დაბალი წნევის მიზეზები: ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი, დიეტა, ჰიპოტენზიური პრეპარატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბალი წნევის მიზეზები: ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი, დიეტა, ჰიპოტენზიური პრეპარატები

- რა არის დაავადების მიზეზები?

- პირველადი არტერიული ჰიპოტონიის მიზეზი შემთხვევათა 80%-ში ნეიროცირკულატორული დისტონიაა. თანამედროვე თეორიის თანახმად, პირველადი ჰიპოტენზია თავის ტვინის სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრების განსაკუთრებული ფორმის ნევროზია, რომლის განვითარებასაც სტრესი და ხანგრძლივი ფსიქოტრავმული სიტუაციები განაპირობებს. უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს: ფსიქოლოგიური ტრავმები, ქრონიკული გადაღლა, უძილობა, დეპრესია.

მეორეული არტერიული ჰიპოტონია კი სხვა დაავადებათა სიმპტომია: ანემიის, კუჭის წყლულის, დემპინგ-სინდრომის, ჰიპოთირეოზის, კარდიომიოპათიის, მიოკარდიტის, არითმიის, დიაბეტური ნეიროპათიის, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის, სიმსივნის, ინფექციური დაავადებების, გულის უკმარისობისა და სხვათა.

მწვავე არტერიული ჰიპოტონია შეიძლება იყოს მასიური, ერთმომენტიანი სისხლდენის, გაუწყლოების, ტრავმის, მოწამვლის, ანაფილაქსიური შოკის, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევის შედეგი. ასეთ შემთხვევებში არტერიული ჰიპოტენზია სწრაფად ვითარდება და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.

ქრონიკულ არტერიულ ჰიპოტონიას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ამ დროს ორგანიზმი ადაპტირებულია დაბალ წნევასთან, ამიტომ სისხლის მიმოქცევის მოშლილობის სიმპტომები არ არის.

არტერიული ჰიპოტონია შეიძლება განვითარდეს В, С და Е ვიტამინების ნაკლებობისას, დიეტის დაცვისას, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატების დოზის გადაჭარბების დროს.

- არტერიული ჰიპოტონია შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელ პირებში, იყოს სხვადასხვა დაავადების თანმხლები ან დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ფორმა.

ფიზიოლოგიური ჰიპოტონია შეიძლება იყოს ინდივიდუალური ნორმა (მემკვიდრეობით-კონსტიტუციური ხასიათის), ადაპტირებულ-კომპენსატორული (მაღალმთიან, ტროპიკულ ან სუბტროპიკულ ზონაში მცხოვრებლებთან) და გადაჭარბებული ვარჯიშით განვითარებული (სპორტსმენებთან).

პათოლოგიური, პირველადი არტერიული ჰიპოტონია, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, მოიცავს იდიოპათიურ ორთოსტატიურ ჰიპოტენზიას და ნეიროცირკულატორულ დისტონიას.

მეორეულ, სიმპტომურ არტერიულ ჰიპოტონიად განიხილება მწვავე (კოლაპსი, შოკი) და ქრონიკული ფორმები, რომლებიც განპირობებულია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული სისტემის, ჰემატოლოგიური დაავადებებით, ინტოქსიკაციებით და სხვა.

წაიკითხეთ სრულად