სქესის თავისებურებანი გულის დაავადებასთან მიმართებაში - ქალებთან გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ხშირად მენოპაუზის დადგომის შემდეგ აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესის თავისებურებანი გულის დაავადებასთან მიმართებაში - ქალებთან გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ხშირად მენოპაუზის დადგომის შემდეგ აღინიშნება

მიოკარდიუმის ინფარქტით 3-ჯერ მეტი ქალი იღუპება. გულის იშემიური დაავადება ქალებთან, მამაკაცებთან შედარებით, 10 წლით გვიან ვითარდება. ცნობილია, რომ გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან უფრო იშვიათად ვითარდება, ვიდრე მამაკაცებთან. უკანასკნელ პერიოდში სტატისტიკის

მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება.

ქალებთან გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ხშირად მენოპაუზის დადგომის შემდეგ აღინიშნება.

სწორედ ამ პერიოდში იზრდება ქოლესტერინის დონე, ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო იზრდება არტერიული წნევაც.

ეს უკავშირდება ჰორმონული ფონის შეცვლასა და ორგანიზმის საზოგადო მდგომარეობას. გარდა ამისა, ქალების გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მეტაბოლური სინდრომი;

  • გენეტიკური განწყობა;

  • სიგარეტის მოხმარება;

  • სისხლის შედედების მომატება;

  • სიმსუქნე;

  • შაქრიანი დიაბეტი;

  • სტრესები;

  • უმოძრაობა;

  • ჰიპერტონია.

როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება ქალებთან?

გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან ხშირად ატიპურია.

გულის არეში ტკივილის გარდა, აღინიშნება გულძმარვა, გულისრევა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება.

ძლიერი სტრესის, ემოციური გადაძაბვის შედეგად ქალებს ხშირად აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადების ყველაზე მრისხანე გართულება - მიოკარდიუმის ინფარქტი.

მამაკაცებში ეს მძიმე დაავადება ხშირად აღენიშნებათ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.