/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი სიცოცხლის გადამრჩენი მოწყობილობა

გულის გარკვეული დაავადებისას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პროფილაქტიკის ერთადერთ

ეფექტურ საშუალებად ითვლება. სახელმწიფო პროგრამის არარსებობისა და არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფის გამო, სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებდა აღნიშნული კარდიოქირურგიული ოპერაციის გაკეთებას. სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის წყალობით ამ სახის სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია განხორციელდა. როგორ და როდის შეიძლება მიიღოს პაციენტმა უსასყიდლოდ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, ამ საკითხზე გვესაუბრება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, თამარ მელიქიძე.

– ქალბატონო თამარ, რა მოწყობილობაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი?

– იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი – ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“ – „გულის მცველი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურად ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რიტმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. საჭიროებისამებრ, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რიტმს აღადგენს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საყურადღებოა, რომ უეცარი კარდიული სიკვდილით მსოფლიოში 4 წამში ერთხელ 1 ადამიანი კვდება. უდიდესი პროცენტი სწორედ გულის რთულ არითმიებს უკავშირდება. ესაა N1 მკვლელი დედამიწაზე, ხოლო მოცემული დეფიბრილატორი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი მოულოდნელი სიკვდილისგან იცავს და გულის რიტმის საშიშ ცვლილებებზე მყისიერად რეაგირებს.

მოგეხსენებათ, კარდიოქირურგიული პროცედურები საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა რეფორმა, რათა ასეთი სახის მომსახურება მათთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. შედეგად, დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის კარდიოქირურგიის კომპონენტის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტი, რომლის ფარგლებში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალი ხარისხის აპარატებს პაციენტებს უსასყიდლოდ გადასცემს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენი თვის წინ მქონდა გულის მიდამოში ჩხვლეტვა გავლითი ტკივილი მივედი გადაღებაზე გადამიღეს გულზე არაფერი არგჭირსო არც არითმია გაქვსო მაგრმა ხანდახან ჩხვლეტვა მაინც მაქვს გულის ზედა ნაწილში მარცხენა მხარის შუა ნაწილში და ხერხემლის ბრალი იქნება ხერხემალზე მაქვს ცოტა პრობლემა</p>

– გულის რომელი პათოლოგიების დროს არის აუცილებელი ამ აპარატის იმპლანტაცია?

– პარკუჭოვანი ტაქიკარდია, მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული კუმშვადობა (დილატაციური კარდიომიოპათია, იშემიური კარდიომიოპათია), ზოგიერთი გენეტიკური სინდრომი (ბრუგადას სინდრომი, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) და ა.შ.

– როდის დაინერგა საქართველოში ამგვარი კარდიოქირურგიული ოპერაციები?

– ერთ- და ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების ჩანერგვის ოპერაცია პირველად – 2003 წელს, სამკამერიანი იმპლანტირებადი რესინქრონიზატორისა კი – 2004 წელს განხორციელდა. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდე, ინტერვენციული არითმოლოგიური პროცედურები პაციენტის დიდ ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებდა და ამდენად, იშვიათად კეთდებოდა. მინისტრის მიერ ინიცირებულმა რეფორმამ და მოცემულმა პროექტმა, რომელიც 520-ე დადგენილებას უკავშირდება, მაღალი ხარისხის აპარატებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაზარდა. შესაბამისად, ვვარაუდობთ, მოთხოვნილება ოპერაციებზე ბევრად გაიზრდება.

– საქართველოში წელიწადში საშუალოდ რამდენ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია?

– კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების რაოდენობა, ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით, განისაზღვრა და მოცემული მონაცემების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე 1 წლის მარაგი – 224 ცალი აპარატი შეიძინა. ამასთან, აღსანიშნავია, საჭიროებისამებრ, ჩვენი საცავები სისტემატურად შეივსება.

– რამდენად ხარისხიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებია საქართველოში შემოტანილი?

– „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად დეტალურად განისაზღვრა ის მახასიათებლები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, შემუშავდა სატენდერო კრიტერიუმები. შედეგად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სააგენტო დასავლური სტანდარტის აპარატებით უზრუნველყო.

აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული კარდიოდეფიბრილატორები ბევრ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული და სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობს. ესაა ის ხარისხი, რომელიც ყველა მაღალი კვალიფიკაციის რითმოლოგისთვის მისაღები იქნება და ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებას, სახელმწიფოს დახმარებით, წარმატებით გააგრძელებენ.

– პაციენტს როგორ შეუძლია აპარატის უსასყიდლოდ მიღება?

– აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ მოითხოვს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებას დეფიბრილატორს უსასყიდლოდ გადასცემს.

– როგორ განისაზღვრება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა და რამდენია ის?

– გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ პაციენტის თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძვირად ღირებული აპარატები ბენეფიციარებს უფასოდ გადაეცემათ. მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება (მაქსიმუმ 700ლარი).

შედარებისთვის, 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში თანაგადახდა 19 000 ლარამდე უწევდათ. მაგალითად, ახლახან სოციალურად დაუცველ 58 წლის ქალს უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის განმარტებით, 1 წლის წინ კლინიკამ ოპერაცია 25 000 ლარი დაუფასა – 10 000 ლარი მას უნდა მოეძიებინა, ხოლო სახელმწიფო 15 000 ლარს ფარავდა. მოცემული პროექტის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურებისა და აპარატის ღირებულება ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ოპერაცია უფასოდ გაუკეთდა.

შედეგი ნათელია – აღნიშნული პროექტით მნიშვნელოვნად მცირდება მოქალაქის ჯიბიდან გადახდილი თანხის ოდენობა, რაც ჩვენს მთავარ მიზანს – ჯანმრთელობის დაცვის უნივერსალურ ხელმისაწვდომობას ემსახურება.

– როგორ ხდება იმპლანტაცია, როგორია აპარატის მუშაობის პრინციპი და რამდენია ექსპლუატაციის ვადა?

– იმპლანტაცია ხდება კანქვეშ, ლავიწქვეშა მიდამოში. ოპერაციის ხანგრძლივობა, სირთულის მიხედვით, დაახლოებით 1-2 საათია. ინტერვენცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. დეფიბირილატორს აქვს როგორც სტიმულაციის, ისე ელექტროშოკის გამოყენების ფუნქცია და როგორც უკვე ვთქვი, უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციას ახდენს. აპარატის ექსპულატაციის ვადა, საშუალოდ, 5-7 წელია.

– რომელი კატეგორიის პაციენტებს გადაეცემათ უსასყიდლოდ?

– საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით განსაზღვრულ და შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ ყველა ბენეფიციარს დეფიბრილატორი უფასოდ გადაეცემა. რაც შეეხება სამედიცინო პროცედურის თანაგადახდის ოდენობას, ის 0-დან 20 პროცენტამდე მერყეობს (0-დან 700 ლარამდე).

კერძოდ:

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციის პროცედურა 100%-ით ფინანსდება, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის, შემდეგი მოსარგებლეებისთვის: სოციალურად დაუცველი პირები; კერძო დაზღვევის არმქონე, საპენსიო ასაკს მიღწეული ვეტერანები; 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში; საჯარო სკოლის პედაგოგები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში): ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები, უფროსი აღმზრდელები, აღმზრდელები; სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად; რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას.

საპენსიო ასაკის მოქალქეებს, გარდა საბიუჯეტო დაზღვევის მქონე პირებისა, იმპლანტაციის პროცედურა 90%-ით უფინანსდებათ; სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკისა და შშმ ბავშვებს – 80%-ით.

– მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის თუ იგეგმება ამ აპარატებთან დაკავშირებით მსგავსი პროგრამის განხორციელება და როდიდან?

– ბუნებრივია, ჩვენ გამოვდივართ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან – ყოველი ნაბიჯი ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაეზარდოთ. თავდაპირველად, ცვლილება პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით განვახორციელეთ. შემდეგი ეტაპია პროგრამის გაფართოება, რაც გულისხმობს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტის მოცვას.

მოხარული ვარ, რომ რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს და ტარიფიკაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი, რომელიც დაცული გულისთვის განხორციელდა, ადამიანებს მეორე სიცოცხლეს ჩუქნის. ეს დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ მე და ჩემმა გუნდმა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად უფრო მეტი გავაკეთოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტიუმი
როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტიუმი
საცურაოდ განკუთვნილი სამოსი უნდა იყოს გამძლე და კარგად მორგებული, ხანგრძლივი ბანაობის შემდეგაც კი კარგად გამოიყურებოდეს, სწრაფად შრებოდეს და არ კარგავდეს ფორმას,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი სიცოცხლის გადამრჩენი მოწყობილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები