ულტრაბგერით ნერვის გათბობა მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ულტრაბგერით ნერვის გათბობა მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს გულის დაავადებათა განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ასევე ინსულტის.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მოზრდილ ამერიკელთა ნახევარს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება.

კონტროლირებადი არტერიული წნევა ყოველი 4 ადამიანიდან მხოლოდ 1-ს აქვს.

პაციენტთა დიდი ნაწილისთვის ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები უშედეგოა.

კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ თირკმელებზე, ვინაიდან მათ მიერ გამოყოფილ სითხესა და არტერიულ წნევას შორის კავშირი არსებობს.

სამედიცინო სფეროში შედარებით ახალი ტექნოლოგიაა თირკმლის დენერვაცია.

აღნიშნული მეთოდის დროს, ულტრაბგერითი ზემოქმედებით, ზედმეტად აქტიური ნერვის, რომელიც სიგნალს თირკმელებს გადასცემს, გათბობა ხდება.

ულტრაბგერითი იმპულსები, სითბოს დახმარებით, თირკმელებთან ახლოს მდებარე ნერვულ ბოჭკოებს აზიანებს და მათ აქტივობას ამცირებს.

მკვლევრების განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა შეიძლება ეფექტური იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც რეზისტენტული ჰიპერტენიზია აწუხებთ და პრეპარატების მეშვეობით წნევა არ ურეგულირდებათ.

პაციენტებში, რომელთა წნევაც რთულად სამართავია, აღნიშნული მეთოდის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს გულის შტევის, ინსულტისა და მრავალი სხვა დაავადების განვითარების რისკს.

mkurnali.ge