პერიკარდის ღრუში სითხის დაგროვების მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტირება და მკურნალობა - მწვავე პერიკარდიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პერიკარდის ღრუში სითხის დაგროვების მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტირება და მკურნალობა - მწვავე პერიკარდიტი

, ხშირად თან ახლავს ტკივილი და პერიკარდის ღრუში სითხის და სისხლის კომპონენტების (როგორიცაა ფიბრინი, სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები, სისხლის თეთრი უჯრედები – ლეიკოციტები) დაგროვება.

გამომწვევი მიზეზებია:

• მწვავე პერიკარდიტის ძირითადი გამომწვევია ინფექციაა (ვირუსები, ასევე ბაქტერიები, პარაზიტები (მათ შორის პროტოზოა) ან სოკოები.)

• ყველაზე ხშირი მიზეზია შიდსი, რომელსაც თან ახლავს დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება პერიკარდიუმის ღრუში (პერიკარდული გამონაჟონი). შიდსის მქონე პირებს შორის პერიკარდიტის გამომწვევი შეიძლება მრავალი ინფექცია იყოს

• აშშ-ში ტუბერკულოზით გამოწვეული პერიკარდიტი (ტუბერკულოზური პერიკარდიტი) მწვავე პერიკარდიტების 5%-ზე ნაკლებ, ხოლო ინდოეთის ზოგიერთი რეგიონსა და აფრიკის ქვეყნებში შემთხვევათა უმრავლესობაში გვხვდება.

სხვა ფაქტორები, რომლებიც პერიკარდიუმის გაღიზიანებასა და ანთებას იწვევს

• გულის შეტევა

• ქირურგიული ჩარევა გულზე

• სისტემური წითელი მგლურა

• რევმატოიდული ართრიტი

• თირკმლების უკმარისობა

• ტრავმები

• სიმსივნური დაავადებები (როგორიცაა ლეიკემია, შიდსის მქონე პირებს შორის კაპოშის სარკომა)

• რევმატიზმი

• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)

• სხივური თერაპია

• სისხლის გაჟონვა აორტის ანევრიზმიდან (აორტის კედლის გამობერილობა)

სიმპტომები

მწვავე პერიკარდიტი იწვევს ცხელებასა და გულმკერდში ტკივილს, რომელიც გადაეცემა მარცხენა მხარში და ზოგჯერ მარცხენა ხელში და გულის შეტევის ტკივილის მსგავსია.

თუმცა, მისგან განსხვავებით, ტკივილი უარესდება წინ დახრისას, საკვების ყლაპვის, ხველის ან ღრმა სუნთქვის დროს. პერიკარდიულ სივრცეში სითხის ან სისხლის დაგროვება იწვევს ზეწოლას გულზე და ხელს უშლის სისხლის გადატუმბვას. თუ გულზე ზეწოლის წნევა მაღალია, პოტენციურად ფატალური (სასიკვდილო) მდგომარეობა – გულის ტამპონადა შეიძლება განვითარდეს.

დიაგნოზი

მწვავე პერიკარდიტის დიაგნოზი ისმება პაციენტის მიერ ტკივილის აღწერილობით და სტეთოსკოპით გულმკერდის მოსმენისას დამახასიათებელი ხმიანობის გამოვლენით. მოისმინება ხახუნის ხმიანობა, რომელიც ტყავის ხახუნის ან გამხმარი ფოთლების შრიალის მსგავსია (პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა).

ექიმები ამგვარი ხმიანობის მოსმენით სვამენ მწვავე პერიკარდიტის დიაგნოზს გულის შეტევიდან რამდენიმე საათში ან დღეში.

დაავადების დროს სასარგებლო კვლევის მეთოდებია

• გულმკერდის რენტგენოგრაფია და ექოკარდიოგრაფია (პროცედურა, რომელიც ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით ქმნის გულის გამოსახულებას), რომელთა დახმარებით პერიკარდიუმის ღრუში სითხეს აღმოაჩენენ. ამ მეთოდის დახმარებით ასევე შესაძლებელია პერიკარდიტის მიზეზის დადგენა, მაგალითად სიმსივნე.

• ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ). მისი დახმარებით შეიძლება პერიკარდიტზე ეჭვის მიტანა; თუმცა, მხოლოდ ეკგ მონაცემების მიხედვით, რთულია პერიკარდიტის განსხვავება გულის შეტევისაგან.

• სისხლის სხვადასხვა ანალიზით შესაძლებელია პერიკარდიტის გამომწვევი ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ლეიკემია, შიდსი, ინფექცია, რევმატიზმი, თირკმლის უკმარისობის გამო სისხლში შარდოვანას მომატება.

მკურნალობა

მიზეზის მიუხედავად, პერიკარდიტის მქონე პაციენტი საავადმყოფოში თავსდება. მათ ეძლევათ მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს ანთებით პროცესსა და ტკივილს (როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) და აკვირდებიან ისეთ გართულებებს, როგორიცაა გულის ტამპონადა.

პერიკარდიტის შემდგომი მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

თუმცა, ხშირად აუცილებელია, პერიკარდიუმის ქირურგიული გზით მოცილება. თუ დაავადების მიზეზი ინფექციაა, მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკების დანიშვნასა და პერიკარდიუმის ღრუდან ჩირქის დრენირებას.

კანგავლითი ბალონური პერიკარდიოტომია

პერიკარდიუმიდან სითხის დრენირება ხდება კანის გავლით ბუშტისებური დაბოლოების მქონე კათეტერის ჩადგმის გზით. კათეტერის ბუშტისებური დაბოლოების გაბერვით იქმნება ხვრელი (ფანჯარა). ამ პროცედურას ეწოდება კანგავლითი ბალონური პერიკარდიოტომია და ძირითადად ტარდება სიმსივნით განპირობებული გამონაჟონის ან მისი განმეორების შემთხვევაში.

სუბქსიპოიდური პერიკარდიოტომია

ალტერნატიული მეთოდია მკერდის ძვლის ქვემოთ მცირე ნაჩხვლეტიდან პერიკარდიუმის პატარა ნაწილის მოცილება, საიდანაც ხდება მილის ჩადგმა პერიკარდიუმის ღრუში. ამ ჩარევას ეწოდება სუბქსიპოიდური პერიკარდიოტომია და ტარდება ბაქტერიული ინფექციით განპირობებული გამონაჟონის ევაკუაციისათვის.

ორივე პროცედურა საჭიროებს ადგილობრივ ანესთეზიას, შესაძლებელია ჩატარდეს პაციენტის საწოლში, შესაძლებელს ხდის სითხის მუდმივად დრენირებას და საკმაოდ ეფექტურია.