რომ არ ელოდება შეტევას, სასწრაფო დახმარებას იძახებს, – ამ შემთხვევაში თითოეული წუთი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

ამ მოწყობილობის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც შინ, ისე კლინიკაში, სადაც ხელსაწყო განახორციელებს პაციენტის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს მინიმალური ხმაურის გარეშე. ამასთან, სულაც არ არის სავალდებულო ადამიანი გაუნძრევლად იწვეს საწოლში, მას შეუძლია მოძრაობა და სხეულის მდგომარეობის შეცვლა სურვილისამებრ.

ახალი მოწყობილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულად უვნებელი იმპულსების დახმარებით ასევე აფიქსირებს გულის მუშაობის სიხშირეს, ძალასა და რიტმს, ამგვარი კვლევა გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ჩვეულებრივი ბანალური პალპაციით მაჯისცემის გასინჯვა.

სენსორული სისტემის მიერ მაჩვენებელთა დეტალური და ზუსტი დადგენა იმ ექიმების დიდ გაოცებას იწვევს, რომელთაც სისტემის გამოცდა დაევალათ. აღსანიშნავია ისიც, რომ აპარატში დამონტაჟებულ მინიატურულ კომპიუტერს ინფარქტისა და ინსულტის მოახლოებასთან ერთად არტერიოსკლეროზის აღმოჩენის უნარიც შესწევს. მიღებული მონაცემები ეგზავნება მკურნალ ექიმს, რომელიც შესაბამისი პრევენციული ზომების მიღებას იწყებს.

სისტემის შემქმნელებს სურთ მისი დახვეწა ისე, რომ ჭერზე დამაგრების შემთხვევაში მან ერთდროულად რამდენიმე პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი შეძლოს და საგანგაშო სიგნალის დაფიქსირების შემდგომ გადამცემებმა ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის პრინციპით იმოქმედონ.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პატარა ხელსაწყო მომავალში ათასობით ადამიანის სისცოცხლის გადარჩენას შეძლებს.