ბრადიკარდია - გულისცემის შენელების მიზეზი შესაძლებელია ვეგეტატიური ნერვული სისტემის, ან ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრადიკარდია - გულისცემის შენელების მიზეზი შესაძლებელია ვეგეტატიური ნერვული სისტემის, ან ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები იყოს

- ქალბატონო ჯაკო, რა შეიძლება იქცეს ბრადიკარდიის მიზეზად? გულისცემის გაიშვიათება ყოველთვის პათოლოგიაზე მიუთითებს?

- ბრადიკარდია ეწოდება გულისცემის იმგვარ გაიშვიათებას, როდესაც რიტმის სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლებია. ეს მდგომარეობა უმეტესად გულის არასწორი მუშაობის მაჩვენებელია, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც გვხვდება. მაგალითად, შესაძლოა, ფიზიკურად ნავარჯიშევ პირს, სპორტსმენს გულის შეკუმშვის სიხშირე ნორმაში 50-55 ჰქონდეს. გარდა ამისა, ბრადიკარდია ფიზიოლოგიური მოვლენაა ღამით. ვიდრე

ბრადიკარდიის მიზეზებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ გულის შეკუმშვათა სიხშირეს გულშივე არსებული სინუსის კვანძი განსაზღვრავს. კვანძში წარმოქმნილი იმპულსი გამტარი სისტემის მეშვეობით ვრცელდება წინაგულებში, აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს, მცირე შეკავების შემდეგ გადაინაცვლებს პარკუჭებში და აღაგზნებს მათ. გულის კუნთის შეკუმშვა ხდება ისეთივე თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც გაივლის მასში იმპულსი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც გულის კუნთის დაზიანებით მიმდინარეობს, ხშირად აზიანებს სინუსის კვანძს (იწვევს მის ე. წ. სისუსტეს) და იმპულსის გამტარ გზას, ეს კი სხვადასხვა ტიპის არითმიის, მათ შორის - ბრადიკარდიის მიზეზად იქცევა. ბრადიკარდიის მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

  • მიოკარდიუმის დაზიანებით მიმდინარე გულის იშემიური დაავადება;

  • გულის მკვებავ სისხლძარღვებში, კორონარებში, განვითარებული ათეროსკლეროზული პროცესი;

  • გულის კუნთის ანთებით მიმდინარე დაავადებები (მიოკარდიტი);

თანდაყოლილი მანკები.

გარდა უშუალოდ გულის კუნთის დაზიანებისა, გულისცემის გაიშვიათების მიზეზად შეიძლება იქცეს ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, ასევე - თავის ტვინის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებები. დაბოლოს, ბრადიკარდია შესაძლოა წამლების სხვადასხვა კომბინაციამ და არასწორმა დოზირებამაც გამოიწვიოს.

მოსახლეობისათვის კარგად ცნობილმა კონკორმა, ეგილოკმა, რომლებსაც ბეტა-ბლოკერთა ჯგუფს მიაკუთვნებენ, ასევე დიგოქსინის ხანგრძლივმა და თვითნებურმა მიღებამ გულისცემის სიხშირე შესაძლოა კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოიყვანოს.

- გარდა პულსის დაქვეითებისა, რა სიმპტომებს იწვევს ბრადიკარდია?

- მიზეზისა და მიმდინარეობის სირთულის კვალობაზე ბრადიკარდიის კლინიკური გამოვლინება სხვადასხვაგვარია. ზომიერი ბრადიკარდია შესაძლოა მხოლოდ გულის რიტმის შემცირებით გამოვლინდეს, ხოლო რთულ შემთხვევებში, როცა გულისცემის სიხშირე 40 და უფრო ნაკლებია, გვხვდება ისეთი სიმპტომების კომბინაციები, როგორიც არის გულის წასვლა, გონების დაბინდვა, წნევის მკვეთრი ცვალებადობა (მატება და კლება), თავბრუხვევა, ცივი ოფლი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ტკივილი გულის არეში.

- ზოგჯერ ბრადიკარდია და ტაქიკარდია - გულის რიტმის გახშირება - ერთმანეთს ენაცვლება. ამაზე რას გვეტყვით?

- ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის მონაცვლეობისას ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს სინუსის კვანძის სისუსტესთან. ის, როგორც აღვნიშნე, გულის კუნთის ანთებითი დაავადების (მიოკარდიტის) ან ათეროსკლეროზული დაზიანების თანამდევი მოვლენაა. მკურნალობაც მიზეზის აღკვეთით იწყება.

- ბრადიკარდიის დიაგნოზის დასასმელად პულსის დათვლა საკმარისია?

- არითმიების, მათ შორის - ბრადიკარდიის, დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, კარდიოგრაფიულად ხდება. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი გულისცემის გაიშვიათებას უჩივის, მაგრამ კარდიოგრამაზე ცვლილება არ ფიქსირდება, მიმართავენ ჰოლტერის მეთოდს - 24-48-საათიან ეკგ-მონიტორირებას: კარდიოგრამა მთელი 24 ან 48 საათის განმავლობაში იწერება, რაც მეტად ინფორმაციულია, რადგან გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ გულის მუშაობას პაციენტის ცხოვრების ჩვეული რიტმის პირობებში.

მკითხველს თავს აღარ შევაწყენ და მოკლედ ვიტყვი, რომ კვლევის მეთოდები ამით არ ამოიწურება, მაგალითად, არსებობს ელექტროფიზიოლოგიური სინჯებიც.