Na, K, Ca, Mg იონების კონცენტრაციის როგორც სიჭარბე, ისე ნაკლებობა არითმიას იწვევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

Na, K, Ca, Mg იონების კონცენტრაციის როგორც სიჭარბე, ისე ნაკლებობა არითმიას იწვევს

Na, K, Ca, Mg იონების კონცენტრაციის როგორც სიჭარბე, ისე ნაკლებობა არითმიას იწვევს
რატომ ვითარდება არითმია და რომელი სახის არითმიაა ყველაზე საშიში? გვესაუბრება კარდიოლოგი ნანა რეხვიაშვილი.
- რა შეიძლება იყოს გულის რიტმის დარღვევის მიზეზი?


- გულის რიტმის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანული და ფუნქციური, საკუთრივ კარდიული ან ექსტრაკარდიული წარმოშობისა.


ფუნქციური გენეზის არიტმია შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხასიათის პირველადი დაზიანებით ან ფსიქოემოციური გავლენით. ორგანული წარმოშობის არიტმიის მიზეზი გახლავთ გულის ესა თუ ის დაავადება, მათ შორის:

გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმა (უმეტესად - მიოკარდიუმის ინფარქტი);


  • რევმოკარდიტი,

  • გულის მანკი;

  • ჰიპერტენზია;

  • ფილტვისმიერი გული;

  • მიოკარდიტი;

  • კარდიომიოპათია;

  • გულის კუნთის ინფექციურ-ალერგიული და ტოქსიკურ-ალერგიული დაზიანება.


არიტმიის ერთ-ერთი მიზეზია ელექტროლიტური ცვლის მოშლა. Na, K, Ca, Mg იონების კონცენტრაციის როგორც სიჭარბე, ისე ნაკლებობა არიტმიისა და ბლოკადის განვითარებას იწვევს. არიტმიის მიზეზია აგრეთვე:

  • გულზე ამა თუ იმ მედიკამენტის (საგულე გლიკოზიდების, კოფეინის და სხვათა) ტოქსიკური ზემოქმედება;


  • მექანიკური ზემოქმედება გულზე (ტრავმა, ოპერაცია და სხვა);

  • თანდაყოლილი ანომალიები (WPW-სინდრომი).

- ზემოთ თქვენ არიტმიის ტიპებზე ისაუბრეთ. რომელი სახის არიტმიაა უფრო მეტად საშიში და რომელი - ნაკლებად?


- არიტმია შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, რომელიც არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს, ასევე ძალზე საშიში, ფატალური, რომელსაც ადეკვატური მკურნალობის გარეშე აუცილებლად მოჰყვება მძიმე შედეგი.

საშიშ არიტმიებს მიაკუთვნებენ პარკუჭოვან ტაქიკარდიას, პარკუჭების თრთოლასა და ფიბრილაციას. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ჰიპოტენზია, სუნთქვის უკმარისობა, ცნობიერების დაბინდვა, ტკივილი გულის არეში ან ფილტვის შეშუპება. ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფო კარდიოვერსია.

საშიში არიტმიების რიცხვს ეკუთვნის აგრეთვე მოციმციმე არიტმია, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს. ნაკლებად საშიშია სინუსური არიტმიები, წინაგულოვანი ექსტრასისტოლიები, კვანძოვანი AV-ბლოკადები (I და II ხარისხისა), რომლებიც კლინიკურად აშკარად გამოხატული არ არის და მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს.


- რა მიმართულებით უნდა წარიმართოს არიტმიის მედიკამენტური მკურნალობა?


- არიტმიის მედიკამენტური მკურნალობა მიმართული უნდა იყოს:

  • პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ;

  • გულის ნორმალური რიტმის აღდგენისკენ;

  • ჰემოდინამიკური დარღვევების აღმოფხვრისკენ;

  • პაციენტის ცხოვრების ნორმალური რიტმის უზრუნველყოფისკენ.


ამჟამად არსებობს ანტიარიტმიული პრეპარატების რამდენიმე ჯგუფი, ამიტომ მედიკამენტები ინდივიდუალურად უნდა იქნეს შერჩეული, ყურადღება უნდა მიქცეს პრეპარატების დოზას, კომბინაციასა და მიღების ხანგრძლივობას.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჟვანია.
სპეციალისტების განმარტებით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმს,
გულის გარკვეული დაავადებისას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პროფილაქტიკის ერთადერთ
გვესაუბრება ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართვ­ელოში, კლინიკა კარდიონეტი პინეოს ხელძღვანელი ზურაბ კლიმიაშვილი.
ზოგჯერ მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემა განვითარების ზოგად ტემპს ოდნავ ჩამორჩება,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად