იმატებს თუ არა ღამით არტერიული წნევა და რა არის ჰიპერტონიული კრიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმატებს თუ არა ღამით არტერიული წნევა და რა არის ჰიპერტონიული კრიზი

პაციენტთა უმრავლესობას სისხლის არტერიული წნევის მომატება გამთენიის ხანს აღენიშნება. ჰიპერტონიული კრიზიც უმეტესად ამ დროს ვითარდება. სისხლის არტერიული წნევის მომატება ძნელი ამოსაცნობი არ არის.

მას თან სდევს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ - ტკივილი გულის არეში. ასეთ დროს საკმარისია გაიზომოს სისხლის არტერიული წნევა, რომ დადგინდეს ამ მდგომარეობის მიზეზი.

ჰიპერტონიული კრიზი კი არის სისხლის არტერიული წნევის სწრაფი და ძლიერი მომატება, რასაც თან სდევს თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და/ან თირკმელების სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი გაუარესება.

ჰიპერტონიული კრიზი ვითარდება სხვადასხვა ფაქტორის გავლენით.

ეს ფაქტორები შესაძლია იყოს ძლიერი ფსიქოემოციური გადატვირთვა, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ალკოჰოლის მიღება... ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, ჰიპერტონიულ კრიზად უნდა ჩაითვალოს სისხლის დიასტოლური წნევის მომატება არანაკლებ 120 მმ გ-მდე, თუმცა კრიზის სიმპტომები ხშირად ვითარდება უფრო დაბალი წნევის ფონზეც.

როდესაც ჰიპერტონიულ კრიზს ვეჭვობთ, უნდა მივმართოთ ექიმს, ღამით - სასწრაფო დახმარების ბრიგადას, მანამდე კი ავადმყოფს მივცეთ არა მარტო წნევის დამწევი, არამედ დამამშვიდებელი საშუალებაც.

ბოლო ხანს კანადაში, ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით როგორც ჰიპერტონიის, ისე გულის უკმარისობის გამწვავება მჭიდროდ უკავშირდება სუნთქვის გაძნელებას, რომელიც აღენიშნებათ როგორც გულის უკმარისობის, ისე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს.

საქმე ეხება როგორც ცენტრალური, ისე ობსტრუქციული ხასიათის სუნთქვის დარღვევას. სუნთქვის გაძნელებას მოჰყვება ქსოვილების ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა), რომელიც, თავის მხრივ, ზრდის გულის დატვირთვას და პოსტდატვირთვას, სიმპათიკურ აქტივაციას, რასაც მოჰყვება გულისცემის გახშირება, სისხლძარღვების შევიწროება, ენდოთელიუმის დისფუნქცია. ენდოთელიუმის დისფუნქციის ფონზე ჭარბად გამოიყოფა ენდოთელინი, რომელიც ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვების შემავიწროებელი ნივთიერება). სისხლძარღვების შევიწროება კი, როგორც ვიცით, იწვევს სისხლის არტერიული წნევის მომატებას, რასაც შესაძლოა ჰიპერტონიული კრიზის ან კარდიული ასთმის განვითარება მოჰყვეს.